Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ელექტროენერგიის უმავთულო გადაცემა ელექტროენერგიის უმავთულო გადაცემის პირველი ცდები ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში ტარდებოდა. ტექნოლოგიის აღმომჩენად უდიდესი მეცნიერი და გამომგონებელი ნიკოლა ტესლა მიიჩნევა. იგი არ უშინდებოდა იმ დროისთვის ურთულეს დაბრკოლებებს და მუშაობდა ტექნოლოგიაზე, რომელიც აქტუალური და, რაც მთავარია, კომერციულად გამოყენებადი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გახდა. დასაწყისისთვის იგი ექსპერიმენტულ დონეზე აოცებდა დამსწრეებს მოშორებით მდებარე ნათურების ანთებით ისე, რომ ნათურები სადენებით არ იყო დაკავშირებული ენერგიის წყაროსთან. დაშორების მანძილმა კი ერთხელ 40 კილომეტრიც შეადგინა. იმ დროისთვის ეს რევოლუციური მიგნება იყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აღმოჩენის ავტორი ტესლა გახლდათ, ტექნოლოგია საოცრებიდან სავსებით რეალურ ფიზიკურ მოვლენად იქცევა.
ელექტროენერგიის უმავთულო გადაცემა მთლიანად ეფუძნება ელექტრომაგნიტური რეზონანსის მოვლენას‚ რომლის დროსაც საგნებს ერთი და იმავე მარეზონირებელი სიხშირით შეუძლოთ ერთმანეთს გადასცენ ენერგია ისე‚ რომ გავლენა არ იქონიონ ახლოს მდებარე საგნებზე. ელექტრომაგნიტური რეზონანსის მეშვეობით ელექტროენერგიის გადაცემისას გამოიყენება ელექტრომაგნიტური ტალღების რეზონანსი. ტექნოლოგიის განვითარებისთვის კი საკმაოდ ბევრი და სერიოზული კომპანია მუშაობს. ჯერჯერობით მცირედით ათვისებული სფეროს დაპყრობა თითოეული მათგანისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის, კორპორაცია IDT აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში და საკუთარ კლიენტებს სთავაზობს გადაწყვეტილებებს ელექტროენერგიის უმავთულო გადაცემისთვის. იგი აწარმოებს როგორც გადამცემ სისტემებს, ისე მიმღებებს. უმავთულოდ ელექტროენერგიის გადაცემის ტექნოლოგიის განვითარებაში სერიოზული მიღწევები უკავშირდება ასევე უმსხვილესი ჩიპმეიკერის Qualcomm-ის მფლობელობაში მყოფ პროექტს WiPower. იგი თავდაპირველად ფლორიდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს და მისი შემქმნელები მიზნად ისახავდნენ, მოკლე მანძილზე ელექტროენერგია გადაეცათ, რომელიც დამუხტავდა პორტატულ მოწყობილობების ბატარეებს. თუმცა განვითარებასთან ერთად იგი მეტისმეტად კომერციული აღმოჩნდა უნივერსიტეტის კვალობაზე და WiPower 2010 წელს Qualcomm-ის საკუთრება გახდა. თუმცა Qualcomm ამაზე არ შეჩერდა და ბევრად უფრო რთულ და დიდ პროექტსაც შეეჭიდა - Qualcomm Halo, შეიძლება ითქვას, რევოლუციური და ყველაზე მაღალგანვითარებული ტექნოლოგიაა ელექტროენერგიის უმავთულო გადაცემაში. ამას ისიც ადასტურებს, რომ მისი კომერციული წარმატება გათვლილია მომავლის ტექნოლოგიებზე და, რაც მთავარია, მომავლის ტრანსპორტზე. ელექტროავტომობილების პოპულარობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ უფროდაუფრო მეტმა დეველოპერმა დაიწყო მუშაობა მათი ენერგიით მომარაგების საშუალებებზე და ამ მხრივ სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს. თითქმის უკვე გამოირიცხა კაბელების არსებობა მომავლის ელექტროავტომობილების ელემენტების დასამუხტ მოწყობილობებში. ლონდონში Qualcomm-ის მიერ წარმოდგენილი Halo უპრობლემოდ აწვდის ელექტროენერგიას ავტომობილის ელემენტებს. მეტიც, Qualcomm უფრო შორს წავიდა და წარმოადგინა კონცეპტუალური ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს გზების დაფარვას სპეციალური ფილებით, რომლებიც უმავთულოდ დამუხტავენ მოძრავი ავტომობილის ბატარეებს და მძღოლს სულაც არ მოუწევს გაჩერება ავტოგასამართ სადგურზე ელექტროენერგიის მარაგის შესავსებად. Halo-ს წარმატება მთლიანად დამოკიდებულია ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდაზე. თუმცა მისი მეშვეობით სტაციონარული დასამუხტი წერტილების ჩანაცვლება ჯერ კიდევ რთულად წარმოსადგენია, რადგან ტექნოლოგია ძვირი ღირს და ამასთან მომხმარებელთა რაოდენობაც მცირეა.
კიდევ ერთი გიგანტი კორპორაცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ ტექნოლოგიის განვითარებაში, გახლავთ Intel. მისმა მესვეურებმა გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ Alliance for Wireless Power (A4WP)-თან, რათა ერთობლივი ძალებით ემუშავათ ეკოსისტემისთვის უსაფრთხო და ადამიანისთვის კი კომფორტული ენერგიის უმავთულო გადაცემის ტექნოლოგიაზე. Intel-ის სამიზნე ჯგუფს ამ შემთხვევაშიც, მსგავსად პარტნიორი კომპანიებისა, პორტატული მოწყობილობები შეადგენენ. A4WP-ს სამომავლო გეგმებით უნდა შეიქმნას პადი, რომელზეც ერთდროულად შესაძლებელი იქნება რამდენიმე მოწყობილობის მოთავსება დასამუხტად. A4WP მეორე უდიდესი გაერთიანებაა ამ მიმართულებით Wireless Power კონსორციუმთან ერთად.
რა პრაქტიკული გამოყენება აქვს ელექტროენერგიის უმავთულო გადაცემას? ამ ტექნოლოგიას ყველაზე ხშირად ალბათ HP/Palm-ის და აწ უკვე სხვა ბრენდების სმარტფონებში გადავაწყდებით. Touchstone-ად წოდებული დამტენი ალბათ ყველა თქვენგანისთვის კარგად არის ცნობილი. თუმცა იგი, ისევე როგორც მისი ანალოგები, ჯერჯერობით მხოლოდ მარკეტინგულ როლს ასრულებენ და პრაქტიკულობის თვალსაზრისით ბევრს არაფერს წყვეტენ. მაგრამ უმავთულოდ ენერგიის გადაცემის მასიურ დანერგვასთან ერთად ისინი ჩაანაცვლებენ მოუხერხებელ კაბელებს და არცთუ უსაფრთხო კაბელიანი ელექტროდამტენების ინტერფეისებს. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - Qi. ეს ჩინური სიტყვა იქცა უმავთულოდ ელექტროენერგიის გადაცემის ინტერფეისის სტანდარტის სახელად, ინტერფეისისა, რომელსაც Wireless Power კონსორციუმი უჭერს მხარს და ცდილობს ერთიან სტანდარტად აქციოს იგი. დღეისათვის კონსორციუმის წევრებად მოიაზრებიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა: HTC, LG, Huawei, Nokia, Sony და სხვ. სულ 100-ზე მეტი კომპანია არის გაერთიანებული, რათა შეიმუშავონ და მხარი დაუჭირონ მომავლის ტექნოლოგიას, რომელიც მთლიანად გამოდევნის ხმარებიდან კაბელებს, როზეტებს და სხვა კონტაქტურ ინტერფეისებს თუნდაც პორტატული მოწყობილობების დონეზე.

ავტორი: გიორგი ბერიძე navigator.ge
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ