Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
მეოთხედფინალის პირველი მატჩი
2011 წლის 24 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის პირველი მატჩები. ქუთაისში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ტორპედომ” ქვეყნის ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა. მატჩი დასრულდა ფრედ - 1-1.
”დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური წყვილებიდან, ყველაზე საინტერესო მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც "ტორპედო" - "ზესტაფონის" დუელის პირველი ნაწილი შედგა. თამაში საკმაოდ ცივ ამინდში ჩატარდა, თუმცა ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს, სტადიონზე მისული ქომაგები არ გააწბილეს.


ბოლო დროს, ამ გუნდებს ხშირად უწევთ დაპირისპირება. ყველას კარგად ემახსოვრება თასის შარშანდელი გათამაშება, სადაც ქუთათურებმა ნახევარფინალურ ეტაპზე გამოთიშეს მეტოქე. მაშინ, ფეროელებს ქუთაისელთა დღევანდელი თავკაცი გია გეგუჩაძე წვრთნიდა.


მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მთელი შეხვედრის განმავლობაში ხელიდან არ გაუშვიათ თამაშის სადავეები. პირველი სახიფათო მომენტი მე-14 წუთზე შეიქმნა, როდესაც ირაკლი ძარიამ დაარტყა საპენალტე ნიშნულიდან, მაგრამ ააცილა. მალე, ბაბუნაშვილს მიეცა შანსი. იგი პირისპირ გადიოდა მეკარესთან, მაგრამ ამ მომენტში გამეზარდაშვილმა ითამაშა კარგად და უკნიდან აართვა ბურთი სტუმართა შემტევ ნახევარმცველს. რამდენიმე წუთში გრიგალაშვილმა ითამაშა ჩინებულად. ჯერ გამეზარდაშვილი მოატყუა, შემდეგ კი ძლიერად დაარტყა. ამ სიტუაციაში, ისევე როგორც მთელი მატჩის განმავლობაში, მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მიგინეიშვილი, რომელმაც ეფექტური ნახტომის წყალობით გადაარჩინა თავისი გუნდი.


მასპინძელთა პირველი სერიოზული გადასვლა მოწინააღმდეგის ნახევარზე, 31-ე წუთზე მოხდა, როდესაც ზესატფონელთა საჯარიმოში თარხნიშვილი წაიქცა. ქუთათურები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სიტუაცია სხვაგვარად განსაჯა და თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა. თუმცა, ძალიან მალე, ტორპედოელებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს: 34-ე წუთზე ბოლქვაძემ ჩააწოდა ჯარიმა, გამეზარდაშვილმა ყველას დაასწრო და ბურთი ფეხით სტუმართა კარში გადაგზავნა - 1:0. ტორპედოელებმა მალე ერთი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც თარხნიშვილის დარტყმით დასრულდა, მაგრამ თორნიკეს მცდელობა მცირედით არაზუსტი გამოდგა. ტაიმის ბოლომდე დვალს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, როდესაც აფციაურის გადაცემის შემდეგ, დასწრებაზე ცდილობდა გატანას, მაგრამ მიგინეიშვილმა ივარგა და მეტოქეს გატანის საშუალება არ მისცა.


მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ფეროელებმა თამაშის ტემპს უმატეს და სახიფათო მომენტებმაც მოიმატეს მასპინძელთა კართან. თუმცა, ზესტაფონელებს სასურველის მისაღწევად, მიგინეიშვილის სახით, სერიოზული ბარიერი გამოუჩნდათ. ქუთათურთა კიპერმა ძალიან ბევრი სახიფათოდ დარტყმული აიღო და ორივე გუნდის შემადგენლობაში, აშკარად ყველაზე გამორჩეული გახლდათ. თამაშის განახლებისთანავე, გელაშვილმა ითამაშა კარგად, თოდუას გაექცა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ მიგინეიშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია. დამატებას ისევ ფორვარდი ცდილობდა, მაგრამ მას ხელს მცველი უშლიდა. გელაშვილი ამ დროს წაიქცა და პენალტიც მოითხოვა, მაგრამ არბიტრმა არც ამჯერად ჩათვალა პენალტის საჭიროება.მალე გრიგალაშვილმა დაარტყა ოდნავ არაზუსტად. 57-ე წუთზე კი, მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ. ალადაშვილის ფლანგური გარღვევა დიაგონალური გადაცემით დასრულდა. აფციაურმა ბურთი გაატარა და დვალს შესანიშნავი შანსიც მიეცა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. სულ მალე, ძარია დაემუქრა მიგინეიშვილის დასაცავ ობიექტს, მაგრამ ომარი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.


მცირე ხანს მოედანზე სიტუაცია ერთფეროვანი გახდა. მართალია, სტუმრები კვლავ ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ხიფათი აღარ შექმნილა. 76-ე წუთიდან კი, სტუმრებმა ერთგვარი შტურმი მოუწყვეს მოტოქეს. ჯერ გრიგალაშვილის გადაცემის შემდეგ დვალმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მიგინეიშვილმა მაინც მოახერხა აღება. მალე საჯაია დაემუქრა თავით მეტოქეს, მაგრამ ქუთაისელთა კიპერს ვერც მან აჯობა. თითქმის მაშინვე, აფციაური ურტყამდა ეფექტურად "ტორპედოს" კარის მიმართულებით, თუმცა მეკარის ბარიერი ისევ გადაულახავი აღმოჩნდა. თორნიკე აფციაური მეორედაც ცდილობდა გატანას, მაგრამ ისევ მიგინეიშვილმა ითამაშა ჩინებულად. 84- წუთზე კი ლოგიკური გოლი გავიდა. ამ დროს, მაღალოსტატურად ითამაშა ჯაბა დვალმა, რომელმაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში გამეზარდაშვილი და თოდუა ჩამოიშორა, ბურთი გაისწორა და მიგინეიშვილს აუღებელი დაურტყა. გოლი ლამაზიც და სამართლიანიც გახლდათ - 1:1. დარჩენილ დროში, რაიმე საინტერესო და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობა კი ზესტაფონში გაირკვევა.

გია ჭიაბრიშვილი ("ზესტაფონი") - "შედეგით კმაყოფილი ვარ, ვიცოდით რომ ურთულესი მატჩი გველოდა. საერთოდ, ქუთაისში თამაში რთულია და ეს დღესაც ნათლად დავინახეთ. მეორე მატჩი წინაა და შანსები თანაბარია".
გია გეგუჩაძე ("ტორპედო") - "როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში საკმაოდ რთული გამოდგა. მეორე მატჩი წინ გვაქვს და არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ყველაფერი პირველივე მატჩში გადაწყდებოდა. ნახევარფინალში გასასვლელად, უკეთესი თამაშის ჩვენებაა საჭირო". ”- ვახო დათიაშვილი, www.worldsport.ge.
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ