Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება ხვალ დაიწყება

"ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება ხვალ დილიდან დაიწყება და 31 მარტამდე დასრულდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა. "ელექტროენერგიის ვაუჩერი ყველა ოჯახზეა გათვლილი. დარიგების პროცესი ეტაპობრივად, ხვალ თბილისიდან და სხვა თვითმმართველი დიდი ქალაქებიდან დაიწყება და 31 მარტამდე 20 ლარი ყველა აბონენტს დაერიცხება", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, ტელეფონის ნომერზე: 251-00-33 უკვე ამოქმედდა "ცხელი ხაზი", რომელზეც მოქალაქეებს როგორც ვაუჩერის გამოყენების წესთან, ისე ვაუჩერიზაციის სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეეძლება. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის თქმით, წელს სრულად აღმოფხვრილია მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში არსებული ხარვეზი, რაც შარშან გამოიკვეთა.
"პრობლემა, რომელსაც ვაუჩერის დარიგებისას შარშან წავაწყდით და ეს ძირითადად მოქალაქეთა ბაზას ეხებოდა, დღეისთვის აღმოფხვრილია. ჩვენ გვაქვს მილიონ 250 ათასი აბონენტის ბაზა", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგების ინიციატივა პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. შესაბამისი დავალება პრეზიდენტმა მთავრობას რამდენიმე დღის წინ მისცა
 
Read More


უიტნი ჰიუსტონს 18 თებერვალს დაკრძალავენ უიტნი ჰიუსტონს ნიუ-ჯერსის შტატში 18 თებერვალს დაკრძალავენ. ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, გარდაცვლილ მომღერალს მის მშობლიურ ქალაქ ნიუარკში მდებარე ერთ-ერთი ტაძრიდან გამოასვენებენ. დაკრძალვამდე ორდღიანი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება, რათა გარდაცვლილთან გამომშვიდობება ყველამ შეძლოს.
დღეს დილით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის ცერემონია 17 თებერვალს გაიმართებოდა, თუმცა, ამ დროისთვის თარიღი დაზუსტდა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესიდან მშობლიურ ქალაქ ნიუარკში კერძო თვითმფრინავით დღეს დილით გადაასვენეს.
უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში, 12 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში აღმოაჩინეს. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მომღერალს ფილტვებში წყალი აღმოუჩინეს.
 
Read More


”დამატებითი ჯეოკრედიტი” ლაილაის აბოენენტთათვის 2012 წლის 28 თებერვლიდან ლაილაის აბონენტებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ დამატებითი ჯეოკრედიტით.
თუ ლაილაის აბონენტს ერთი კრედიტი უკვე მიღებული აქვს და სჭირდება დამატებითის მიღება, *115# OK აკრეფით მიიღებს მეორე 2 ლარიანი კრედიტს. ამ შემთხვევაში დაფარვის პირობები უცვლელი რჩება.
დამატებითი ჯეოკრედიტის მიღებისთვის ანგარიშზე აუცილებელია ფიქსირდებოდეს მინიმუმ 3 აღებული და მთლიანად დაფარული კრედიტი. ერთდროულად 2 კრედიტზე მეტის აღება შეუძლებელია.



წყარო:
GEOCELL
 
Read More


ქართული ჩურჩხელა amazon-ზე იყიდება ქართული ჩურჩხელა უკვე amazon.com–ზე იყიდება. „დოქტორ ჯორჯ“-ი ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც ინტერნეტ–გაყიდვებში ჩურჩხელა ჩაუშვა.
წყარო:
commersant.ge
 
Read More


მაგთისატი - პირველი DTH ტელევიზია საქართველოში ირაკლი ლობჟანიძე: „ჩვენ ძირითად აქცენტს რეგიონებზე ვაკეთებთ“

მაგთის სატელიტური მომსახურეობა


საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ და SES-მა (რეგისტრირებულია Euronext პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე, ტიკერი: SESG) განაცხადეს საქართველოში პირველი DTH (direct-to-home) ტელევიზიის პლატფორმის - მაგთისატის - ამოქმედების შესახებ ASTRA თანამგზავრის მეშვეობით.
მაგთისატის თანამგზავრული მაუწყებლობა დაიწყება 23 იანვრიდან. მაგთისატი გადასცემს 75 ტელეარხს, რომლებიც მოიცავს ყველაზე პოპულარულ - როგორც სტანდარტული, ისე მაღალი გარჩევადობის მქონე (SD და HD) არხებს. პირველ ეტაპზე მაგთისატი მომხმარებელს შესთავაზებს სამ პაკეტს: სასტარტო (20 SD არხი 10 ლარი), ძირითად (70 SD არხი 35 ლარი) და HD (5 SD არხი 15 ლარი) პაკეტებს, რომლებიც პირველივე დღიდან მისაწვდომი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ქსელში ჩართვის ერთჯერადი გადასახადი SD რესივერის შემთხვევაში არის 60 ლარი...
 
Read More


wifi

ინტერნეტი 4მეგაბიტ/წამამდე სიჩქარით

ჩვენს მიერ შემოთავაზებული უსადენო ინტერნეტმომსახურეობა რევოლუციურია დღესდღეობით ჩვენს რეგიონში.ჩვენ გთავაზობთ ყველაზე უკეთეს პირობებს ვიდრე ნებისმიერი ოპერატორი.
1. მინიმუმ 10 ჯერ მეტი სისწრაფე
2. ულიმიტო ინტერნეტი
3.გლობალური ინტერნეტის მაღალი სიჩქარე
4. ოპტიკურ ინტერნეტთან მიახლოებული ხარისხი
5. დაბალი ფასი
დარეკეთ , ჩაერთეთ,დაისვენეთ და გაერთეთ!


ჩვენი კომპანიის ქსელი ინტერნეტში გადის "სილქნეტის" საშუალებით,რაც ხარისხის გარანტიაა.
ოპტიკური ინტერნეტი wifi ს გავლით თქვენს სახლებში

ოპტიკური ინტერნეტი wifi ს გავლით თქვენს სახლებში

გაცნობებთ რომ აბონენტების ჩართვა არის შეზღუდული.იმის გამო რომ შევინარჩუნოთ ხარისხი საბაზო სადგურზე არ შეიძლება 150 აბონენტზე მეტის ჩართვა.სხვა საბაზო სადგურის დადგმა კი ჯერჯერობით არ იგეგმება.ამჟამად ჩართულია 100ზე მეტი აბონენტი.ასე რომ იჩქარეთ.

გაცნობებთ რომ მიმდინარე თვეში სისტემა გადადის ავტომატურ ბილინგ სისტემაზე.რაც გააუმჯობესებს ჩვენს მიერ მოწოდებულ სერვისს.თქვენ უკვე შეგეძლებათ გადაიხადოთ სწრაფი გადახდის სისტემებით.
თქვენ უკვე ონლაინრეჟიმში შეგეძლებათ ნახოთ თქვენი ბალანსი,ავტომატურად გადართოთ პაკეტები,დააპაუზოთ მომსახურეობა.
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ