Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივლისი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
თასის მერვედფინალის პირველი მატჩი

2011 წლის 28 სექტემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველი მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთი-1913-ს” უმასპინძლა.2011 წლის 28 სექტემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველი მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთი-1913-ს” უმასპინძლა.





იმერულ-კოლხური სათასო დაპირისპირების პირველი შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი ტაიმი მასპინძელთა საგრძნობი სათამაშო უპირატესობის წარიმართა და ჯაბა დვალის დუბლის წყალობით მარგველებმა საკმაოდ კომფორტული ფორა შეიქმნეს კიდეც - 18-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ალექს ბენაშვილის მიერ გაკეთებული გამოზომილი გადაცემის შემდეგ ზესტაფონელთა გოლეადორმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. ხოლო 41-ე წუთზე ასისტენტობა ჯაბას უკვე რატი წინამძღვრიშვილმა გაუწია, რომელმაც, თავის მხრივ, მანამდე ბრწყინვალე სოლო-რეიდით გამოიჩინა თავი.

პირველის მსგავსად, მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მასპინძლებს ”კოლხეთის” ფეხბურთელთა რამდენიმე სახიფათო კონტრიერიში გაეპარათ, რომელთაგანაც ერთ-ერთმა კოლხებს, მანუჩარ წიქარიშვილის მიერ მატჩის 51-ე წუთზე გატანილ გოლთან ერთად, ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის სათავისოდ შემოტრიალების იმედიც ჩაუსახათ. მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 2-1 და ამ წყვილიდან ეროვნული თასის მეოთხედფინალისტის ვინაობას 2 ნოემბერს ფოთში გასამართი განმეორებითი მატჩი გამოავლენს.

28.09.2011. ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი-1913” (ფოთი) 2-1

დაწვრილებით:




საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზუგდიდში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” წინააღმდეგ 2 ოქტომბერს გამართავს.


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
დაამატე კომენტარი
Your Name:


Your E-Mail:



Security Code:
ჩართეთ ეს სურათი უსაფრთხოების კოდის დასანახად
კოდის განახლება


Insert Code:


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ