Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2023    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

სექტემბერი 2022 (1)
აპრილი 2021 (1)
მარტი 2021 (1)
ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ყვირილაზე ხიდი შენდება[/center]
[/center] საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი
ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდ. ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

„საქართველოს მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია 31 ხიდის რეაბილიტაცია და 16 ახალი
ხიდის მშენებლობა. იმერეთის რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე
გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. არსებული სახიდე გადასასვლელი ვერ უზრუნველყოფდა
მოძრაობის ორი ზოლის გატარებას, ბურჯები გამორეცხილი და გადახრილი იყო, ასევე დაკარგული
ქონდა საექსპლუატაციო ფუნქციები.

პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი.
მოეწყობა ტესებრი რკინა-ბეტონის მილის ნაშენი კოჭები, ჰიდროიზოლაციის ფენა, ასფალტ-ბეტონის
საფარი. ასევე განხორციელდება რკინა-ბეტონის თვალამრიდების, ლითონის მოაჯირების, მონიშვნისა
და სარეგულაციო კედლების სამუშაოები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამ დროისათვის, ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის
სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთანავე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროექტირება-მშენებლობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ამ ეტაპზე, მშენებლობაზე დასაქმებულია 25 ადამიანი.
 
Read More


მე-2 სვირის N1 საჯარო სკოლის 2016 გამოშვება




 
Read More


მეორე სვირის პირველის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონწილეობს იღებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ნუცა მახვილაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირში.ისინი იმერეთის რეგიონიდან მარტონი წარდგნენ.24 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე გადავიდა 8 გუნდი, საიდანაც სვირელი ბავშვები საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენ.ფინალური ტური ჩატარდება განათლების სამინისტროში და გამარჯვებული გუნდი გაემგზავრებ ყაზბეგში და დაისვენებენ სასტუმროში.

 
Read More


სსიპ მეორე სვირისN1 საჯარო სკოლაში მიმდინარე კვირეულს " ჩვენი სწავლით ვქმნით მომავალს" შეუერთდნენ სსსმ მოსწავლეები და პედაგოგი ხათუნა გიგიაძე თემით : " ჩვენ მზის შვილები ვართ !"

პედაგოგმა მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო , განმავიტარებელი ფერადი აქტივობებიტ ჩართო კვირეულში. გამოფინეს ნამუშევრები,ნახატები, ნაქარგები. შექმნეს გაზეთი სათაურით: "ერთად ყველაფერს სევძლებთ" და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ჩვენ ყველანი მზის სვილები ვართ.~

ჩვენ მზის შვილები ვართ





 
Read More


დედამიწის დღე - 22 აპრილი . მეორე სვირი N1 საჯარო სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიება


 
Read More




მეორე სვირში ნაგვის ურნები იდგმება






ზესტაფონის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. სპეციალური დანიშნულების ავტომობილებთან ერთად, მუნიციპალიტეტში აგრეთვე 130 ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი განთავსდა. სპეციალური ტექნიკა ქალაქს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა. ახალი ტექნიკა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ,მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ კეთილმოწყობისა და დასუფთევების სამსახურის ავტოპარკის განახლება, ხელს შეუწყობს დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესებას არა მარტო ქალაქის ტერიტორიაზე, უკვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
 
Read More


ამ სტატიაში მოთხრობილია 100-120 წლის ამბები რომელიც ხდებოდა სვირში ,როდინოულსა და მთლიანად საქართველოში.



მიტროპოლიტი ნაზარი
1922 წელს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურებას ასრულებდა.

მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა. ეკლესიის ეზოში ნაზარს კომკავშირლები ელოდნენ. მღვდელთმთავარმა იცოდა, რომ კომკავშირელთა მიზანი მრევლის წინაშე მისი დამცირება და შეურაცხყოფა იყო. მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტმა წესი ბოლომდე აღასრულა. ტაძრიდან ნაზარი ანთებული სანთლებითა და ბავშვების თანხლებით გავიდა. როგორც კი ნაზარი ეკლესიის ეზოში დაინახეს, კომკავშირლებმა მას უშვერი სიტყვებით გინება და ხელის კვრა დაუწყეს. მიტროპოლიტმა შეურაცხყოფა არ შეიმჩნია, გზა დინჯად გააგრძელა და თან ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა: "შეუნდე უფალო მათ, რამეთუ არ იციან რას სჩადიან."

მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) 1872 წელს იმერეთში...
 
Read More


ოპტიკური ინტერნეტი სვირის ყველა ოჯახში


"სვირინეტი" კვლავ აგრძელებს ინვესტიციების ჩადებას სოფელ მეორე სვირში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის გაფართოების მიზნით.
2017 წლის ზაფხულში დაგეგმილია დამატებით 6 კილომეტრიანი ქსელის მოწყობა და მოცავს შემდეგ უბნებს:
ცხადაძეები ,ჯუღელები,გიორგაძეები და ბოჭორიშვილების მცირე მონაკვეთი.
მოსახლეობას ვთხოვთ გაგებით მოეკიდოს მიმდენარე სამუშაოების დროს წარმოქმნილ უხერხულობებს და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი "სვირინეტის" თანამშრომელბს სამუშაოების შესრულებისას. კაბელის გაყვანა მოხდება როგორც მიწისქვეშა ასევე მიწისზედა გზით შეთანხმებული პროექტის მიხედვით. ზესტაფონი- ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე ნებართვები მიღებულია საგზაო დეპარტამენტისა და რაიონის საამსახურებისაგან,ხოლო დარჩენილი მონაკვეთის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და მალე მოხდება მათი შეთანხმება რაიონის გამგეობასთან. 2018 წელს კვლავ გაგრძელდება სამუშაოები მეორე სვირის უდიდესი ნაწილი დაფარული იქნება ოპტიკური ქსელით.
პირველ სვირში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის მონტაჯის სამუშაოებს აწარმოებს პარტნიორი კომპანია "აირმაქსი". 2017 წელს დაიფარება სოფლის ნახევარი ,ხოლო მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურა გაფართოვდება და პირველ სვირშიდაც მოსახლეობა მიიღებს იგევე სერვისს.
2017 წლის ბოლოდან დაგეგმილია ასევე ციფრული ტელევიზიის მიწოდება ჩვენი მომხმარებლისთვის და თქვენ უკვე გექნებათ საშუალება გადახვევის რეჟიმში თვალყური ადევნოთ 100ზე მეტ არხს
 
Read More



იმერეთის მხარის რწმუნებული – გუბერნატორი მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 2017 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტების მიმდინარეობით მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატიც დაინტერესდა. წლის ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორისაა მეორე სვირისა და სადგურ სვირის შემაერთებელი გზის მონაკვეთი.


პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მეორე სვირისა...
 
Read More


[center][/center]

PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.

ქველმოქმედება ჩემს ცხოვრებაში... ბიზნესგარემო საქართველოში... ფული არის... მიუღებელია... გადაწყვეტილების მიღებისას - ამ და სხვა ბიზნესბლიცკითხვებს "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე პასუხობს.
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 41 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ