იგი შეუდარებელი იყო იმ კაშკაშა ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც 50-60-იანი წლების კინემატოგრაფიაში ეპოქა შექმნეს. მას ჰოლივუდის პრინცესას ბემბის თვალებით უწოდებდნენ. იყო თუ არა ბედნიერი ეს ულამაზესი ქალი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, - ფულიც, დიდებაც, ხალხის სიყვარულიც, ვარსკვლავურ ქედმაღლობას კი არასოდეს შეუწუხებია! სამწუხაროდ...
საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” უეფას ევროპის ლიგის საფლეიოფო მატჩის სათამაშოდ ბელგიაში ოთხშაბათს დილით გაემგზავრა. ექვსსაათიანი ფრენის შემდეგ (თვითმფრინავის ავზები საწვავით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეივსო) CRJ-200 ბელგიის საპორტო ქალაქ ოსტენდეს აეროპორტში დაეშვა.
"მეც და რამაზიც უკიდურესად შეძრული ვართ იმით, რაც რობიკო სტურუას თავს ხდება. როგორ შეიძლებოდა რობერტ სტურუას ქუჩაში ასე გაგდება. მაგრამ არ მიკვირს, არ მიკვირს იმიტომ, რომ ლეგენდარული მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ახლა ასე ავადაა, მაგათგან ერთხელ არავის მოუკითხავს, არავის უკითხავს, რა გვიჭირს, დახმარება ხომ არ გვჭირდება. სამწუხაროა, რომ ასეთ დროში გვიწევს ცხოვრება, დროში, როდესაც ჩვენ მივუძღვენით მთელი ჩვენი სიცოცხლე საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართულ ხელოვნებას, რომელსაც დღეს სანაგვეზე მოსროლას უპირებენ. ყველამ იცოდეს, ვერავითარი ახალი სპექტაკლებითა და თეატრებით ქართული ხელოვნების ისტორიას ვერ დაწერენ. ისტორია ისტორიად რჩება. რობერტ სტურუამ რამაზ ჩხიკვაძესა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ქართული ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი, რომელსაც ვერავინ წაშლის." - ესაა ამონარიდი რამაზ ჩხიკვაძის მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის უკანასკნელი ინტერვიუდან, რომელიც პრაღაში მყოფმა გარდაცვალებიდან ერთი საათით ადრე რადიო "ობიექტივს" მისცა.
თბილისური 3:3-ით ”ბრიუგეს" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გაეზარდა, მაგრამ უიმედოდ არც ”ზესტაფონის" წევრები არიან. თუ საქართველოს ჩემპიონებმა ბელგიაში ისევე ითამაშეს, როგორც პირველი მატჩის მეორე ტაიმში, ამ ბარიერის გადალახვა შეუძლებელი სულაც არ იქნება.
”ლელო" ”ზესტაფონის" ერთ-ერთ ლიდერს, 25 წლის შოთა გრიგალაშვილს ესაუბრა...