მთავარმა ვნებათაღელვამ გაიარა: დასახნავი - დაიხნა, დასათესი - დაითესა... ისიც დამშვიდდა, სხივები დაიდინჯა და გული საგულეს ჩაიყენა. ახლა, ყოველ დილით, როცა ამოდის და შემოდგომის შეფერილ ბაღ-ვენახებს ელამუნება, თითქოს ტკბილ ოცნებაში ჩაძირული ელოდება დროს, როცა თავადაც, ამ ჭირნახულთან ერთად, მოხვდება საბძლებსა და მარნებში...