Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ბიომეტრიულ პასპორტებში გრძელ სახელსა და გვარს შეამოკლებენ.

ამასთან დაკავშირებით, "საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შედის ცვლილება.

განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ პასპორტში შეუძლებელია სახელი და გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვები იქნება მათი შემოკლებით დატანება.

შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის და გვარის, კერძოდ ორმაგი სახელი და გვარის შემთხვევაში, დასაშვები იქნება მათი ორივე კომპონენტის შემოკლება.

კერძოდ, ორი სახელი და გვარის შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ორივე მათგანის გარკვეული ნაწილი მაინც დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის და გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოკლების დროს შესაძლებელია, გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებული იყოს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელსა და გვარში რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ ქართული ჩანაწერი უნდა შემოკლდეს.

მინისტრის ეს ბრძანება უკვე ძალაშია.
 
 (ხმები: 2)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ