ასეა, ეს უდაო ჭეშმარიტებაა, მაგრამ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ამის შესახებ... იმის შესახებ, რომ სიყვარული ატრიალებს პლანეტას და კიდევ ისიც, რომ მის (სიყვარულის) გარეშე დიდი ხანია დავიღუპებოდით... თუმცა, რაც დრო გადის, სიყვარულის დეფიციტი სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. ის კი არა, და...
მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. მისთვის ღვინო შრომასთან, ვაზთან და ბუნებასთან ასოცირდება. ამჟამად ”ილიაუნის” საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა. ფიქრობს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დაგეგმვის თვალსაზრისით, საჯარო პოლიტიკა ძალიან ეხმარება უფრო მოქნილი გახდეს ყოველდღიური გამოწვევების წინაშე. 22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი ”ბაიას ღვინო” ცოტა ხნის წინ შექმნა. ”მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა...
მეორე სვირის დღევანდელი #1 საჯარო სკოლა 1958 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა 1981 წლამდე მისი დირექტორისა და სკოლის სულის და გულის დავით მერკვილაძის თაოსნობით. ამ სკოლის მშენებლობამ, როგორც იტყვიან, სწორედ მის ზურგზე გადაიარა და თითქმის 25 წლის განმავლობაში ღირსეულადაც ხელმძღვანელობდა მას იმ საუკეთესო გუნდთან ერთად, რომელიც მასთან ერთად მივიდა ამ სკოლაში სამუშაოდ: ლევან ხიდაშელი, შოთა კოხრეიძე, ცისანა ჭაბუკიანი, შოთა წაქაძე...
მალე მეორე სვირის ნაწილში ,კერძოდ სოფლის გამგეობიდან ტყის პირამდე დამონტაჟდება ოპტიკური კაბელები და ამ უბნების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინტერნეტი ოპტიკური კაბელის მეშვეობით. სამუშაოები დაწყებულია. სვირინეტი ელოდება გზის რეაბილიტაციის დაწყებას, რათა არ მოხდეს კაბელის დაზიანება მშენებლების მიერ.20 იანვრიდან გამარჯვებული ფირმა შპს ინდიკო იწყებს გზის სამუშაოებს,შესაბამისად ზაფხულის ბოლოსთვის ოპტიკური ქსელი გაიშვებს ექსპლუატაციაში. მომავალი წლიდან იგეგმება სხვა უბნების დაკაბელებაც და სავარაუდოთ 3-4 წელიწადში პირველი და მეორე სვირის უმეტესი ნაწილი ისარგებლებს ოპტიკური ინტერნეტით.
მეორე სვირისა და სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტის ფარგლებში მოხდება სოფლების მეორე სვირისა და ახალი სვირის დამაკავშირებელი 7 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო გზა იწყება ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის გადასახვევიდან, გადის სოფელ მეორე სვირზე, დაუსახლებელ ტერიტორიებზე და სრულდება ახალ სვირში (დასახლება „სადგური სვირი“). არსებული საავტომობილო გზა ...
ფონდ “ქართუს” ხელშეწყობით ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლად და სერვისდეფიციტურ რეგიონებში 91%-მდე გაიზრდება. სსიპ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ინფორმაციით, რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გასავითარებლად უპრეცედენტო, მასშტაბური საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ქვეშ შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი OpenNet. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით დაიფარება 2 000-მდე დასახლებული პუნქტი. პროექტში მოხვდა პირველი და მეორე სვირიც სადაც 2020წლამდე opennet- ი შემოიყვანს მაგისტრალურ ოპტიკურ კაბელებს და მოაწყობს ჩართვის წერტილებს. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში უკვე ჩაერთო შპს "სვირინეტი" და შპს "აირმაქსი".პირველ ეტაპზე 2016 წლის დასაწყისიდან ოპტიკური კაბელი დამონტაჟდება მეორე სვირში 4კმიანი მონაკვეთზე,ქალაქ ზესტაფონის და ბაღდათის ნაწილში სულ 20 კილომეტრამდე.ქსელის დიაპაზონი 4-5 წლის განმავლობაში გაფარტოვდება,რაც მოიცავს ზესტაფონის,ბაღდათის,თერჯოლის მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს. პირველ ეტაპზე ოპტიკური ქსელი ჩაირთვება არსებულ ინფრასტრუქტურაზე ,ხოლო opennet - მიერ ჩართვის წერტილის მოწყობის შემდეგ გადაირთვება ოპტიკურ ქსელზე.
მიმდინარე წლის 1დეკემბრიდან ცვლილებები შედის აბონენტის ხელშეკრულებებში,კერძოდ: იურიდიული პირმა ი.მ. "ბესიკი წაქაძე" რომელიც ამჟამად ფლობს ქსელს "სვირინეტი" დააფუძნა შპს "სვირინეტი" და მთლიან აქტივებს გადაცემს ამ შპს-ს. ხელშეკრულებაში შევა ცვლილებები სადაც მხარედ წარმოდგენილი იქნება არა ი.მ, "ბესიკი წაქაძე" არამედ შპს "სვირინეტი". შეიცვლება აგრეთვე ბანკის ანგარიშის ნომერი.გარდა იურიდიული ფორმებისა სხვა ცვლილებები არ მოხდება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განაცხადი შეტანილი იქნა კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში,რომელიც დაკმაყოფილდა. იხილეთ გადაწყვეტილება: