Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
სიყვარული ატრიალებს დედამიწას...


ასეა, ეს უდაო ჭეშმარიტებაა, მაგრამ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ამის შესახებ... იმის შესახებ, რომ სიყვარული ატრიალებს პლანეტას და კიდევ ისიც, რომ მის (სიყვარულის) გარეშე დიდი ხანია დავიღუპებოდით...
თუმცა, რაც დრო გადის, სიყვარულის დეფიციტი სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. ის კი არა, და ადამიანები, რომლებიც სხვების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, სიყვარულს და სითბოს გამოხატავენ, ხშირად დაცინვის და ირონიული ქილიკის ობიექტებიც ხდებიან.
ამაზე კომპიუტერიზაციისა და გლობალიზაციის გავლენა უდიდესია, ყველა ისეა შეკეტილი თავის პატარა ნაჭუჭში, მის იქით რა ხდება, ამაზე წარმოდგენაც არ აქვს... არადა იქ, იმ შენი ნაჭუჭის გარეთ ადამიანებს სცივათ, ტკივათ, უხარიათ, წყინთ, თქვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ, თქვენ კი ამისთვის საერთოდ აღარ გცალიათ...
14 თებერვალი, ვალენტინობა ბოლო დროს განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ჩვენში... იმისათვის, რომ „ევროპაში შევაბიჯოთ“, ყველანაირად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ევროპულ ტრადიციებსა და დღესასწაულებს და მათი პომპეზურად აღნიშვნითაც მოგვწონს თავი. მაგრამ ამ ორომტრიალში, თავმოწონებასა და ფაციფუცში, საბოლოოდ ხელში ბრენდ-მაღაზიებში „სავალენტინობოდ“ გამოცხადებული „სეილები“ და კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში ზედმეტად გადალეშილი მოდის მიმდევრები გვრჩებიან... განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ეს გასაკვირიც არაა. ისინი ხომ საბაბს ეძებენ, “დღეების შესაქმნელად“. ამიტომაც სასიამოვნოდ გამაოცა მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის „ფეისბუქ-პოსტმა“ ვალენტინობაზე...
ბიძაშვილურ მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ და ალექსანდრე ხიდაშელის გზავნილმა ინტერნეტ სივრცეში, შემიქმნა შთაბეჭდილება, რომ მან დიდი მიახლოებით წაიკითხა ჩემი ფიქრები და ქაღალდზე გადმოიტანა... თუმცა... სადღაა ქაღალდი... ქაღალდზე წერაც და საერთოდ ხელით დაწერასაც ადამიანები დიდი ხანია გადავეჩვიეთ... ავკრებთ ტექსტს, დავაჭერთ ხელს ჯადოსნურ ღილაკს და ჩვენი ნააზრევი წამიერად მილიონობით ადამიანის ხელმისაწვდომი გახდება, თუ მისი წაკითხვის სურვილი გაუჩნდებათ...
მაშ, ასე, ალექსს მოვუსმინოთ!
„14 თებერვალი მოდისო და გოგოებიც ელოდებიან ამ დღეს... ზოგი აიფონის მოლოდინში ათევს ღამეს, ზოგიც აიპადს ელოდება, ბევრს დიდი ბუთხუზა დათუნია უნდა, დილით კარის წინ, გაოცებულმა selfie რომ გადაიღოს, დაბადების დღეზე ნაჩუქარი აიფონით და მერე მთელ საქართველოს გააგებინოს თუ როგორი რომანტიული ბიჭი ჰყავს ... ელოდებიან მომენტს რომ მათმა სიყვარულმა ცხოვრებისეული ვალები დაიდოსს და ამ დღეს მათ რაიმე ძვირადღირებული ნივთი მიარვთას....
ამით კი რაღა თქმა უნდა დაამტკიცებს თავის სიყვარულს!!!.
ჩემი აზრით კი ეს დღე 14 თებერვალი მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვინც არ იციან რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული, ვინც ვერ აფასებს ამ გრძნობას შესაბამისად...
სიყვარულში არ უნდა არსებობდეს დრო, მანძილი, პერიოდი, სიყვარულს არ უნდა განსაზღვრავდეთ მატერიალურით, არ უნდა უყურებდეთ მას როგორც ლამაზი სახლით ბევრი ფულით და მომავალში მხოლოდ ფერადიი ფურცლებისგან შემდგარრი ყოფით....
რადგან სიყვარულს მოაქვს ტკივილი, სიყვარულს მოაქვს სევდა, სიყვარულს მოაქვს დარდიიი....
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მას შეუძლია თქვენი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს....
მას შეუძლია სიცოცხლე გაგილამაზოთ,
მას შეუძლია ადამიანად გაქციოთ, თქვენ დიახ დიახ თქვენზე ვამბობ ბევრნი ხართ ესეთი, ვისაც ნამდვილად არ ეკუთვნის ეწოდებოდეს სიტყვა ადამიანი.
აი ეს შეუძლია ამ ბევრისთვის სანატრელ გრძნობას, აი ამ ყველაფრის მოტანაც შეუძლია სიყვარულს....
თქვენ კი ადამიანებო, ვისაც წრფელი გულით გიყვართ ერთ რამეს გეტყვით....
სიყვარული იქ ეძიეთ სადაც სხვა ვერ შეამჩნევს მას, სულ პატარა თითისტოლა დეტალებში,
სულ პატარა საქციელებში მოძებნეთ, ისეთ ელემენტარულ ქმედებებში რომელნიც სხვებისთვის შეუმჩნეველია...
სიყვარულისთვის და მის გამოსახატად ნუ დაელოდებით 14 თებერვლის მოსვლას!!!
ჩემი აზრით შეყვარებული ადამიანისათვის ყოველი დღე სიყვარულისაა და თქვენი სიყვარულისათვის ბედნიერების მისანიჭებლად 14 თებერვალი არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს.... თუ მართლაც გულით გიყვარს და უყვარხარ ამ დღეს არანაირი დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს, ყოველი დღე იმაზე ფიქრით უნდა დაიწყო შეყვარებულმა ადამიანმა, როგორ გაულამაზო ცხოვრება შენს სიყვარულს!!! როგორ დაანახო ლამაზ ფერებში თითოეული წამი, თითოეული წუთი,თუ ამისი მცირედი შანსიც კი გაქვს, ყოველთვის უნდა ცდილობდე რომ მის სახეზე მუდამ იყოს ბედნიერების ღიმილი...
უნდა ოცნებობდე მასთან ერთად დაბერებაზე, შვილებზე, ოჯახზე, თუ შენ ნამდვილად გიყვარს და უყვარხარ, არასდროს არ გამოგელევათ სასაუბრო თემა, არასდროს არ გაუფერულდება თქვენი დიალოგიი, არასდროს მოგბეზრდებათ ერთმანეთი, თუნდაც 118 წლის ასაკშიც, ისეთი გრძნობით ჩაეხუტებით ერთმანეთს როგორც იმ დღეს, როცა პირველად გითხრა რომ ყველაზე მეტად უყვარხარ ამ პლანეტაზე ....!!
ბევრი იარეთ ერთად, ღამით ქუჩებში, არაა აუცილებელი ყოველი დღე რესტორანში გაატაროთ.... ბედნიერებისთვის ღია ცის ქვეშ ერთი ბოთლი წითელი ღვინო, ორი ჭიქა და სიყვარულიც გეყოფათ....
ამ საოცარი ღამის ერთად გატარების შემდეგ კი, ცოტათი ნასვამი ქალბატონის, შეხსნილი დეკოლტესკენაც ნუ გაგეპარებათ მზერა...
თვალებში უყურეთ!! თვალებში !!და ნუ აჰყვებით თქვენს ცხოველურ მოთხოვნილებებს... ნუ დაგავიწყდებათ!! სიყვარულიი გულიდან მოდიის, გულიდან და არა .......
მე ნოტაციებს არ გიკითხავთ და ღმერთმა დამიფაროს თქვენ პირად ცხოვრებაზე ვისაუბრო ადამიანებოო, უბრალოდ ერთი ორი სიტყვა მინდოდა მეთქვა თქვენთვის...❤❤
პატივიცემით ა/ხ“


ერთი სიტყვაც არ შემიცვლია ალექს, შენი წერილიდან, ჩემო ჭკვანო, არც შეგთანხმებივარ, რომ მას ჩემი ბლოგის ნაწილად ვაქცევდი, მაგრამ ძალიან მომინდა ეს... აი, ძალიან, ძალიან...
სიყვარულის ასეთ განცდას გისურვებთ ყველას... და ალექსის არ იყოს, ნუ დაელოდებით 14 თებერვალს და თუ ვერ მოასწრებთ, ნუ იფიქრებთ, რომ 15-ში დაგაგვიანდათ... გიყვარდეთ, გიყვარდეთ უანგაროდ და უანგარიშოდ და ამ სიყვარულით კი ნუ დატვირთავთ და დაამძიმებთ, გაათბეთ და გაამსუბუქეთ ერთმანეთი... რადგანაც... სიყვარული ატრიალებს დედამიწას....


ლელა ხიდაშელი
 
 (ხმები: 3)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ