Logo
გაძლიერებული ძებნა
«    მაისი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებთან ერთად სოფელ პირველ სვირს ესტუმრა. გოგი ქავთარაძემ სოფლის სკოლაში არსებული სპორტული დარბაზი მოინახულა და სკოლის დირექტორს თანადგომას დაჰპირდა. დეპუტატმა თანმხლებ პირებთან და პირველი სვირის რწმუნებულთან ერთად სოფლის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 
Read More


სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 9 ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა. ჯამში, ცხრავე სკოლის ასაშენებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა მინისტრი ვარაუდობს, რომ საბოლოოდ 17-18 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საგარეჯოს რაიონის სოფელი ლამბალო, ქარელის რაიონის სოფელი აბანო, თეთრიწყაროს რაიონის სოფელი სამღერეთი, ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირი, მარნეულის რაიონის სოფელი დიოკნისი, მცხეთის რაიონის სოფელი მუხრანი და წილკანი, ჩოხატაურში, სოფელი წიფნარი და ახალქალაქში სოფელი ბუღაშენი - ეს ის სოფლებია, სადაც დაახლოებით ერთ წელიწადში ახალი სკოლები აშენდება.



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიგა უმეკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 11 სექტემბერს ცხრავე სკოლის დეტალური პროექტი გააცნეს.



"ახალი სკოლები ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს, უნდა ითქვას ისიც, რომ სპორტული მოედნები ისე არის დაპროექტებული, რომ საერთაშორისო ტურნირების მოწყობის საშუალებაც ექნებათ,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
 
Read More


ელექტროენერგიის უმავთულო გადაცემა ელექტროენერგიის უმავთულო გადაცემის პირველი ცდები ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში ტარდებოდა. ტექნოლოგიის აღმომჩენად უდიდესი მეცნიერი და გამომგონებელი ნიკოლა ტესლა მიიჩნევა. იგი არ უშინდებოდა იმ დროისთვის ურთულეს დაბრკოლებებს და მუშაობდა ტექნოლოგიაზე, რომელიც აქტუალური და, რაც მთავარია, კომერციულად გამოყენებადი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გახდა. დასაწყისისთვის იგი ექსპერიმენტულ დონეზე აოცებდა დამსწრეებს მოშორებით მდებარე ნათურების ანთებით ისე, რომ ნათურები სადენებით არ იყო დაკავშირებული ენერგიის წყაროსთან. დაშორების მანძილმა კი ერთხელ 40 კილომეტრიც შეადგინა. იმ დროისთვის ეს რევოლუციური მიგნება იყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აღმოჩენის ავტორი ტესლა გახლდათ, ტექნოლოგია საოცრებიდან სავსებით რეალურ ფიზიკურ მოვლენად იქცევა.
 
Read More


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს უპეცენდენტო პროგრამას სოფლების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.მართალია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აქამდედაც ხორციელდებოდა თუმცა ეს მხოლოდ პიარის სახეს იღებდა.გთავაზობთ ამონარიდებს იმ დოკუმენტიდან რომელიც დევს ზემოთხსენებული სამინისტროს საიტზე.

1 სვირი



3500 ლარი---
გიორგაძეების უბანში წყაროსთან 5გრ/მ ლიტონოს ცხაურის მოწყობა

5000ლარი---
სოფლის ამბულატორიისათვის საპროცედურო ოთახის მოწყობა

8500ლარი---
ჭურაძეების, კაპანაზეებისა და გეწაძეების უბანში საუბნაგზაზე ბეტონის ფენილის მოწყობა 3,5მსიგანის 18სმ სისქით (ორ ადგიზე)

10000ლარი---
გამრეკელაშვილები,ხათრიძეები, მუმლაძეების ჩიტორელიძეების უბანში ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა 100გრ/მ.2ცალი 300მმ ლითონის მილი თითო 6 გრ /მ ლითონის ცხაური 10 გრ/მ

2200ლარი---
კოხრის უბანში სანიაღვრე არხის გაჭრა 1000გრ/მ და 500მმ ლითონის მილი 6გრ/მ

3561ლარი---
მარნის უბანში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა

650ლარი---
კაკაურიძე-ბასილაძეების უბანში სასმელი წყაროს რეაბილიტაცია 1,5 ტ ცემენტი და 8მ3 დამუშავებული ქვიშა-ღორღი

4450ლარი---
კაპანაძეები, ჭურაძეები, ტალახაძეების უბანში სასმელი წყაროს რეაბილიტაცია 1,5 ტ ცემენტი და 8მ3 დამუშავებული ქვიშა-ღორღი 2ც ლითონის ცხაური თითო 5 გრ/მ

6500ლარი---
გეწაძეები ბურჯანაძეების უბანში სასმელი წყლის 15 ტ ლითონის რეზერუარის და წყლის ტუმბო სამფაზიანი, 32მმ პლასმასის მილი 300გრ/მ

1900ლარი---
წაქაძეების უბანში 5მ ლითონის ცხაურის მოწყობა

3500ლარი---
ხოხოულის უბანში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა



2სვირი



18250ლარი---
ჯუღელების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობა 211გრ/მ 114 მკ

6000ლარი---
ჯუღელების უბანში სასმელი წყლის ჭის მოწყობა

7000ლარი---
წაქაძეების უბანში ბეტონის სანიაღვრ არხის მოწყობა 90გრ/მ

8000ლარი---
№ 13 საბავშვო ბაღისათვის სათამაშოების კომპლექტის შეძენა რეაბილიტაცია ჩაუტარდე საბავშვო ბაღის ერთ ოთახსა და ტუალეტს

8100ლარი---
ცინაძეების უბანში სასაფლაზე მისასვლელ გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობა 100 გრ/მ 54მ

6500ლარი---
ხვინჩიაშვილების უბანში ბეტონის ფენილის მოწყობა 80გრ/მ 43მკ

5700ლარი---
მაისის უბანში ბეტონის ფენილის მოწყობა 70 გრ/მ 38 მ

5700ლარი---
ხიდაშლების უბანში ბეტონის ფენილის მოწყობა 70გრ/მ 38 მ

3769ლარი---
თუთარაშვილებისა და ბარათლების უბანში 9მ ცხაურის მოწყობა
118ლარი---
სადგურ სვირი
9506
სადგურ სვირში თავშეყრის ადგილის მოწყობა

აგრეთვე სოფელ პირველ სვირში მოხდება გზის ასფალტირება.ამ სამუშაოებისთვის თანხა 710 537ლარი გამოიყოფა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
 
Read More


2013 წლის 1 ივლისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" სადღეისოდ შექმნილ უმძიმეს ვითარებასა და არსებული კრიზისის დაძლევის გზების ძიებას. ორშაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოგი ქავთარაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ნუგზარ ქამუშაძე და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ბატონი ილია კოკაია.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ (17:00 საათზე), დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრის მონაწილეთა საგანგებო პრეს-კონფერენციის გამართვაა დაგეგმილი.

ყველა დაინტერესებულ პირს 2013 წლის 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 17:00 საათისათვის გეპატიჟებით!
 
Read More


შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ჯერაც უცნობია, მიიღებს თუ არა საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კი კლუბს თანამშრომლობას პირდება.

დღეს დილით ზესტაფონის საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ნუგზარ ქამუშაძეს შეხვდა და გუნდში არსებული კატასტროფული ვითარება განიხილა. გამგებლის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება მოლაპარაკება...
 
Read More


2012 წლის შემოსავლებით მაუწყებლებს შორის „რუსთავი 2" ლიდერობსშარშან ტელევიზიებს შორის ყველაზე შემოსავლიანი „რუსთავი 2" იყო, რომლის შემოსავლებზე ამ ბიზნესიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის (92 მლნ მლარი, დღგ-ს და აქციზის გარეშე) 33% მოდის.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, 5 ტელევიზიის მიერ შარშან მიღებულ შემოსავლებას შორის, „რუსთავი 2"-ზე 47% მოდის.

2012 წელს 5 მაუწყებლის შემოსავალი შემოსავალი შემდეგნაირად გამოიყურება: რუსთავი 2 - 30 723 756; ტელეიმედი - 21 383 406; ტელეკომპანია პიკი - 9 254 142; მაესტრო - 3 375 655; კავკასია - 1 171 137.

მაუწყებლობის ბიზნესიდან მიღებულის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 2,8%-ით არის გაზრდილი (2011 წ.- 88,223 მლნ ლარი).

2012 წელს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებაზე ავტორიზებული პირების ერთობლივმა შემოსავალმა 1,02 მლრდ ლარი შეადგინა
.
 
Read More


2012 წლის ბოლოს საქართველოში ინტერნეტი 483 300 აბონენტს ჰქონდა ინტერნეტ კომუნიკაციებიდან მიღებულმა საცალო შემოსავლებმა 2012 წელს 120,3 მლნ ლარი შეადგინა.
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 103,2 მლნ ლარი, ხოლო 2010 წელს- 82 მლნ ლარი შეადგინა.

აბონენტების რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 103,9 ათასით (27,4%) გაზრდილია და 483 300-ს შეადგენს. სიმკვრივე 37.8%-ია.

ARPU (ერთი ანაბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალი) კლების ტენდენციით ხასიათდებოდა და 2012 წლის ბოლოს 22.08 ლარი შეადგინა (2011-ში -24,45 ლარი, 2010 - 26,48 ლარი).

აბონენტების უმეტესი ნაწილი (43.8%) DSL ტექნოლოგიას იყენებს. 37,4%-იანი წილით მოყვება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია, EVDO -8.7%, HSPA/EVDO1-- 4.5%, WiMax - 1.8% და WiFi - 3.7%. სხვა ტექნოლოგიებზე (DOCSIS, გამოყოფილი ხაზი, სატელიტი, ანტენა, Ethernet) ჯამში ფართოზოლოვანი აბონენტების საერთო რაოდენობის 0.1% მოდის.
 
Read More


Previous 1 ... 6 7 8 9 10 11 12 13 14 ... 40 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ