Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
დღეს გიორგობაა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით, უფალმა მიცვალებული მკვედრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან შევიდა.
 
Read More


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/196473-saqarthveloshi-thvis-bolomde-aramdgradi-amindebi-shenarchundeba.htmlთვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდებასაქართველოში თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება . როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, 27 მარტს კი ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა და ქარიც გაძლიერდება.
"დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმები იქნება, თუმცა, ხვალ გამოიდარებს და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს. 27 მარტიდან ისევ აცივდება. ტემპერატურა 7-8 გრადუსამდე დაეცემა. გაძლიერდება ქარი. მთაში თოვლი, ბარში კი წვიმა იქნება", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ. მისივე ინფორმაციით, 28 მარტს გამოიდარებს, 29-დან კი ამინდი ისევ გაფუჭდება.
 
Read More


სილქნეტის მობილური15 მარტიდან სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართვა ხელმისაწვდომია რეგიონში მცხოვრები აბონენტებისთვის:
აჭარა – ბათუმი, ქობულეთი; იმერეთი – ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო, ჭიათურა; კახეთი – თელავი, სიღნაღი, ახმეტა, გურჯაანი, ლაგოდეხი; ქვემო ქართლი – მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, რუსთავი; შიდა ქართლი – გორი, ხაშური, სურამი; გურია–სამეგრელო – ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა
 
Read More


http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/14670-avghanethshi-sami-qarthveli-samkhedro-mosamsakhure-daighupa.html

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად, ”თალიბებთან” შეტაკებისას.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.


 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ