პირველად საქართველოში, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეთბუქები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი დაიწყო. 15 000 ნეთბუქი სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქართლში და დიდგორში გაიგზავნა. კომპიუტერები კომპანიების ”ალგორითმი” და ”ინტელის” მიერ საქართველოში დამზადდა. ეს კომპანიები, საქართველოს ფოსტის დახმარებით, თავად უზრუნველყოფენ ნეთბუქების დისტრიბუციას.