მეორე სვირის დღევანდელი #1 საჯარო სკოლა 1958 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა 1981 წლამდე მისი დირექტორისა და სკოლის სულის და გულის დავით მერკვილაძის თაოსნობით. ამ სკოლის მშენებლობამ, როგორც იტყვიან, სწორედ მის ზურგზე გადაიარა და თითქმის 25 წლის განმავლობაში ღირსეულადაც ხელმძღვანელობდა მას იმ საუკეთესო გუნდთან ერთად, რომელიც მასთან ერთად მივიდა ამ სკოლაში სამუშაოდ: ლევან ხიდაშელი, შოთა კოხრეიძე, ცისანა ჭაბუკიანი, შოთა წაქაძე, მედეა მიქაბერიძე, თალიკო კაკაურიძე, თამარ ლომინაშვილი, ნინო ხიდაშელი, გიორგი ხიჯაკაძე, იური წაქაძე, გურთა პოლიანსკაია, ალექსანდრე ბოჭორიშვილი, ლავრენტი წაქაძე, ნიკოლოზ წაქაძე, გიორგი წაქაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, აკაკი კვინიკაძე, დავით ხიდაშელი, ანდრო ცხადაძე, ეთერ ბურჯანაძე, მარგალიტა წაქაძე, ნინა ლომინაშვილი, შურა ცხადაძე, შურა ლომინაშვილი, ნორა ორბელაძე, მადია ოდიკაძე, პროკოფი ხვინჩიაშვილი, ვაჟა ხიჯაკაძე, ნიკოლოზ ხიდაშელი, დავით კვეტენაძე, ჯაბა წაქაძე, სულიკო ვაჭარაძე, ირანა დუნდუა და სხვები კიდევ, ძალიან ღირსეული ადამიანები, რომლებთაგან ზოგიერთი იქნებ გამომრჩა და მომიტევეთ, სამწუხაროდ მე ვერ ვიხსენებ და ახლა არც დედაჩემს, ეთერი ხიდაშელს ახსენდება, რომელიც თავად 1966 წლიდან შეუერთდა ამ საოცარ კოლექტივს საქმეთა მამართველის რანგში და 1994 წლამდე მუშაობდა... ზუსტად იმასაც ვერ გეტყვით, ზემოთჩამოთვლილთაგან ყველა 1958 წლიდანვე იყო ამ სკოლის პედაგოგი თუ ზოგიერთები შემდეგ შემოუერთდნენ. მაგრამ ისინი, ვინც ჩემს მეხსიერებას დღემდე შემორჩა (ეს მეხსიერება კი 1973-1974 წლიდან იწყება, რადგანაც დედაჩემის სამსახურის გამო, ფაქტიურად სკოლაში ვიზრდებოდი) შემდეგ შემოერთებულებიც იყვნენ: მურთაზ წაქაძე, დონარა გეწაძე, მიხეილ ჯუღელი, საშა ხიდაშელი, ანზორ და გივი კამლაძეები, ჩემი პირველი მასწავლებელი ლიანა არაბიძე, გულიკო ბაღაშვილი, ასმათ აბაშიძე, ანა ცხადაძე, გიგა მუმლაძე, თინა მერკვილაძე, ნათელა ჯუღელი, მათგან ზოგიერთები ისეთებიც, რომლებიც ამ სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ და უკვე პედაგოგებიც გახდნენ შემდეგ... (აქაც ყველას ვერ ჩამოვთვლი, უბრალოდ ისინი საკმაოდ ბევრნი არიან და მომიტევებენ) ეს ადამიანები ქმნიდნენ ამ სკოლის ისტორისა და ტრადიციას... შემდეგ იყო მძიმე და რთული პერიოდი, როცა დავით მერკვილაძის აშენებული სკოლის შენობა ჯერ დაიბზარა, შემდეგ დაინგრა კიდეც და დიდი ხნის განმავლობაში ეს სკოლა სად აღარ იყო თავშეფარებული... იმ წლებში როგორც მთელს ქვეყანაში, ისე ჩვენს სკოლაშიც უამრავი პრობლემა იყო, სხვადასხვა ხასიათისა და სხვადასხვა ტიპის, მაგრამ მგონია, რომ მის ხელმძღვანელებსაც დავით მერკვილაძის შემდეგ: შოთა კოხრეიძეს და მურთაზ წაქაძეს და პედაგოგებსაც, რომლებიც აქ მუშაობდნენ, ახსოვდათ რა ტრადიციის მემკვიდრეებიც იყვნენ და შეძლებისდაგვარად ინარჩუნებდნენ და განავითარებდნენ კიდეც მას... დღეს ეს სკოლა, ჩემი და ბევრი ჩემი „ფეისბუქ მეგობრის“ მშობლიური, ახალი სიცოცხლით ცხოვრობს, რამდენიმე წლის წინათ, როგორც იქნა ახალ შენობაში გადავიდა და ცდილობს ახალ ცხოვრებას აუწყოს ფეხი.... მისი ახლანდელი ისტორიის შემქმნელთაგან ბევრი ამ სკოლის კურსდამთავრებულია, რომელთაც კარგად ვიცნობ, ზოგიერთთან კოლეგიალური ურთიერთობა მაკავშირებდა, ზოგის მასწავლებელიც ვიყავი, 15-20 წლის წინათ... ალბათ, სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც ამ ახალი კოლექტივიდან არ ვიცნობ, დანარჩენებს, რომ იტყვიან, „შემწვარსაც“ ვიცნობ და „მოხარშულსაც“... დრო რომ გადის, ფასეულობები იცვლება და ხშირად ტრადიციაც დავიწყებას ეძლევა... სამწუხაროდ ასეა... ცივილიზაცია და გლობალიზაცია შთანთქავს ყველაფერს და ერთიან ნაცრისფერ ტონალობას ქმნის... იქნებ მე, ჩემი ამ სკოლასთან 15 წლიანი განშორების შემდეგ უფლება არც მაქვს ვინმეს რამე შევახსენო, მაგრამ მაინც გავკადნიერდები იმ 25 წლიანი მოგონებებით, რომელიც ამ სკოლასთან მაკავშირებს და სკოლის დღევანდელ მესვეურთ შევახსენებ: ის, რაზეც თქვენ ამ სკოლის, მეორე სვირის #1 საშუალო სკოლის დღევანდელობას ქმნით, დავით მერკვილაძის საძირკველჩაყრილი ტრადიციაა... ეს სახელი უმთავრესია ამ სკოლისათვის და მას მეტი დაფასება და გაფრთხილება, ამ ადამიანის ხსოვნას კი მეტი პატივისცემა სჭირდება... (მეგობრებო, ვინც მოგნიშნეთ, ამ სკოლის კურსდამთავრებულთაგან, ყველა ჩემს მეგობრებში ხართ სოციალურ ქსელში, ვინც ჩემს მოსაზრებას არ ეთანხმება, შეგიძლიათ, მონიშვნა გააუქმოთ, მე ამით უფრო მეტი ჩვენი სკოლადამთავრებულისთვის ხმის მიწვდენა ვცადე და სხვა არაფერი მიგულისხმია, გმადლობთ, გაიხარეთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი სკოლის ტრადიციას, ვინც გამომრჩით, მომიტევეთ)