Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2023    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

სექტემბერი 2022 (1)
აპრილი 2021 (1)
მარტი 2021 (1)
ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
"სვირინეტის" და "აირმაქსის" დირექტორი ბესიკი წაქაძე საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა და მონაწილეობა მიიღო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ "მოსმენების შესახებ კანონის" მეორე მოსმენაში. იგი პარლამენტში საქართველოს "მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას" წარმოადგენდა ამ შეხვედრაზე.


 
Read More


ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას შეხვდა.
"სვირინეტის" და "აირმაქსის" დირექტორი ანა დოლიძეს შეხვდა

"სვირინეტის" და "აირმაქსის" დირექტორი ბესიკი წაქაძე საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას წარმოადგენდა ამ შეხვედრაზე.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის არსებული რედაქციით ამოქმედება პირდაპირ დაემუქრება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების არსებობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ და მისი შესრულება სცდება ასოციაციის წევრი და არაწევრი მცირე ოპერატორების..
 
Read More


მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩატარდა დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი საგანთშორისი გაკვეთილი მათემატიკასა და ისტორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნინო წაქაძე და ლია ხიდაშელი. გაკვეთილის მერე მოსწავლეებმა მეფედ მეფის სადიდებლად ეკლესიაში დაანთეს სანთლები.ხოლო შემდეგ პატივი მიაგეს დავით მერკვილაძის ხსოვნას, რომელიც იყო ამავე სკოლის პირველი დირექტორი და სოფლის კოლორიტი ადამიანი.

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ფოტო გალერეა
 
Read More


ლაშა ჯუღელი, იმერული ღვინის კომპანია - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია

ლაშა ჯუღელიროდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– ჩვენი ოჯახი ოდითგანვე აყენებდა ღვინოს... რაც გადმოცემით ვიცით, 6 თაობის წინაც ღვინოს აწარმოებდნენ ჩვენი წინაპრები. ის ადგილები სოფელ სვირში, სადაც ახლა ჩვენი ვენახებია გაშენებული, ჩვენს წინაპრებს ეკუთვნოდა და იმ დროს მათაც ვენახები ჰქონდათ. მამაჩემის (მურად ჯუღელი) სურვილი იყო წინაპრების საქმე გაეგრძელებინა ჩვენს კუთხეში, მეც მხარში ვუდგავარ და ვეხმარები შეძლებისდაგვარად ამ კეთილშობილ საქმეში. ასე დაარსდა "იმერული ღვინის კომპანია", ჩვენი პატარა ღვინის მარანი და წარმოება, 2007 წლიდან.
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ვენახები „სვირის“ ადგილწარმოშობის ზონაშია (22 ჰექტარი) და...
 
Read More


კარსტული მღვიმე19 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე.

გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ ექსპედიციის მიზანი იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმის აღმოჩენა და კვლევა, გასულ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის – ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, გამოვლინდა საინტერესო ადგილები, მათ შორის მდინარე ხანის აუზშიც რამდენიმე საინტერესო ობიექტიც დაფიქსირდა. რაც შეეხება აქამდე უცნობ მღვიმეს, მის შესახებ მწირი ინფორმაცია იყო მოპოვებული თავდაპირველად. დეტალური კვლევისათვის დაიგეგმა სპელეოექსპედიცია ხანის აუზში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე. იგი მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მღვიმის მახლობლად მდინარე ხანისწყალზე, დღემდე, ფუნქციონირებს საფრანგეთში XIX საუკუნეში გუსტავო ეიფელის ქარხანაში ჩამოსხმული რკინის საავტომობილო ხიდი, რომელიც ,,ზეკრის ხეობას“ აკავშირებს ბაღდათის სოფლებთან.

კარსტული მღვიმე (კოორდინატები: N42.058’25’’; E42.055’12’’) მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე დაფიქსირდა, მდინარე ხანისწყლის დონიდან 185 მეტრია შეფარდებითი სიმაღლე, გრუნტის გზიდან შერეულ ტყეში მიემართება საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე 150 მეტრია. კაკასხიდის მღვიმის ადვილად გავლადი მონაკვეთის სიგრძე არის 41 მეტრი, სიგანე 3,5 მ. მაქსიმალური სიმაღლე 5 მ., მღვიმე ძირითადად მშრალია, ჰაერის ტემპერატურა შეადგენდა+7C0. მღვიმეში შესაძლებელია დეტალური შეფასების საფუძველზე განვითარდეს სპელეოთერაპია. მღვიმე გამომუშავებულია კირქვებში. აქამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერიტორიაზე კირქვული ქანები არსებობის შესახებ მასალები არ მოიძებნებოდა. მოსალოდნელია, მომავალში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში კვლავ დაფიქსირდეს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნები, რაც ამ მხარეში ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

წყარო: http://ekofact.com/2016/01/20/ნათლისღებას-ბაღდათის-მუნ/
 
Read More


39-წლიანი პაუზის შემდეგ ფიროსმანის ნახატი საგამოფენო სივრცეს უბრუნდება - „სვირის“ რესტავრაცია დასრულებულია
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატის ‘’ სვირის’’ რესტავრაცია დასრულებულია. ნამუშევრის პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

39 წლის შემდეგ დამთვალიერებელს საშუალება აქვს, საგამოფენო სივრცეში პირველად ნახოს ნახატი, რომელიც 1978 წლის შემდეგ მძიმე დაზიანებების გამო არ გამოფენილა.

სარესტავრაციო სამუშაოები ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ ჩაატარა. ეროვნული გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში მხატვრის კიდევ ორი ნახატი -”ნადირობა ინდოეთში” და “დათვი მთვარიან ღამეში” გამოიფინება.

თათია ბუხრაშვილი სიუჟეტი

 
Read More


ოპტიკური ქსელი გაფართოვდა

მეორე სვირში ოპტიკური ქსელი გაფართოვდა. ამჟამად ოპტიკური ქსელი დამონტაჟდა ბოგვერაძეების უბანში,თომა მოციქულის სახელობის ტაძრის ასახვევთან მიმდებარე უბანში და ჯინჭარაძის გორაზე (პიველი სვირის ჩასახვევამდე).ოპტიკური ჩართვის ქსელისა და ჩართვის წერტილების მონტაჟი დასრულდა ასევე ჯიკვათირში (ტრასის მიმდებარე უბნებში) ,სვირი-ობჩის საზღვარზე და ბარათლებში.
2017 წლიდან კვლავ განახლდება ოპტიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა ცხადაძეების,ჯუღელების და პირველი სვირის მიმართულებით.2018 წელს კი "სვირინეტი" დაასრულებს მთლიანად მეორე სვირისა და მეორე ობჩის (ტრასის მიმდებარედ) ძირითადი დასახლებული უბნების ინტერნეტიზაციას.

"სვირინეტი"
 
Read More


წიგნების თარო - თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა VS მეორე სვირის პირველი სკოლა!

#წიგნებისთარო - თამაში, რომელიც ამტკიცებს რომ თითოეული ქულა მნიშვნელოვანია!

• გამოუყენებელი შანსები და საკუთარი თავის რწმენა ბოლო წამამდე!
• თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა სოფელ მეორე სვირის პირველ საჯარო სკოლას დაუპირისპირდა!
• შეძლებს თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა გადაულახავი წინაღობების გადალახვას?
• გამოუვა მეორე სვირს დიდი უპირატესობის მოპოვება, შენარჩუნება და დიდი სენსაციის მოხდენა?
• მეთოთხმეტე მეთექვსმეტედფინალში „წიგნების თაროს“ მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე ესტუმრა.
წამყვანი: სანდრო ლორთქიფანიძე


 
Read More



არჩევნები 2016



2016 წლის 30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს მონცემებით ზესტაფონიდან ქართული ოცნების წარმომადგენელმა შალვა კიკნაველიძემ გაიმარჯვა და მომდევნო 4 წელიწადი იგი წარმოადგენს ზესტაფონს პარლამენტში.
ზესტაფონის რამოდენიმე სოფელი მიბმული იყო ბაღდათ-ხარაგაულის საარჩევნო ოლქზე,აქაც გამარჯვება მოიპოვა ქართული ოცნების კანდიდატმა

გთავაცობთ სვირში უბნებზე შედეგები ბმულებს:

52.51.22 მეორე სვირის საჯარო სკოლის შენობა მეორე სვირი პირველი ქ. N 46 დააჭირე აქ

52.51.23 გიორგი ღვანიძის საცხოვრ სახლი სოფელი მეორე სვირი 23-ე ქ. N 7 დააჭირე აქ

52.51.24 მეორე სვირის N 2 საჯ. სკოლის შენობა მეორე სვირი 17-ე ქ. N 19 დააჭირე აქ

52.51.25 სადგური სვირის სკოლა სოფელი მეორე სვირი მე-3-ე ქ N18 დააჭირე აქ

52.51.26 პირველი სვირის საჯ. სკოლის შენობა პირველი სვირი 23-ე ქ. N 77 დააჭირე აქ

52.51.27 I სვირის სანერგე მეურნეობის შენობა პირველი სვირი მე-9 ქ. N 3 დააჭირე აქ
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 41 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ