ამა წლის 30 ივნისს(ხუთშაბათი) მივემგზავრებით ავსტრიის ქალაქ კუფშტაინში(მდებარეობს გერმანიის საზღვართან), სადაც გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში ზესტაფონსა(საქართველოს ჩემპიონი)და შვეიცარიის ბაზელს(შვეიცარიის ჩემპიონი) შორის. 14:15 საათზე შევიკრიბებით მიუნხენის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მე-6 ბაქანთან. მგზავრობისთვის საჭიროა Bayern-Ticket-ი, რომლის ღირებულებაა 29 ევრო და 5 ადამიანს შეუძლია მისით მთელი დღის განმავლობაში სარგებლობა. მგზავრობის ხანგრძლივობაა მხოლოდ 1 საათი და 20 წუთი. დავათვალიერებთ ქალაქის ისტორიულ ციხე-სიმაგრეს და ქალაქის ცენტრს. შემდეგ დავესწრებით თამაშს და ვუგულშემატკივრებთ ქართულ კლუბს. თამაში დაიწყება 18:30 საათზე. თამაშზე დასასწრებად საჭიროა ბილეთების შეძენა(ღირს 8 ევრო). თამაშის შემდეგ სავარაუდოდ მოგვეცემა გუნდთან გასაუბრების და სურათების გადაღების საშუალება. დავბრუნდებით იმავე დღეს და მიუნხენში ვიქნებით 23:22 საათზე. გთხოვთ გაავცრელოთ ეს ინფორმაცია