Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აპრილი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
Advertisement on this site
არქივი

აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
ოქტომბერი 2016 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ბოლო ათწლეულია ზესტაფონის რაიონში მიუხედავათ უამრავი გაჭირვებისა იყო ერთი ნათელი წერტილი,სადაც ყოველ კვირაში ათასობით ადამიანი ერთ მუშტად იკრიბებოდა, ხდებოდა ნაწილი იმ საფეხბურთო სპექტაკლებისა რასაც ს/კ "ზესტაფონი" სთავაზობდა მაყურებელს.ჭაობი სადაც მანამდე მხოლოდ ძროხები თუ სარგებლობდნენ ილია კოკაიამ უეფას სტანდარტების არენად გადააკეთა და მიწა რომელზეც ყანასაც კი არავინ თესდა საფეხბურთო მულტიმოედნების ბაზად. ზესტაფონში ინფრასტრუქტურაზე და ხელფასებზე დაიხარჯა 30 მილიონი ლარი,ხოლო ბიუჯეტში ირიცხებოდა ასიატასობით ლარი.10 წლის განმავლობაში ''ზესტაფონის" ხელშეწყობით უფასოდ ვარჯიშობდა ათასობით ბავშვი.
დღეს როდესაც კლუბს სხვადასხვა მიზეზებით გაუჭირდა ჩვენმა არჩეულმა საკრებულომ უკანასკნელი იმედიც გადაუწურა და უარი უთხრა დახმარებაზე, რითაც გაწირა საფეხბურტო კლუბი,ათიათასობით გულშემატკივარი,აღსაზრდელები რომლებიც ხარობდნენ ამ ერთადერთი ნათელი წერტილით.გთავაზობთ ტვ არგოს რეპორტაჟს




აქვე გთავაზობთ სიას ვინც მიიღო ხმის მიცემაში

გუნდის დაფინანსების მომხრე საკრებულოს 13 წევრი:
1. ზაზა გოცაძე (ალასანია - თავისუფალი დემოკრატები)
2. კახა გეწაძე (ნაციონალური მოძრაობა)
3. ბესიკ ღიბრაძე (ნაციონალური მოძრაობა)
4. ზაალ ფერაძე (ზედა საქარა) (ბურჯანაძე-დემოკრატები)
5. ოლეგ ჭანკოტაძე (კლდეეთი) (ალასანია - თავისუფალი დემოკრატები)
6. ნუგზარ ფერაძე (სანახშირე) (ალასანია - თავისუფალი დემოკრატები)
7. მაია ჩხეიძე (ფუთი) (ბურჯანაძე-დემოკრატები)
8. ვარლამ სირდაძე (ნაციონალური მოძრაობა)
9. გელა სხილაძე (ილემი) (ნაციონალური მოძრაობა)
10.იმედა ბებიაშვილი (დამოუკიდებელი)
11. კობა გოჩელეიშვილი (შორაპანი) (დამოუკიდებელი)
12. ზურაბ გეწაძე (ბურჯანაძე-დემოკრატები)
13.სერგო ფუტკარაძე (ქართული ოცნება).
გუნდის დაფინანსების წინაღმდეგი საკრებულოს 17 წევრი:
1. დავით მაღრაძე (თავმჯდომარე)
2. კახა შავგულიძე (ქვედა საქარა - )
3. ლევან ურიადმყოფელი (საზანო)
4. ლაშა საყვარელიძე (მაგთის ოფის-მენეჯერი და ფეხბურთის გულშემატკივარი)
5. გივი თუთბერიძე (გივი კუკავას პარტიიდან)
6. ჯიმშერ მახათაძე
7. ელენე წაქაძე
8. რობერტ მახათაძე (ბოსლევი)
9. მამუკა კურტანიძე (შროშა)
10. იგორ ბერაძე (ძირულა)
11. ამირან ბახტიძე (ცხრაწყარო)
12. გალაქტიონ ვარდოსანიძე (როდინაული)
13. რომან ჯუღელი (2 სვირი)
14. მანანა ცქიტიშვილი
15. გოჩა მაჭავარიანი
16. ირაკლი კვეტენაძე (ზოვრეთი)
17 თორნიკე კახნიაშვილი (დილიკაური, 7 საჯარო სკოლის დირექტორი)
კუკავას გივის გამოკლებით, ყველა - ქართული ოცნება
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს 4 წევრი:
1. დავით ფერაძე (ბურჯანაძე-დემოკრატები) - ავადმყოფობის გამო
2. ირაკლი ფერაძე (ქართული ოცნება) - ავადმყოფობის გამო
3. დავით გამცემლიძე (ლეიბორისტი) - არყოფნის მიზეზი უცნობია
4. ტარიელ ხუსკივაძე (კვალითი) (ვეტერანთა კავშირი) - არყოფნის მიზეზი უცნობია.
 
Read More


2015 წლის 19 მარტს ტელეკომპანია "TV Sport"-ის ეთერში, ლევან ჯავახიშვილის თოქ-შოუ "მთავარი თემის" მორიგი გამოშვება გავიდა. გადაცემაში ყურადღება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” არსებულ მდგომარეობაზე და კლუბის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქებაზე გამახვილდა.

გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს: საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა, გულშემატკივრებმა დიმა ნებიერიძემ და ბესიკ წაქაძემ, სპორტულმა ჟურნალისტებმა ალეკო კაკაურიძემ და ოთარ მაღლაკელიძემ. შედგა გულახდილი საუბარი კლუბის გარშემო სადღეისოდ შექმნილ პრობლემებსა და არსებულ ვითარებიდან თავის დაღწევის შესაძლო გზებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, საფეხბურთ კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური 2015 წლის 19 მარტს ტელეკომპანია "TV Sport"-ის ეთერში გასული ტოქ-შუ "მთავარი თემას" სრულ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.


"ზესტაფონის" პრობლემები "მთავარ თემაში"




წყარო http://fczestafoni.ge/News/1953.htm
 
Read More


შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ჯერაც უცნობია, მიიღებს თუ არა საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კი კლუბს თანამშრომლობას პირდება.

დღეს დილით ზესტაფონის საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ნუგზარ ქამუშაძეს შეხვდა და გუნდში არსებული კატასტროფული ვითარება განიხილა. გამგებლის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება მოლაპარაკება...
 
Read More


მარგველებმა საჩემპიონო რეგალიები კიდევ ერთი წლით ჩაიბარეს
"Europe-bet"-მა “ზესტაფონი” 100000 დოლარით დააჯილდოვა



მარგველებმა საჩემპიონო რეგალიები კიდევ ერთი წლით ჩაიბარეს

მიმდინარე წლის 16 ივნისს საქართველოს 2012 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ”ოქროს” სეზონი საჩემპიონო ზეიმით დაასრულა. ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ესტუმრნენ.
ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს.
საქართველოს ჩემპიონატის სპონსორის "Europe-bet"-ის დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა კი მარგველთა კაპიტან ზურაბ მამალაძეს 100 000 დოლარიანი ჩეკი გადასცა.
 
Read More


"ზესტაფონი" სუპერთასის მფლობელია !

2012 წლის 29 მაისს გაიმართა საქართველოს სუპერთასის 2011 წლის გათამაშების მატჩი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს გასული წლის ქვეყნის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და ეროვნული თასის შარშანდელი მფლობელი საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” დაუპირისპირდნენ.
2011 წლის სუპერთასის გათამაშების მატჩი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმეჯერ გადაიდო, საბოლოოდ დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე...
 
Read More


“ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონიასაქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა თითქმის 4 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებიც იხმეს. სფფ-ს პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ გამოაცხადა, რომ დებულების მიხედვით საქართველოს ჩემპიონი “ზესტაფონი” გახდა. მისი თქმით, ეს საკითხი აღარ გასაჩივრდება, რადგან აღმასკომი არის უმთავრესი ორგანო და დამტკიცებულია, რომ “ზესტაფონი” 2012 წლის ჩემპიონია.
დომენტი სიჭინავა: “დებულებაში არსად არ წერია სიტყვა პლეი ოფი, სწორედ ამის გამო დებულების მიხედვით “ზესტაფონს” უფრო მეტი მოგება ჰქონდა მთლიანად ჩემპიონატში, ვიდრე “მეტალურგს” და ამიტომაც გამოცხადდა ჩემპიონად.”
 
Read More


http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/32342-didi-davidaraba-vin-aris-saqarthvelos-chempionatis-lideri-da-vin-damnashave.html
ვინ არის საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი?საქართველოს ჩემპიონატის ამჟამინდელმა რეგლამენტმა რომ არ გაამართლა, ამას თვით მისი ავტორებიც კი აღიარებენ.

დიდი იმედი გვქონდა, რომ მიმდინარე სეზონს, ავად თუ კარგად, მშვიდობიანად ჩავამთავრებდით და მომავალი სეზონიდან ნორმალურ ფორმატს დავუბრუნდებოდით, მაგრამ თავი ისეთმა დილემამ იჩინა, ნაკლებად რომ წარმოვიდგენდით - ვინ ლიდერობს დღეისთვის უმაღლეს ლიგას და ვინ გახდება ჩემპიონი, თუ ორმა კლუბმა სეზონი ქულათა თანაბარი რაოდენობით...
 
Read More


წლის პირველი იმერული დერბი
29 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დიდთოვლობის გამო გადადებული მატჩები. მეორე ეტაპის მეორე ტურის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ”ზესტაფონმა” მედლებისათვის მებრძოლ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლა.



ეს შეხვედრა მიმდინარე წლის 16 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ანომალიურად ცივმა და...
 
Read More



2012 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა და მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერმა ”ზესტაფონმა” უახლოეს მდევარს, რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა.
25.03.2012 - ”ზესტაფონი” - ”მეტალურგი” (რუსთავი) 2-1


მორიგ მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 29 მარტს ისევ "დავით აბაშიძეზე" გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურის გადადებულ შეხვედრაში ზემოიმერელთა მეტოქე ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ”ტორპედო” იქნება. იმერული დერბი 18:00 საათზე დაიწყება.


 
Read More


მარგველებმა საზოგადოებას ახალწვეულები წარუდგინეს

2012 წლის 27 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ესპანეთის სამეფოს ქალაქ ესტეპონაში, სადაც 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი ...
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ