Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
მარგველებმა საზოგადოებას ახალწვეულები წარუდგინეს

2012 წლის 27 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება ესპანეთის სამეფოს ქალაქ ესტეპონაში, სადაც 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი ...
დღეს, 23 იანვარს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ესპანური ვოიაჟისწინა პრეს-კონფერენცია, რომელზეც გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბართან ერთად, ფართო საზოდოებრიობას წარედგინა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რამდენიმე ახალწვეული, ფეხბურთელებს მიენიჭათ პერსონალური ნომრები და კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მათ საპატიო ვითარებაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურები გადასცა.

პრეს-კონფერენციის დასაწყისში ზესტაფონელთა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა სეზონის განახლებისათვის მზადების პირველ მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც ხვალ მარტვილის "მერანთან" მატჩით სრულდება. გარდა ამისა, საუბარი პირენეულ შეკრებასა და იქ დაგეგმილ სპარინგ-მატჩებს შეეხო: ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ 31 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დნეპროპეტროვსკის ”დნიპროსთან” ისპარინგებს, ხოლო "მარბელიას" თასის გათამაშების პირველ შეხვედრაში, რომელიც 3 თებერვალსაა დანიშნული, ჩინურ "გუანჯოუს” დაუპირისპირდება ...

უნდა ითქვას, რომ კლუბის პირველ გუნდთან ერთად იმყოფებიან და მასთან ერთად მიემგზავრებიან ესპანურ შეკრებაზე ”ზესტაფონი-2”- ს ფეხბურთელები თორნიკე გრიგალაშვილი და მალხაზ გაგოშიძე (ორივემ კლუბთან ახალი 5-წლიანი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა). ხოლო ამავე გუნდის წევრები საბა ლომია, გიორგი ჭანკოტაძე, მიშო სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე უმაღლესი ლიგის ბინადარ სხვა კლუბებში იასპარეზებენ.

სულ ესპანეთში შემდეგი 25 ფეხბურთელი გაემგზავრება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი;

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, ზაალ ელიავა, ედიკ საჯაია, გიორგი ონიანი, გიორგი ხიდეშელი, ალექსი ბენაშვილი, მამუკა კობახიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე;

ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან შარიქაძე, გოგა ბერაია, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი;

თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, აბაიომი ოვონიკოკო, დავით მუჯირი.

გუნდი მალაგაში, სტამბულის გავლით, 27 იანვარს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება ...
 
 (ხმები: 2)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ