მობილური ოპერატორი ბილაინი ტელეფონებზე საახალწლო აქციას აცხადებს. აქციის ფარგლებში ბილაინის 11 ტიპის ტელეფონზე საახალწლო ფასდაკლება 20-დან 50%-მდე გამოცხადდა. აქცია 20 ნოემბერს დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. აქციის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ALCATEL-ის ასევე HUAWAI-ს მოდელის ტელეფონების შეძენა. ფასდაკლება ვრცელდება როგორც სტანდარულ ტელეფონებზე, ასევე ანდროიდებსა და სმარტფონებზე. ბილაინის ტელეფონების წინასაახალწლო ფასი 18-დან 220 ლარამდე განისაზღვრება . აქციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ბალანსის ერთჯერადი შევსება 10 ლარით. აქციაში ჩართვა შეუძლია ბილაინის ყველა აბონენტს.