ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაცემულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებზე. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი კომისიებსა და ფრაქციებში განხილული იქნება 2014 წლის 17 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, შეუძლიათ წარმოადგინონ 2014 წლის 17 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: მის: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. N11, მე-3 სათული. ტელ: 595 90 40 42