Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

აგვისტო 2017 (3)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
საახალწლოდ “ზესტაფონმა” დავით მუჯირი გაიფორმა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მატებაა - მარგველთა 33 წლის ახალწვეულის სახელია დავით მუჯირი. ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბევრ სხვადასხვა კლუბში უასპარეზია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს. ორიოდე სიტყვით საქართველოს ჩემპიონთა ახალწვეულის შესახებ:
დავით მუჯირი - ნახევარმცველი; დაიბადა - 02.01.1978; სიმაღლე - 184 სმ, წონა - 86 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) - 1994-1998; ”ლოკომოტივი” (თბილისი) - 1999, ”შერიფი” (ტირასპოლი, მოლდოვა) - 1999-2001; ”შტურმი” (გრაცი, ავსტრია) - 2001-2006; ”კრილია სოვეტოვ” (სამარა, რუსეთი) - 2006-2008; ”ლოკომოტივი” (მოსკოვი, რუსეთი) - 2008-2009; ”დინამო” (თბილისი) - 2010; ”სანფრეჩე ჰიროშიმა” (ჰიროსიმა, იაპონია) - 2011.
აღსანიშნავია, რომ თავის ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის მანძილზე სხვადასხვა კლუბის მაისურით მოასპარეზე დავით მუჯირს მეტოქეთა კარში ზუსტად 100 გოლი აქვს გატანილი. წარმატებით ასპარეზობდა ზესტაფონელთა ახალწვეული საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდშიც. ხოლო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მან 26 მატჩი გამართა და 1 გოლიც (ფარერის კუნძულელთა კარში) გაიტანა.
სხვადასხვა წლებში მარგველთა ახალწვეულს მრავალი გუნდური და ინდივიდუალური საპატიო ჯილდო მოუპოვებია: იყო აღიარებული საქართველოსა და მოლდოვას ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელად, გახლდათ საქართველოსა და მოლდოვას ჩემპიონი, ავსტრიის ვიცე-ჩემპიონი, მოლდოვას თასის მფლობელი, წლების მანძილზე ღირსეულად იცავდა რუსული პრემიერ-ლიგის წამყვანი კლუბების ღირსებას...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და დავით მუჯირს შორის შრომითი ხელშეკრულებულის გაფორმების საზეიმო ცერემონია 31 დეკემბერს თბილისში გაიმართა. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ცერემონიაზე კლუბის პრეზიდენტი ბატონი ილია კოკაია და სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდნენ.
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ესპანეთის სამეფოში დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე გამგზავრებამდე, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" გუნდის ახალწვეულთა წარდგენისა და მათთვის პერსონალური ნომრიანი მაისურების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

www.fczestafoni.ge
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
დაამატე კომენტარი
Your Name:


Your E-Mail:



Security Code:
ჩართეთ ეს სურათი უსაფრთხოების კოდის დასანახად
კოდის განახლება


Insert Code:


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ