წლის პირველი იმერული დერბი » site of SVIRI
Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
წლის პირველი იმერული დერბი29 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დიდთოვლობის გამო გადადებული მატჩები. მეორე ეტაპის მეორე ტურის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ”ზესტაფონმა” მედლებისათვის მებრძოლ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უმასპინძლა.



ეს შეხვედრა მიმდინარე წლის 16 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ანომალიურად ცივმა დათოვლიანმა წლევანდელმა ზამთარმა გუნდებს დათქმულ დროს ზესტაფონურ-ქუთაისური დაპირისპირების გამართვის საშუალება არ მისცა. საბედნიეროდ, მარტის ბოლოს იმერეთი ამინდის კეთილგანწყობას მაინც ეღირსა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მრავლად შეკრებილმა ფეხბურთის მოყვარულმა იმერელთა "ჯახისაგან" სიამოვნება ნამდვილად მიიღო.

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლეთა უპირობო უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელები ბურთსაც და ტერიტორიასაც აკონტროლებდნენ და ქუთათურთა კართან რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნეს - გოლის გატანასთან ახლოს თორნიკე აფციაური, შოთ გრიგალაშვილი, ჯაბა დვალი და დავით მუჯირი იყვნენ, თუმცა სტუმართა გოლკიპერ ომარ მიგინეიშვილის კარის აღება ვერაფრით მოხერხდა.

მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი და უფრო ნერვიული გამოდგა, იგრძნობოდა, რომ ორივე გუნდი დღევანდელ დაპირისპირებაში მარცხს გაურბოდა. რაც შეეხება სახიფათო მომენტებს, გოლის გატანასთან ახლოს მასპინძლებიც იყვნენ და სტუმრებიც, თუმცა საბოლოოდ მატჩი მაინც ლოგიკური ფრით დასრულდა - 0-0.

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე (“ტორპედო”): “რთული მატჩი გამოვიდა. ვიცოდით რა ძლიერ მეტოქესთან გვიწევდა ბრძოლა. მართალია, “ზესტაფონმა” ჩვენზე მეტი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო. ერთიანობაში, ბიჭების გარჯით და თავდადებით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას შევეცდებით".

გიორგი ჭიაბრიშვილი („ზესტაფონი“):"მოწინააღმდეგემ ღირსეული ბრძოლა გაგვიმართა. “ტორპედოს” ძალიან ძლიერი სპეციალისტი ხელმძღვანელობს და გუნდიც, აშკარაა, რომ დღითიდღე პროგრესირებს. ჩემს ბიჭებს შემართებას ვერ დავუწუნებ, მაგრამ საგოლე სიტუაციებში უკეთ გარჯა კი გვმართებს. უპირატესობა კი გვქონდა, მაგრამ მატჩის მიწურულს წაგებაც შეიძლებოდა, ამიტომაცაა საჭირო შედეგიანად მოქმედება, როცა ამის შანსი გაქვს".



29.03.2012 - ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 0-0

დაწვრილებით:




შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2 აპრილს ზუგდიდში გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მორიგი, მეექვსე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” ესტუმრებიან.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ