Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
საინტერესო სტატისტიკური მუდმივობა დასჩემდათ რუსთაველებს კობა ჟორჟიკაშვილის გუნდში მოსვლით. აგებს თუ იგებს “მეტალურგი”, შედეგი 2:0 ფიქსირდება. თუმცა, თუ კვირის ამ მატჩში ტრადიცია არ დაირღვა, ეს ყველაზე მეტად რუსთაველთა დიმიტრი ტატანაშვილის “დამსახურებაა”. პირველ ტაიმში მისგან შექმნილ ორ რეალურ საგოლე მომენტზე რომ არაფერი ვთქვათ, 83-ე წუთზე, ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეს თავის გამოჩენა მართლაც მართებდა. “ტატანა”, ალექს ბენაშვილისთვის ართმეული ბურთით ზესტაფონელთა საჯარიმოსკენ დაიძრა. გზად მამუკა კობახიძეს მეტად ეფექტურად გასცდა და კიპერთან პირისპირ დარჩენილმა, ბურთი კვასხვაძისაგან დაუცველ მარჯვენა დაბალ კუთხეში გაგზავნა. ფორვარდს მიზანმა ამჯერადაც უღალატა.
მასპინძლებს აშკარად ეტყობოდათ, რომ “დილასთან” წინა ტურში მიღებული “ალიყურისაგან” (0:4) საბოლოოდ განიკურნენ. გადაუღებელი წვიმით დამძიმებულ გაზონზე, ჩემპიონი ისე თამაშობდა, თითქოს ზამთარ-ზაფხულს ასეთ სველ მინდორზე უწევდეს ბურთაობა. სათამაშო უპირატესობა, რომელსაც “ზესტაფონი” პირველ ტაიმში ფლობდა, მის დასკვნით ნაწილში გარდაიქმნა გოლებად.
43-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან მაღალი ტრაექტორიით ჩაწოდებულ ბურთზე, გელაშვილი თავის დასარტყმელად იყო მომართული, მაგრამ “მეტალურგთა” კაპიტანმა ლექსო კვახაძემ ბურთი ხელით ჩამოხსნა. მსაჯისგან ყვითელი ბარათი და პენალტი სავსებით ადექვატური სასჯელი იყო, თუმცა, ზოგი მცველს გასახდელისკენაც მიუთითებდა. 11-მეტრიანის ნიშნულთან გელაშვილი მივიდა და დარტყმაც უნაკლოდ შეასრულა - 1:0.
აქედან ორიოდე წუთში, “ზესტაფონმა” თამაშიდანაც შეძლო გოლის გატანა და მერე როგორის - კომბინაცია, რომელიც ჩემპიონმა გაითამაშა უზადო და ქრესტომათიული იყო. მასპინძელთა კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა მარჯვენა ფლანგზე ლაშა ჯაფარიძეს აართვა ბურთი და იმ წამსვე “მეტალურგის” საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ გელაშვილს უპასა. მან, ბურთზე ერთადერთი შეხებით, ჯაბა დვალი ბედიაშვილს პირისპირ შეატოვა და - 2:0. ცუდია, რომ ასეთი კომბინაციები საქართველოში იშვიათად თამაშდება და მით უფრო, გოლით მთავრდება.
”ზესტაფონი” - ”მეტალურგი” (რუსთავი) 2:0 (2:0)
25 სექტემბერი. ზესტაფონი, ”დავით აბაშიძე”.
”ზესტაფონი”: კვასხვაძე, ბენაშვილი, კობახიძე, საჯაია, ელიავა, ძარია (სარდალიშვილი, 84), გორგიაშვილი (ფიფია, 75), აფციაური, შოთა გრიგალაშვილი (ბაბუნაშვილი, 63), ნიკოლოზ გელაშვილი, დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
”მეტალურგი”: ბედიაშვილი, ჭედია, ქავთარაძე (დობროვოლსკი, 46), სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე (ირაკლი მაისურაძე, 46), რაზმაძე, კვახაძე, გივი კვარაცხელია, გეწაძე (პავლიაშვილი, 77), ჯაფარიძე, ტატანაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
გოლები: 1:0 გელაშვილი (43, პენ), 2:0 დვალი (45).
გაფრთხილებები: კვახაძე (43), ელიავა (61).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ზ. ჯვარიძე, გ. ყრუაშვილი; დ. ხარიტონაშვილი.

VII ტური, 25 სექტემბერი
ვიტ ჯორჯია - გაგრა 1:0 (0:0)
სპარტაკი - კოლხეთი 1:1 (1:0)
დილა - სიონი 1:0 (0:0)
დინამო - მერანი 2:1 (1:0)
ტორპედო - ბაია 0:0
ზესტაფონი - მეტალურგი 2:0 (2:0)
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ