Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
წინასაახალწლო შეთავაზება ბილაინის ტელეფონებზემობილური ოპერატორი ბილაინი ტელეფონებზე საახალწლო აქციას აცხადებს.
აქციის ფარგლებში ბილაინის 11 ტიპის ტელეფონზე საახალწლო ფასდაკლება 20-დან 50%-მდე გამოცხადდა.
აქცია 20 ნოემბერს დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. აქციის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ALCATEL-ის ასევე HUAWAI-ს მოდელის ტელეფონების შეძენა. ფასდაკლება ვრცელდება როგორც სტანდარულ ტელეფონებზე, ასევე ანდროიდებსა და სმარტფონებზე.
ბილაინის ტელეფონების წინასაახალწლო ფასი 18-დან 220 ლარამდე განისაზღვრება . აქციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ბალანსის ერთჯერადი შევსება 10 ლარით. აქციაში ჩართვა შეუძლია ბილაინის ყველა აბონენტს.
 
Read More


„ჯეოსელი“ მომხმარებელს  აფრთხილებს“ჯეოსელი” ბოლო პერიოდში ქსელში დაფიქსირებულ შეფერხებებზე განმარტებებს აკეთებს და პრობლემებს დროებითს უწოდებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „მობილური ქსელის მოდერნიზაცია და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალური ადაპტაცია საჭიროებს მუდმივ ტექნიკურ გადახალისებას და სწორედ ამან გამოიწვია ბოლო პერიოდში ჯეოსელის ქსელში დაფიქსირებული დროებითი შეფერხებები.“
კომპანიის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ქსელში ახლო მომავალშიც იგეგმება, რის შესახებაც მომხმარებელს წინასწარ აცნობენ. „ქსელის გამტარიანობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს, ღამის 02:30 სთ- დან დღის 13:00 -მდე, ჯეოსელის ქსელში იგეგმება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რის გამო შესაძლებელია ხარვეზების დაფიქსირება ჩვენი ქსელით სარგებლობისას.
ამასთან დაკავშირებით, გვინდა წინასწარ მოგიხადოთ ბოდიში შესაძლო დისკომფორტის შექმნისთვის. კომპანია ეცდება გეგმიური ტექნიკური სამუშაოები მაქსიმალურად მცირე დროში განახორციელოს. აქვე გთავაზობთ ჩამონათვალს იმ უბნებისა, სადაც შესაძლებელია დაფიქსირდეს შეფერხება : ვაკე, საბურთალო, დიდუბე, დიღომი, მუხიანი, თემქა, სანზონა, ნაძალადევი, ძველი თბილისის რაიონი, ვერა, მთაწმინდა,“ – აცხადებენ კომპანიაში.
 
Read More


ძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდაძლიერი წვიმის შედეგად ბაგრატის ტაძარში წყალი ჩავიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანმა თამარ კვანტალიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვითარებაში გასარკვევად ბაგრატის ტაძრის ერთერთ მღვდელმსახურს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ წყალი ტაძარში არა სახურავიდან, არამედ სარკმლიდან ჩავიდა.

"არის რაღაც ტექნიკური პრობლემა, რომლის გამოსასწორებლად მუშაობენ", - დასძინა თამარ კვანტალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"
 
Read More


გადაამოწმეთ პირადი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში



საარჩევნო სია


სიაში თქვენი ყოფნა შეამოწმეთ აქ
 
Read More


Lenovo-ს ულტრაბუქი 21 აგვისტოდანLenovo 21 აგვისტოდან გაყიდვაში ჩაუშვებს ახალ ულტრაბუქს Thinkpad სერიიდან.
ThinkPad X1 Carbon სხვადასხვა კონფიგურაციით გამოვა, თუმცა საბაზო მოდელი მიიღებს Core i5-3317U 1.7GHz CPU-ს და 128GB SSD-ს. 14 დიუმიანი დისპლეი მაქსიმუმ 1600x900 გარცევადობას უზრუნველყოფს. მომხმარებლის განკარგულებაშია ასევე 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებაც. Rapid Charge ტექნოლოგიის დახმარებით კი ულტრაბუქის ბატარეა 80%-ით იტენება ნახევარ საათში. საბაზო მოდელის ფასი ამერიკულ ბაზარზე $1,399 იქნება.
 
Read More


კომპიუტერის ცოდნის საზოგადოების პროექტიიუსტიციის სასწავლო ცენტრში კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში მონაწილეობის მსურველების ტესტირება სრულდება.
ამ ეტაპისთვის ტესტირება 468 მონაწილემ გაიარა. პროექტში მონაწილეობის სურვილი სულ 1214 ადამიანმა გამოთქვა. განაცხადები შემოვიდა 392 სოფლიდან, მათ შორის 180 ისეთი სოფელია, სადაც პროექტის პირველი ეტაპისთვის კონკურსი არ იყო გამოცხადებული.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდ აქტიურობა...
 
Read More


მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ გამოუწვევია    დღევანდელ მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ გამოუწვევია. ნგრევა სტიქიას არც მიწისძვრის ეპიცენტრში – კასპის რაიონის სოფელ წინარეხში მოჰყოლია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თენგიზ დონაძემ განუცხადა, მოსახლეობაში პანიკა არ არის. მისი თქმით, ბიძგებს თან ახლდა ძლიერი ხმა მიწიდან.
საქართველოში მიწისძვრა დღეს, 20:30 საათზე დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კასპიდან 12 კილომეტრში, სოფელ წინარეხში იყო.
ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
სეისმოლოგების ცნობით, ამ სიმძლავრის მიწისძვრას ნგრევის გამოწვევა არ შეუძლია.
 
Read More


თბილისის ცაზე უცნაურ ნათება[გუშინ ღამით, თბილისის ცაზე უცნაურ ნათებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა .
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ცაზე სპირალისებული ნათება შენიშნა. ოფიციალური განმარტება მომხდარზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
სოციალურ ქსელებში უცნაურ ნათებას კომეტის გამოჩენას ან რაკეტის კვალს უკავშირებენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსგავსი ნათება დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც შენიშნეს. მოქალაქეები იხსენებენ, რომ მსგავს მოვლენას ადრე ნორვეგიაში ჰქონდა ადგილი, რაც რუსეთის მიერ გაშვებულ რაკეტას დაუკავშირეს, რომელმაც კონტროლი დაკარგა და ბრუნვა დაიწყო.
ამასთან, , რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ მოხდა რაკეტა "ტოპოლ"–ის გამოცდა.
 
Read More


უპროცენტო მობილური განვადება სმარტფონებზესაქართველოს ბანკი და mymobile.ge მომხმარებლებს ერთობლიც აქციას სთავაზობენ.
მომხმარებელი. რომელიც საქართველოს ბანკის უპროცენტო განვადებით შეიძენს iPhone-ის, Blackberry-ს თუ Android-ის მობილურ ტელეფონებს მიიღებს 3გბ-მდე მობილურ ინტერნეტს საჩუქრად.
ასევე, მას ვისაც სურს ახლად შეძენილი მობილური ტელეფონით მართოს მისი ანგარიშები და განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაციები, აქციის ფარგლებში ეძლევა საშუალება გააქტიუროს მობილბანკის ახალი აპლიკაცია.
საქართველოს ბანკის განვადება ძალაშია1 ივლისამდე და განვადების ყოველ 10 ლარზე მომხმარებელი მიიღებს 3 კილოვატამდე ელექტროენერგიას საჩუქრად.
 
Read More


პარლამენტის  ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპაქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამონგრევისას ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს საღამოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" წარმომადგენლის, მშენებლობის პროექტის მენეჯერ კობა გელაძის ინფორმაციით, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს და შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა, "თავად შენობას კი საფრთხე არ ემუქრება".
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ