Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აპრილი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.ambebi.ge/kultura/52032-bitcola-qqarthvelma-erma-didi-madloba-unda-gadamikhadosq.html
ბიჭოლა: "ქართველმა ერმა დიდი მადლობა უნდა გადამიხადოს" დიზაინერი ბიჭოლა საქართველოს 2 კვირით ესტუმრა. მოგეხსენებათ, ბიჭოლა უკრაინაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს - გადაცემების სასურველი სტუმარია. როცა მაია ასათიანთან მისი გახმაურებული უთანხმოების შესახებ ვკითხე, გაუკვირდა: არ მეგონა, ამის გამო ასეთი ამბავი თუ იყო ატეხილიო....
დიზაინერს მის საყვარელ სალონში შევხვდი.

- ბიჭოლა, ამ საღამო ხანს სალონში რამ მოგიყვანა? წვეულებაზე ხომ არ მიიჩქარი?
- სოლარიუმში უნდა შევიდე, მერე კი სადმე გასართობად წავალ. შეიძლება, ზემფირას კონცერტსაც დავესწრო.

- შენთვის დღე რომელ საათზე იწყება?
- როცა კიევში ვარ და საქმე მაქვს, დილის 8-9 საათზე. თბილისში 2 კვირით დასასვენებლად ჩამოვედი. შესაბამისად, იმის დრო მაქვს, რომ დავიძინო, საღამოს კი მეგობრებთან ერთად გავერთო. ამიტომ საღამოს 5-6 საათამდე მძინავს.

- შენს კარიერაში რა სიახლეებია?
- მილანი, პარიზი, ლონდონი, მილანი, ისევ პარიზი... ხშირად ვმოგზაურობ. ანუკი არეშიძესთან ერთად, კიევში საკმაოდ წარმატებული ჩვენება მქონდა. ბრენდი "ანუკი და ბიჭოლა" ძალიან წარმატებულია. ჩვენს "პაკაზს" "ფეშენ TV"-ი აშუქებდა. კარგი შეფასება მივიღეთ.

- ვიდეომ, რომელშიც "ფეშენ TV"-ის მიკროფონი გიჭირავს, საქართველოში მითქმა-მოთქმა გამოიწვია: ინგლისურს გიწუნებენ...
- რადგან მილანის "ფეშენ ვიკზე" ვიყავი, ადამიანმა, რომელიც ჩვენს პიარზე ზრუნავს, მითხრა: ცოტა "წაუიტალიურეო". ამიტომ ინგლისურად საუბრისას, იტალიური სიტყვებიც გამოვიყენე, ჩემი სამოსის ბრენდები კი იმიტომ დავასახელე, რომ "ფეშენ TV"-ში არის რუბრიკა - "სტუმრები "ფეშენ ვიკზე", რომელშიც სტუმრები მიკროფონს ხელში იჭერენ და ასახელებენ, რომელი ბრენდის ტანსაცმელი აცვიათ. ვიდეოში Adidas Originals-ი იმის გასარკვევად არ მიხსენებია - ორიგინალი მეცვა თუ პატენტი. Adidas Originals -ი ბრენდის სახელწოდებაა. წიგნის კითხვა მოდის სფეროში გასარკვევად არ კმარა. ამ საკითხში ძალიან უვიცი საზოგადოება გვყავს. ქართველმა ერმა დიდი მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ საქართველოს სახელს უცხოეთში ასე კარგად წარვადგენ.

- რომელ უცხო ენას ფლობ?
- ინგლისურს. რუსულად კარგად ვერ ვლაპარაკობ. უკრაინაში ჩემი "გავარსკვლავება" ამან გამოიწვია: გიჟდებიან, როცა ხედავენ, რუსულად საუბარს როგორ ვცდილობ. უკრაინაში ტელევიზიების სასურველი სტუმარი ვარ. იქაური "იქს ფაქტორის" წამყვანი - აქსანა მარჩენკო წლის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეს, მისი "ვიზუალის" შეფასება კი მე მომანდვეს. კიევში ისეთივე პოპულარული ვარ, როგორიც საქართველოში. იქ ჩემი დანახვა ყველას უხარია...

- შეგიძლია, სამოსით გამოიცნო - ადამიანი რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელია?
- კი. შეიძლება, ადამიანს ლამაზად ეცვას, მაგრამ ქსოვილი ხარისხიანი არ იყოს.

- დიახ, მაგრამ ხშირად აღნიშნავენ: მაღალი ფასის მიუხედავად, ქართველი დიზაინერების სამოსი უხარისხოაო.
- არასოდეს არაფერი დამიმალავს. როცა ქსოვილებს ლილოში ვყიდულობდი, ამის შესახებ ვამბობდი კიდეც. "ანუკი და ბიჭოლას" სამოსის მსგავსად, ხარისხიანი ტანსაცმელი უცხოეთში თითზე ჩამოსათვლელ დიზაინერებს აქვთ. ქსოვილებს ყველაზე ძვირფასი ქარხნიდან ვყიდულობთ, რომელიც მილანშია. ორი "ძვირად ღირებული" კონსტრუქტორი და საუკეთესო მკერავების - "მხეცების" არმია გვყავს. "ვბლატაობ" ხოლმე, - "ანუკი და ბიჭოლას" სამოსი მაცვია-მეთქი. როცა ვიცი, რომ დიდი გადაღება მაქვს, ჩვენი ბრენდის ტანსაცმელს ვიცვამ.
ბიჭოლა: "ქართველმა ერმა დიდი მადლობა უნდა გადამიხადოს"
- უხარისხო ქსოვილისგან შეკერილ შენს სამოსს შესაბამისი ფასი ჰქონდა?
- რა თქმა უნდა. მაშინ 1 კაბა თუ 600 ლარი ღირდა, ახლა დაახლოებით 2.000 ევრო ღირს, ოღონდ - საქართველოში არ იყიდება, უკრაინული ბაზრისთვისაა გათვლილი.

-მიგაჩნია, რომ უხარისხო ქსოვილისგან შეკერილი კაბისთვის 600 ლარი იაფია?
- სამაგიეროდ, სამოსის შექმნის იდეა იყო ხარისხიანი. თან, ძალიან უხარისხო ქსოვილსაც არ ვიყენებდი...

- ბიჭოლა, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "პროფილის" ჩაწერაზე გითქვამს: ამ გოიმურ გადაცემას მე "ვასვეტებო". ეს სიმართლეა?
- ნაწილობრივ.

- ანუ?
- არ მინდა, ამბიციურად ნათქვამი გამომივიდეს: არის პერიოდი, როცა რაღაცები საჭიროა. როცა ადამიანი ცხოვრებაში "წინ მიდიხარ", ისევ სკანდალებთან არ უნდა ასოცირდებოდე. 23 წლისამ იმდენი გავაკეთე, რაც 53 წლის ასაკშიც ვერ გაუკეთებიათ. მგონი, უფრო სათუთ მოპყრობას ვიმსახურებ... საბოლოო ჯამში, გადაცემის ჩაწერაზე არ დავრჩი, წამოვედი.

- მაია ასათიანის გადაცემა გოიმურია თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შენს პოპულარობაში მასაც ხომ მიუძღვის გარკვეული წვლილი: "პროფილის" სტუმარი ხშირად ყოფილხარ.
- 9-საათიანი "კურიერისთვის", მაიკო ლომიძემ ჩემ შესახებ სიუჟეტი რომ მოამზადა, მგონი, მაშინ "პროფილი" არც არსებობდა. დავით კიკალიშვილის გადაცემაში ჩემით რომ დაინტერესდნენ, მაშინ "არავინ" ვიყავი... ყველაფერი აბსოლუტურად ნულიდან დავიწყე. მაყურებლისთვის მოთხოვნადი რომ არ ვიყო, გადაცემაში არავინ მიმიწვევდა. თუკი ჩემი მიწვევა ვინმეს სჭირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ "გამასტარა". საკუთარი თავი თავად "გავავარსკვლავე". საქართველოში ძალიან ბევრი დიზაინერია. გადაცემებში მაინცდამაინც მე რატომ მიწვევენ? იმიტომ, რომ "ყურებადი" ვარ!

- ამჟამად, მაია ასათიანთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

- ბიჭოლას საქციელმა მაია ძალიან გააბრაზაო, - ამბობენ.
- არ ვიცი. გაბრაზდა თუ არა, მისი პრობლემაა. საქართველოში არ ვცხოვრობ. როცა ჩამოვდივარ, მხოლოდ ჩემს მეგობრებს ვეკონტაქტები და ვცდილობ, დრო სასიამოვნოდ გავატარო, ზედმეტი კონფლიქტები არ მჭირდება.

- მაიას გარდა, თითქოს გადაცემის სტუმრებმაც იგრძნეს თავი შეურაცხყოფილად.
- არ მინდა, ამ ჭორებში ჩავება. თბილისში რომ ვცხოვრობდე და პიარი მინდოდეს, ამ თემას სხვაგვარად განვავრცობდი...

- მაია ასათიანს თავის გადაცემაში შენი მიწვევის უფლება "ჩამოერთვა"?
- ამ ეტაპზე, გარკვეული მიზეზების გამო, "პროფილში" სტუმრობისგან თავს შევიკავებ. 2 კვირაში ჩემი პრეზენტაცია ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში იქნება. ვფიქრობ, ყველა ჟურნალისტი თავის რესპონდენტს სათუთად და მოწიწებით უნდა მოეპყროს. როცა იმაზე ნაკლებს ვიღებ, ვიდრე ვიმსახურებ, გადაცემაში არ ვრჩები.

- საქართველოდან გამგზავრების შემდეგ რას აპირებ?
- კანარის კუნძულებზე დასასვენებლად მივდივარ. მერე საქართველოში ჩამოვალ და 5 ივლისისთვის - ჩემი დაბადების დღისთვის მომზადებას დავიწყებ. წელსაც კარგ შოუს მოვაწყობ.

- 5 ივლისამდე კანარის კუნძულებზე იქნები?
- არა, კიევში წავალ და ჩემს საქმეებს მივხედავ.

- ორსული ანუკი არეშიძე ისევ აქტიურად მუშაობს?
- მადლობა ღმერთს, რომ საქმეში ასეთი კარგი პარტნიორი მყავს. ჩვენს ბრენდს მზრუნველობა არ აკლია. ინტერნეტით ერთმანეთს ყოველდღე ვეკონტაქტებით. ალბათ ახლა ანუკი ოჯახსა და პატარას, რომელიც მალე შეეძინება, მეტ დროს დაუთმობს.
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ