Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
რეკომენდაციები მათთვის, ვინც ნოუთბუქით სარგებლობსძალიან ხშირად მომხმარებლები ინტერესდებიან, თუ რა წესების გათვალისწინებით არის რეკომენდებული ნოუთბუქის აკუმულატორის ექსპლუატაცია, როგორ იმოქმედონ ისე, რომ აკუმულატორმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ დაკარგოს თავის ფუნქცია და რა ზომებს მიმართონ იმისათვის, რომ ნოუთბუქმა ავტონომიურ რეჟიმში იმუშაოს შეძლებისდაგვარად დიდხანს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ბრენდის (HP, DELL, SONY, TOSHIBA, ASUS, ACER და სხვა) ნოუთბუქებისთვის ძირითადად გამოიყენება ლითიუმ-იონის (Lithium-Ion იგივე Li-Ion) აკუმულატორი, მაგრამ სანამ ჩვენს რჩევა-დარიგებებს გაითვალისწინებდეთ, აუცილებლად გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ნოუთბუქი, რომელსაც იყენებთ აღჭურვილია ლითიუმ-იონის (Li-Ion) ტიპის აკუმულატორით. უპირველეს ყოვლისა გაგაცნობთ აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვის ძირითად გამომწვევ მიზეზებს:
1) ექსპლუატაციის ვადა
ნებისმიერი სახის აკუმულატორი დამზადების დღიდან მოყოლებული დროთა განმავლობაში განიცდის „დაძველებას“, მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა მას დანიშნულებისამებრ. აქედან გამომდინარე არ ღირს აკუმულატორის რესურსის „ეკონომია“ და არც წინასწარ მისი სათადარიგოდ შეძენა.
2) შენახვის პირობები
აკუმულიატორის დეგრადაცია გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია, მაგრამ შენახვის პირობების ხარჯზე შესაძლებელია ამ პროცესის როგორც დაჩქარება, ასევე შენელება. (შესანახად ოპტიმალური ტემპერატურაა +20˚C)
3) დამუხტვა/განმუხტვის ციკლების რაოდენობა
აკუმულატორის სიმძლავრის დაქვეითებაში წვლილი შეაქვს ექსპლუატაციის რეჟიმს. ზოგადად 500 ციკლის (დამუხტვა/განმუხტვა) შემდეგ აკუმულატორის საერთო სიმძლავრე საშუალოდ 20%–ით მცირდება, ხოლო +40˚C–მდე მომატებული ტემპერატურის პირობებში ანალოგიურ შედეგს ვიღებთ უკვე 300 ციკლის შემდეგ.
როგორ გავახანგრძლივოთ აკუმულატორის ფუნქციონალურობა:
1) ახალი ნოუთბუქის შეძენის შემთხვევაში აკუმულატორი საჭიროებს ერთიანი რესურსის თავიდან გამომუშავებას, რისთვისაც აუცილებელია მისი 3-5–ჯერ სრულად დამუხტვა/განმუხტვის პროცედურების ჩატარება. მნიშვნელობა არ აქვს როგორ მდგომარეობაში დამუხტავთ აკუმულატორს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გამორთული ნოუთბუქის შემთხვევაში აკუმულატორი იმუხტება შედარებით უფრო სწრაფად და მოკლე დროში.
2) იმისათვის რომ აკუმულატორმა იმუშაოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თვეში ერთხელ აუცილებელია კალიბრაციის სრული ციკლის პროცედურის ჩატარება (100%–მდე დამუხტვა, 0%–მდე განმუხტვა). ეს პროცედურა საჭიროა ისეთი შეცდომების გასანულებლად, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება აკუმულატორის მართვის შიდა მიკროსქემაში, უმოქმედობის ან რიგი ნაწილობრივი დამუხტვა/განმუხტვის პროცესების შედეგად.
3) ისევე როგორც არ შეიძლება აკუმულატორის მუდმივად დამუხტულ მდგომარეობაში შენახვა, ასევე დაუშვებელია მისი ხანგრძლივი ვადით სრული განმუხტვა.
იმ შემთხვევაში, თუ ნოუთბუქს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იყენებთ, ამისათვის სასურველია აკუმულატორი დამუხტოთ 50%–მდე, ამის შემდეგ მოხსნათ ნოუთბუქს და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, დაახლოებით +20˚C–ის პირობებში.
P.S. - ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება ასევე რეკომენდებულია მობილური ტელეფონის, ციფრული ფოტო აპარატის, ვიდეო კამერის და ყველა სხვა დანარჩენი ელექტრო ტექნიკისთვის, რომელიც აღჭურვილია ლითიუმ-იონის (Li-Ion) ტიპის აკუმულატორით.
ზოგადი ცნობები ლითიუმ-იონის (Li-Ion) ტიპის აკუმულატორის შესახებ:
აკუმულატორის დამუხტვა/განმუხტვის ციკლების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება საშუალოდ 500–დან 1000–მდე.
აკუმულატორის თვითგანმუხტვა თვეში შეადგენს დაახლოებით 5-10%–ს.
საექსპლუატაციოდ რეკომენდებული ტემპერატურაა +15°С–დან +35°С–მდე.
სტანდარტული აკუმულატორის (6-Cell) მქონე ნოუთბუქის მუშაობის ხანგრძლივობა ავტონომიურ რეჟიმში შეადგენს საშუალოდ 2-3 საათს.
აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა ექსპლუატაციის პირობებში შეადგენს დაახლოებით 2-3 წელს.

overclockers.ge
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ