Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/18805-malta-saqarthvelos-matchis-gamokhmaureba-vin-gvetyvis-ra-khdeba.html
sportall.ambebi.ge
მალტა-საქართველოს მატჩის გამოხმაურება: ვინ გვეტყვის, რა ხდება?მალტა-საქართველო
ის, რაც ამ შემოდგომის დასაწყისში მოხდა, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით: "უეჭველი" და "გარანტირებული" ექვსი ქულის ნაცვლად ლატვიასთან და მალტასთან მატჩებში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთადერთი ქულა აიღო!

ანუ, შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის წინ 15 ქულა რომ უნდა გვქონოდა, ახლა მხოლოდ და მხოლოდ 10 ქულა გვაქვს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის საგზურისათვის ბრძოლას ვინ ჩივის, ახლა უკვე ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასვლაც სათუო გახდა.
თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ფაქტობრივად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარც უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, ამ შესარჩევ ციკლს მეოთხე ადგილზე დავასრულებთ თუ მეხუთეზე. თანაც, ახლავე უნდა განვმარტოთ, რომ ისრაელს მესამე ადგილში ვერაფრით შევეცილებით: ბოლო ტურში საქართველომ რომ საბერძნეთს მოუგოს, ხოლო ისრაელმა სტუმრად მალტასთან წააგოს, ორივე ნაკრებს 13-13 ქულა ექნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრების მიხედვით, უპირატესობა ლუის ფერნანდესის გუნდს ექნება.

აი, ასე, მართლაც უცნაურად სრულდება ეს შესარჩევი ციკლი, იმედიანი დასაწყისი რომ ჰქონდა; ჰო, ალბათ, "უცნაურზეც" მეტი რამ მოხდა - საბერძნეთიდან ქულის წამოღებისა და თბილისში ხორვატიის დამარცხების შემდეგ, ეტყობა, საკუთარი ძალები ზედმეტად შევაფასეთ; ან კიდევ, იქნებ, ზედმეტად წავიოცნებეთ? არადა, მეორეს მხრივ, რატომაც არ უნდა გვქონოდა ოპტიმიზმის საფუძველი - საქართველოს ნაკრებმა 2010 წელი წაუგებლად დაასრულა და ასეც რომ არ მომხდარიყო, შესარჩევი ციკლის ხუთი ტურის შემდეგ ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტად მივიჩნეოდით!

მაგრამ, ამის მერე რა და რატომ მოხდა, მართლაც ძნელი ასახსნელია - პირველი ხუთი ტურის შემდეგ ჩვენს უპირველეს გუნდს 9 ქულა ჰქონდა, მომდევნო ოთხ შეხვედრაში კი მხოლოდ ერთი დავუმატეთ! კიდევ ვიმეორებთ: ძნელი კი არა, რთულზე-რთული ასახსნელია ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებელი ასპარეზობა; მოდი, იმაზე შევთანხმდეთ, რომ "გარეშე მოვლენებს" არავინ არაფერი დააბრალოს: მოედნის საფარს, არაობიექტურ მსაჯობას, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობას, მეტოქეთა შეუფასებლობას, ფსიქოლოგიურ წნეხსა და ასე შემდეგ; ანუ, ალბათ, დროა, რომ ამ მართლაც მოულოდნელი წარუმატებელი სერიის (ხუთი მატჩია გამარჯვებას ვერ ვახერხებთ) მიზეზ(ებ)ი "გარეთ" კი არა, "აქვე" მოვიძიოთ.

ამას გარდა, ცოტა არ იყოს, უკვე სასაცილოდაც ჟღერს უკვე არაერთხელ გახმოვანებული ბოლო წლების ქართული ფეხბურთის მარადიული პრობლემაც: მაღალი კლასის შემსრულებლების დეფიციტიაო, გოლის გამტანი ცენტრფორვარდიც არ გვყავს და არც "ბოლო პასის" მიმცემი თუ თამაშის გამმწვავებელი ნახევარმცველ(ებ)იო.

მალტამაც ისტორია შექმნა...
ზედიზედ ოთხი მარცხისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსის დაკარგვის მიუხედავადა, მალტასთან მატჩსაც მაინც მეტ-ნაკლები ოპტიმიზმით ველოდით; უბრალოდ, ვერაფრით წარმოგვედგინა, რომ 6 სექტემბრის შეხვედრასაც ვერ მოვიგებდით, მით უფრო, რომ მატჩის წინ მალტელებს "ყველასათვის სასურველი მეტოქეც" ვუწოდეთ და ჩვენთვის "დამაიმედებელი" არაერთი სტატისტიკური ფაქტიც მოვიშველიეთ.

უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე ამ გუნდის "მიღწევები" გავიხსენეთ: 1970 წლიდან დღემდე მხოლოდ ოთხი გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული და, საერთოდაც, მალტის ნაკრების უმთავრესი მიზანი შესარჩევ ციკლში ერთი ქულის მოპოვება რომ იყო! არადა, რამდენიც გნებავთ, იმდენი შესარჩევი ციკლი ყოფილა, მალტელებს ქულაც რომ ვერ მოუპოვებიათ და სარეკორდო მიღწევა კი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰქონდათ, როცა უნგრელებს მოუგეს, ხოლო თურქეთთან და მოლდოვასთან ფრედ ითამაშეს.

წინა შესარჩევ ციკლში მალტელებმა ერთადერთი ქულა აიღეს - ალბანეთთან ფრეს მიაღწიეს, ახლა კი, საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე შვიდიდან შვიდივე შეხვედრა ჰქონდათ წაგებული. და აი, ჯონ ბუტიგეგის გუნდისა და საერთოდ, მალტური ფეხბურთის ქომაგთათვის ამ შესარჩევ ციკლში პროგრამა-მაქსიმუმიცა და მინიმუმიც მიღწეულია: 6 სექტემბერს საქართველოსთან მატჩში სრულიად დამსახურებული ქულა აიღეს!

ისე, 2011 წელი მალტელებისათვის საკმაოდ წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ: ოფიციალურ შეხვედრებში საბერძნეთთან (ორჯერ) და ხორვატიასთან დამარცხდნენ, სამაგიეროდ ამხანაგურ მატჩებში იყოჩაღეს და შვეიცარიასთან მართლაც საპატიო ფრეს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებთან გამარჯვებაც მოაყოლეს. ახლა კი, როგორც ყველამ ნახა, საქართველოსაც "ტოლი-ტოლზე" ეთამაშნენ და, კიდევ ვიმეორებთ, დამსახურებული ქულაც აიღეს!

ჰო, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, 90-მა წუთმა საქართველოს ნაკრების ორგანიზებული თუ მრავალფეროვანი შეტევებით ჩაიარაო; ჩვენების ვერმოგებას ვერც უიღბლობას დავაბრალებთ და ვერც ზემოთნახსენებ "არაობიექტურ მსაჯობას". ეგ კი არა, ჩვენი გოლი ბევრად უფრო შემთხვევითი იყო, ვიდრე მასპინძელთა, უდავოდ, გამორჩეული ფეხბურთელის, 30 წლის მაიკლ მიფსუდის ჯერ ჩინებული ფინტი და მერე, არანაკლებ შთამბეჭდავად შესრულებული ზუსტი და ძლიერი საგოლე დარტყმა...

აი, ასე: აღარც მალტელებთან აქამდე არსებულმა დადებითმა ბალანსმა გვიშველა და არც მეტოქის "სიძლიერის" ფაქტორმა; სამაგიეროდ, მალტელებმა ჩვენთან მიღწეული ფრით კიდევ ერთი ისტორიული ქულა მოიპოვეს. თუმცა, რატომ გვიკვირს? აბა, გავიხსენოთ: მოლდოვა იყო და ოფიციალურ ტურნირებში პირველი გამარჯვება ჩვენთან მოიპოვა, ისე როგორც ჩერნოგორიამ; თუნდაც ახალზელანდიელთა პირველი მოგებაც ვარ დაგვავიწყდეს ევროპულ გუნდებთან (საქართველოს ვგულისხმობთ) და ასე შეიძლება კიდევ ბევრი მაგალითიც მოვიყვანოთ...

ქება მეზობლებს!
არცთუ დიდი ხნის წინ იყო, საქართველოს ნაკრების მართლაც წარმატებული ასპარეზობით რომ ვხარობდით; დავაკონკრეტებთ და რვა თვის წინანდელ ამბავს გავიხსენებთ, როცა საქართველოს ნაკრების წაუგებელი წელიწადით ვამაყობდით! ეგ კი არა, შარშან, წლის ბოლოს ჩვენი ნაკრების წაუგებელი სერია მართლაც სულითა და გულით რომ გვიხაროდა, "ნიშნის მოგებით"... ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ნაკრებების შედეგებზეც ვსაუბრობდით; ანუ, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების გარდა, თითქმის ყველას "ზემოდან დავცქეროდით", ახლა კი, რვა თვის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ერთი-ორსღა თუ ვჯობივართ;

მაგალითები გნებავთ, სიამოვნებით მოგახსენებთ: აზერბაიჯანს ჩვენზე ნაკლები ქულა აქვს მოპოვებული, მაგრამ ჩვენზე ბევრად ძლიერ ქვეჯგუფში მოასპარეზე აზერბაიჯანელებმა მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანეს (ჩვენზე ორით მეტი); ესტონელებს ხომ, საერთოდ, "სათვალავში" არასდროს ვაგდებდით, ახლა კი ამ გუნდს 13 ქულა აქვს (მეტოქეთა კარში 13 გოლიც არ უნდა იყოს ურიგო შედეგი) და ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსსაც ინარჩუნებს;

ეგ კი არა, მოლდოვასაც ჩვენზე მეტი გოლი აქვს გატანილი და რომ აღარაფერი ვთქვათ სომხებზე: ჩვენს "კარის მეზობლებს" ისტორიული მიღწევის რეალურზე-რეალური შანსი გაუჩნდათ! სომხები 14 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან ჯოვანი ტრაპატონის ირლანდიის ნაკრებს; სომხების შთამბეჭდავი თამაში ევრო-2012-ის წლის შესარჩევი ტურნირის ერთ-ერთი სასიამოვნო სიურპრიზია და იმასაც ვიტყვით, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის, ვარდან მინასიანის გუნდმა რვა შეხვედრაში მეტოქეთა კარში 14 ბურთის გატანა შეძლო!

აი, ჩვენ კი კვლავაც ნანატრი საგარეო გამარჯვებების მოლოდინში ვართ და ხუთი წლის წინ ფარერებთან სტუმრად მოგება, ალბათ, კიდევ დიდხანს გვემახსოვრება. მით უფრო, თუ გავიხსენებთ მომავალ ციკლში რა გუნდებს უნდა ვეთამაშოთ...

P. S. კონკრეტულად მალტა-საქართველოს მატჩზე საუბრის სურვილი კი ნამდვილად აღარა გვაქვს; ან კი, რა არის სასაუბრო თუ სალაპარაკო? უფრო ზუსტად, სხვების, ანუ ბევრად უფრო კომპეტენტური ხალხის (სფფ-ს პრეზიდენტი, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, წამყვანი ფეხბურთელების) აზრი იქნება საინტერესოც და აქტუალურიც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4





ქართული ფეხბურთი - ეროვნული ნაკრები
ავტორი : გია ტუხაშვილი
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ