Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აპრილი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
Advertisement on this site
არქივი

აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
ოქტომბერი 2016 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
დღეს გიორგობაა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით, უფალმა მიცვალებული მკვედრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან შევიდა.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
დაამატე კომენტარი
Your Name:


Your E-Mail:



Security Code:
ჩართეთ ეს სურათი უსაფრთხოების კოდის დასანახად
კოდის განახლება


Insert Code:


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ