Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
2005-2006 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატთა კონცერტი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.

 
Read More


სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

სადგურ სვირში ახალი სკოლა ოფიციალურად ამოქმედდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იმერეთის მხარის რწმუნებულ – გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტარი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახალი სასწავლო დაწესებულება 120 მოსწავლეზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით. აქვს ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია ტიპის სპორტული მოედანი. სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობას ათეულობით წლები ელოდნენ მოსწავლეები, რომლებიც მანამდე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობაში იღებდნენ განათლებას, სადაც არ არსებობდა სასწავლო პროცესისთვის სათანადო პირობები. ამ ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელსაც ძლიერი ელექტრო – მაგნიტური გამოსხივება აქვს. სადგურ სვირის სკოლა ერთ – ერთია 2014 წელს აგებული 9 საჯარო სკოლიდან.


წყარო www.zestafoni.ge
 
Read More


მეორე სვირი, კულტურის სახლი (გაყიდეს,დაანგრიეს)
მეორე სვირში პრობლემები "შემცირდა"- აღარ უნდა რემონტი


მეორე სვირში პრობლემები "შემცირდა"


ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მეორე სვირში გაყიდეს და დაანგრიეს სასოფლო კლუბი,კოლმეურნეობოს შენობა ,ბიბლიოთეკით.
თუმცა სამწუხაროდ უნდა იტქვას ე.წ. პრივატიზაცია რომელიც გამოიხატება შენობების გაყიდვა-ნგრევაში კვლავ გაგრძელდა. ამჟამათ პრივატიზაცია გაუკეთდა კულტურის სახლს.
ამ სტატიის დაწერა შთამაგონა ერთერთი სვირელის კომენტარმა რომელიც მეორე სვირის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა ,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

Imereli Jugeli: "პროექტი შეტანილია რაიონის გამგეობაში და სულ რამოდენიმე თვეში ახალი კულტურის სახლით დამშვენდება ჩვენი სოფელი... (ეს ფრაზები ადრე იყო ახლა... ახლა გასარემონტებელს ვანგრევთ და პრობლემაც აღარ არის)! მანდ ხომ მომავალ თაობებს ასწავლიდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, იყო ცეკვის წრე, ასევე სხვადასხვა მოსამზადებელი კურსები. ისევ ჩამოვა სხვადასხვა თეატრალური დასი, და ხელოვნების სულს ჩაჰბერავენ ჩვენს მომავალ ღაობას... აღარ იქნება ლოთობა, ბოლაობა, შეურაცყოფა, ერისა და ბერისა და ძველებურად დაუბრუნდება ხალხს რწმენა, სიყვარული თავის სოფლისა და სამშობლოს მიმართ. ესეთი კულტურის სახლების განადგურებამ გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში ის მდგომარეობა, რა დღეშიც ამჟამად იმყოფება საქართველო! სოფელი ბადებდა ხელოვნებას, სოფელი იყო ამის აკვანი და ასაზრდოებდა ქალაქს, შემდეგ კი .... მსოფლიოს! არ იკარგებოდა ის დიდი საგანდძური, რასაც ფოლკლორი ჰქვია. ამიტომ ეს შენობა რომ დანგრევის მაგიერ შეგვერემონტებინა, უფრო დავფასდებოდით და გადავარჩენდით მომავალ თაობას. მოგეხსენებათ,ერისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე განათლებული ახალგაზრდობაა! სოფლის მკვიდრთაგან ბევრს არ აქვს საშუალება , რომ რაიონში ატაროს ბავშვები, სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ სექციაზე. ჩვენი თაობა მანდ გაიზარდა და, სხვათაშორის, რაიონულ თუ რესპუბლიკურ ფესტივალებზე პირველ და მეორე ადგილებს ვიღებდით! ამიტომ რა უნდა ვქნათ, მშობლებო და ახალგაზრდებო?! სატირალია, ეს ამბავი!!!"


https://www.facebook.com/MeoreSviri/photos/a.313419135353067.95757.313149522046695/957423617619279/?type=1&fref=nf
 
Read More


 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაცემულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებზე. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი კომისიებსა და ფრაქციებში განხილული იქნება 2014 წლის 17 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, შეუძლიათ წარმოადგინონ 2014 წლის 17 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
მის: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. N11, მე-3 სათული. ტელ: 595 90 40 42
 
Read More


„ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე ქართული ყველის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელ ფესტივალზე ყველის ნიმუშები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდანა იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე 60 სახეობის ყველი იყო წარმოდგენილი: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, პარმეზანი, ყველის რგოლები სხვადასხვა გულსართით და სხვა.
ყველის ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრობდნენ. მათ სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში სხვადასხვა სახეობის ყველი დააგემოვნეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დაწესებული შეფასების გამომსახველი ჟეტონი წილად ზესტაფონის პავილიონს ხვდა, სადაც ზესტაფონლებმა მნახველებს იმერული ყველი,მჭადი,ღვინო და ჩურჩხელები დააგემოვნებინეს.კუთხის დიზაინერულმა გაფორმებამ მნახველების ყურადღება მიიპყრო.ყველის ფესტივალში მონაწილეებს ორგანიზება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია.




წყარო www.zestaphoni.com
 
Read More


არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision”–ს და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ,,ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა ძლიერი სამოქალაქო ჩართულობის გზით"ფარგლებში მეორე სვირის თემში შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობასთან შეხვედრას პროექტის ინიციატორებთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე და მაჟორიტარი დეპუტატი რომან ჯუღელიც ესწრებოდნენ. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარებას. აღნიშნული პოექტის ფარგლებში მეორე სვირის თემში N11 და N13 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა. განახლდა ინფრასტრუქტურა და დაგეგმილია სველი წერტილების მოწყობა.



 
Read More


სასწრაფო დახმარება სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი" ზესტაფონის პოლიციის ყოფილ შენობის პირველ სართულზე დაიდებს ბინას. აღნიშნული გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე იქნა მიღებული. საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ქ. ზესტაფონში ფარნავაზის ქ. N2–ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაეცა.
 
Read More


სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება

სადგურ სვირში ახალი  სკოლა 15 ოქტომბრიდან





სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა ერთ თვეში დაიწყებს ამოქმედებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სტანდარტებით ადაპტირებული გარემო 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებსაც მოემსახურება. მოეწყობა სპორტული მოედანი, რომლის მშენებლობაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები სადგურ სვირში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ახალი სკოლის აშენებას 20 წელზე მეტია ელოდებოდნენ სადგურ სვირში. ამ ხნის განმავლობაში, მოსწავლეები არასათანადო გარემოში იღებდნენ განათლებას. 15 ოქტომბრის შემდეგ, მათ მრავალი წლის პრობლემა მოეხსნებათ.

 
Read More


ვიტალი ცხადაძე  მედლით დააჯილდოვეს.

ჩვენი თანამემამულე და სოფლის შვილი ვიტალი ცხადაძე "დიდგორის ჯვრის" მედლით დააჯილდოვეს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ,,დიდგორის ჯვრის მედლით" დააჯილდოვა. პრემიერის ინიციატივით, ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამორჩეულ სამხედროს ,,დიდგორის ჯვრის მედალს" გადასცემს. პირველი მედალი თავად პრემიერმა დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ვიტალი ცხადაძეს გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრძოლაში გამოჩენილ მამაცობასთან ერთად აღსანიშნავია ის, რომ ცხადაძემ და მისმა მეგობრებმა დაღუპული და დაჭრილი თანამებრძოლები ბრძოლის ველზე არ დატოვეს.
"ეს ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას სამშობლოს სამსახურისთვის და ვუსურვო სამხედრო წარმატებები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
43-ე მექანიზებული ბატალიონის მეთაური, მაიორი ვიტალი ცხადაძე "დიდგორის ჯვრის" მედლით დაჯილდოებისთვის მთავრობას მადლობას უხდის.
როგორც ცხადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ ჯილდოს მიღებით ამაყია.
"ომის დროს ვიყავი 53-ე ბატალიონის შტაბის უფროსი, მეთაურ, მაიორ გელა ჭედიას დაღუპვის შემდეგ კი ბატალიონის მართვა ავიღე ჩემს თავზე. საამაყოა დღევანდელი დღე ჩემთვის, როგორც ყველა ჯარისკაცისთვის. ამაყი ვარ, იმიტომ, რომ ეს ჯილდო გადმომეცა ბრძოლის ველზე, საიდანაც დაიწყო საქართველოს გამთლიანება და აღმშენებლობა. მე მოვუწოდებ და ვუსურვებ ყველა ქართველს, რომ ღირსეულად ემსახუროს თავის ქვეყანას", - განაცხადა მაიორმა ცხადაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ,,დიდგორის ჯვრის მედლით" დააჯილდოვა.


წყარო: interpressnews.ge
 
Read More


Previous 1 ... 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 40 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ