Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
კარსტული მღვიმე19 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე.

გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ ექსპედიციის მიზანი იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმის აღმოჩენა და კვლევა, გასულ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის – ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, გამოვლინდა საინტერესო ადგილები, მათ შორის მდინარე ხანის აუზშიც რამდენიმე საინტერესო ობიექტიც დაფიქსირდა. რაც შეეხება აქამდე უცნობ მღვიმეს, მის შესახებ მწირი ინფორმაცია იყო მოპოვებული თავდაპირველად. დეტალური კვლევისათვის დაიგეგმა სპელეოექსპედიცია ხანის აუზში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე. იგი მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მღვიმის მახლობლად მდინარე ხანისწყალზე, დღემდე, ფუნქციონირებს საფრანგეთში XIX საუკუნეში გუსტავო ეიფელის ქარხანაში ჩამოსხმული რკინის საავტომობილო ხიდი, რომელიც ,,ზეკრის ხეობას“ აკავშირებს ბაღდათის სოფლებთან.

კარსტული მღვიმე (კოორდინატები: N42.058’25’’; E42.055’12’’) მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე დაფიქსირდა, მდინარე ხანისწყლის დონიდან 185 მეტრია შეფარდებითი სიმაღლე, გრუნტის გზიდან შერეულ ტყეში მიემართება საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე 150 მეტრია. კაკასხიდის მღვიმის ადვილად გავლადი მონაკვეთის სიგრძე არის 41 მეტრი, სიგანე 3,5 მ. მაქსიმალური სიმაღლე 5 მ., მღვიმე ძირითადად მშრალია, ჰაერის ტემპერატურა შეადგენდა+7C0. მღვიმეში შესაძლებელია დეტალური შეფასების საფუძველზე განვითარდეს სპელეოთერაპია. მღვიმე გამომუშავებულია კირქვებში. აქამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერიტორიაზე კირქვული ქანები არსებობის შესახებ მასალები არ მოიძებნებოდა. მოსალოდნელია, მომავალში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში კვლავ დაფიქსირდეს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნები, რაც ამ მხარეში ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

წყარო: http://ekofact.com/2016/01/20/ნათლისღებას-ბაღდათის-მუნ/
 
Read More


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული12 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდება. მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა დაიწყება. ლოცვით მსვლელობის დროს სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ჯვრის საგალობელს იგალობებენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიისას, ცისკრის ლოცვამდე გაგრძელდება]
 
Read More


Samsung Galaxy S IVკომპანია Samsung Electronics-მა 14 მარტს ნიუ-იორკში ახალი სმარტფონი - Galaxy S IV წარმოადგინა.
მოწყობილობა Android 4.2.2-ის (Jelly Bean) ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ მუშაობს. იგი აღჭურვილია 4,99 დიუმიანი Super AMOLED ეკრანით, რომლის გარჩევადობა 1920 х 1080 პიქსელს შეადგენს (441ppi).
სმარტფონის ფუნქციებიდა აუცილებლად უნდა გამოვყოთ: S Translator - ზეპირი და ხელნაწერი საუბრის თარგმნის სერვისი ცხრა ენაზე), Dual Camea (ორი კამერიდან შემოსული გამოსახულების გაერთიანება), Story Album (ნაკრები ფოტოებიდან და ვიდეობიდან, რომელზეც შესაძლებელია ტექსტური წარწერის გაკეთება), HoneSync სერვისი მონაცემების „ღრუბელბში“...
 
Read More


მოზამბიკის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივი ექიმი უჩვეულო მეთოდით "კურნავს" პაციენტებს.ქართულ რეალობაში ასეთი მკურნალობა ჯერ არ გვჭირდება და არც მომავალში ვისურვებდი ამას wink
.


 
Read More



რომელი ეროვნების ქალები მოჰყავთ ცოლად ქართველ მამაკაცებს?რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ქართველი მამაკაცები უპირატესობას რუს ქალებს ანიჭებენ.

საქართველოში სამოქალაქო მდგომარეობის შესახებ აქტების მონაცემთა მიხედვით, 2012 წელს დარეგისტირირებული 2000...


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/59551-romeli-erovnebis-qalebi-mohyavth-colad-qarthvel-mamakacebs.html#ixzz24UENqmxP
 
Read More


ახალ გვინეაში 29 კანიბალი დააკავესპაპუა ახალი გვინეას პოლიციამ პროვინცია მადანგში 29 ადამიანი დააპატიმრა, რომლებსაც კანიბალიზმში ედებათ ბრალი. პოლიციის კომისრის, ენტონი ვაგამბის თქმით, ბრალდებულებმა აღიარეს, რომ შვიდი ადამიანი მოკლეს და შეჭამეს.

"ბრალდებულები დარწმუნებულნი არიან, რომ ცუდი არაფერი უქნიათ, მათ ნამოქმედარი ღიად აღიარეს",- ყვება პოლიციელი. მისი თქმით, მკვლელებს სჯერათ, რომ საკუთარი მსხვერპლის უმი ტვინის და მათი ორგანოებით დამზადებული წვნიანის ჭამით "ტყვია ვეღარაფერს დააკლებთ".

სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ კანიბალიზმს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შიდა რაიონების 1000-მდე მაცხოვრები მისდევს.

ამჟამად დამნაშავენი დაკავებულნი არიან, მაგრამ პოლიცია კანიბალების ძიებას აგრძელებს.
 
Read More


ფინეთში ცოლის ხელით ტარების ჩემპიონატი გაიმართაფინეთში ცოლის ხელით ტარების ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა შეამოწმეს, შეუძლიათ თუ არა მამაკაცებს ცოლის ხელით ტარება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
ამ უცნაურ ჩემპიონატში მონაწილეობა 38-მა წყვილმა მიიღო, რომლებიც ფინეთში სპეციალურად ამ პროექტისთვის მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ. ჩემპიონატს 8000 მაყურებელი ჰყავდა.
ქმრებს კილომეტრიანი გზის მეოთხედი ხელში აყვანილი, ან ზურგზე შემოსმული ცოლებით უნდა დაეფარათ.
ტრასაზე სხვადასხვა...
 
Read More


რაში უხდიან ბიზნესმენები ფულს ქეთა თოფურიასრუსეთში თურმე მაგარ მოდაში ყოფილა ე.წ. ესკორტ-მომსახურება, რომელსაც კიდევ ასე უწოდებენ - "სწრაფი მეგობრობა ვარსკვლავთან". სოლიდური ჯილდოს საფასურად, შოუბიზნესის ცნობილი ვარსკვლავი თანახმაა, კლუბში ან რომელიმე ელიტურ ღონისძიებაზე თან ეახლოს ბიზნესმენს ან უბრალოდ, ფულიან კაცს.

გარდა იმისა, რომ ნებისმიერ ბომონდურ სიტუაციაში "თავისიანად" მიიღებენ, ბონუსის სახით კლიენტი იმასაც იღებს, რომ მეორე დღეს მთელი პრესა ილაპარაკებს მისი და ვარსკვლავის შესაძლო რომანზე, რაც მის წისქვილზე აშკარად ასხამს...
 
Read More


ამერიკის ფერადოვანი მინდვრებიPalouse -ის მინდვრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ვაშინგტონსა და ჩრდილოეთ აიდაჰოს უვლის გარს. ის ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში ფერადოვანი ბორცვების წყალობით მოექცა.

Palouse სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ძალიან მდიდარი ზონაა. ტერიტორიაზე ხორბალი და პარკოსანი მცენარეები ხარობს.

ტერიტორია განსაკუთრებით მიმზიდველი ტურისტებისთვის არის, რომლებიც რეგიონში საინტერესო ფოტოებს იღებენ...


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/56766-amerikis-feradovani-mindvrebi.html#ixzz1zwNF1khG
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ