ლონდონის ცაზე ამოუცნობი მფირნავი ობიექტები გამოჩდნენ. მათი დაფიქსირება ერთ-ერთმა თვითმხილველმა მობილური ტელეფონის დახმარებით შესძლო. თვითმხილველი ამბობს, რომ მფრინავი ობიექტები პერიოდულად ჩნდებოდნენ და შემდეგ ღრუბლებში უჩინარდებოდნენ.
ვიდეომასალაზე თავისი მოსაზრება აქვს ”Daily Mail”-ს. გაზეთი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დადგმულია, რადგან ლონდონის დასავლეთ ნაწილში ბევრი კინოკომპანიაა და შესაძლოა, ეს მათი მოწყობილი იყოს.
ამაზონის ჯუნგლებში ინდიელების აქამდე უცნობი ტომი აღმოაჩინეს. დაახლოებით 200-კაციანი ჯგუფის არსებობის პირველი ნიშნები თანამგზავრიდან შენიშნეს.
ამჟამად აღმოჩენილი ტომის წევრები ჩალით დახურულ სახლებში ცხოვრობენ. ინდიელები დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობით: მოჰყავთ სიმინდი, ლობიო, ბანანი და სხვა კულტურები. წინასწარი დასკვნებით, ეს ტომი პანოსენოვან ჯგუფს მიეკუთვნება.
თავდაპირველად ბრაზილია-პერუს საზღვარზე ტყეში გაკაფული ზონა შენიშნეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ აქ ადამიანები ცხოვრობდნენ.
ტომის არსებობა დაადასტურა აპრილში ამ რაიონში გაგზავნილმა საჰაერო ექსპედიციამ. ინდიელები თვითმფრინავიდან გადაიღეს, რათა ტომის ყოველდღიურ ცხოვრებაში არეულობა არ შეეტანათ.
ბრაზილიის ინდიელთა ნაციონალური საზოგადოება (FUNAI) იზოლირებული ტომების გადასაღებად ტრადიციულ საფრენ აპარატებს იყენებს. ამჟამად, ამაზონის ჯუნგლებში ცივილიზაციას მოწყვეტილი სულ 68 ჯგუფია აღმოჩენილი.
ტელეჟურნალისტსა და მწერალ ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ალეკო შალამბერიძის მუქარის წერილები მისდის. როგორც მოროშკინა აცხადებს, შალამბერიძე მას გატყავებით ემუქრება