Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ჩემპიონმა თასის მფლობელი დაამარცხა

2011 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს თასის მფლობელ საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” უმასპინძლა.
გასული სეზონი ლაურეატების - ჩემპიონისა და თასის მფლობელის დაპირისპირება, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მშვენიერ მდგომარეობაში მყოფ მინდორზე გაიმართა, ზემოიმერელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე დამსახურებული გამარჯვებით - 4-1 დასრულდა ...

მასპინძლებმა თამაშის სადავეები ხელთ პირველივე წუთებიდან იგდეს და უკვე 10-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ალექს ბენაშვილის მიერ სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარში ჯაბა დვალმა ოსტატურად გადაგზავნა. გატანილი გოლის შემდეგაც სიტუაციას მინდორზე ზესტაფონელები აკონტროლებდნენ და 25-ე წუთზე თავის უპირატესობა ორამდეც გაზარდეს - საფეხბურთო ქრესტომატიაში შესატანი მარგველთა შეტევა, რომელშიც მონაწილეობა ფაქტიურად ნახევარმა გუნდმა მიიღო, შოთა გრიგალაშვილის დასარტყმელ პოზიციაზე გასვლით და მისივე ზუსტი გასროლით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი თითქოს მშვიდად და უგოლოდ სრულდებოდა, თუმცა მატჩის დასკვნით 10 წუთში გუნდებმა ”საგოლე ფეიერვერკი” მოუწყვეს ”დავით აბაშიძეზე” მყოფ მაყურებლებს: 80-ე წუთზე ზესტაფონელთა კიდევ ერთი ლამაზი იერიში სტუმართა კარის აღებით ნიკოლოზ გელაშვილმა დააგვირგვინა; 84-ე წუთზე გაგრელმა ლევან შარიქაძემ როინ კვასხვაძის კარში პრესტიჟის გოლი გაიტანა; 84-ეზე კი მასპინძლებმა სამბურთიანი ჰანდიკაპი ნიკოლოზ გელაშვილის დუბლის წყალობით აღადგინეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზ გელაშვილი გახდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც ფეროელთა მაისურით ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული მატჩების საპატიო 100-მატჩიან ზღვარს მიაღწია. დღემდე ასეთი მიღწევით 5 ფეხბურთელი იწონებდა თავს - სადღეისოდ სევასტი თოდუასა და ალექს ბენაშვილს (ამ უკანასკნელმა ყოფილი თანაგუნდელის რეკორდი სწორედ დღეს გაიმეორა) ”ზესტაფონის” ღირსება 116-116-ჯერ, გიორგი ხიდეშელს - 114, ზურაბ იონანიძეს - 113, ხოლო ირაკლი ძარიას (მან საიუბილეო მეასე მატჩი ზუგდიდში ადგილობრივი ”ბაიასთან” 2 ოქტომბერს ჩაატარა) - 101 შეხვედრაში დაუცავთ.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ