Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივლისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/32342-didi-davidaraba-vin-aris-saqarthvelos-chempionatis-lideri-da-vin-damnashave.html
ვინ არის საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი?საქართველოს ჩემპიონატის ამჟამინდელმა რეგლამენტმა რომ არ გაამართლა, ამას თვით მისი ავტორებიც კი აღიარებენ.

დიდი იმედი გვქონდა, რომ მიმდინარე სეზონს, ავად თუ კარგად, მშვიდობიანად ჩავამთავრებდით და მომავალი სეზონიდან ნორმალურ ფორმატს დავუბრუნდებოდით, მაგრამ თავი ისეთმა დილემამ იჩინა, ნაკლებად რომ წარმოვიდგენდით - ვინ ლიდერობს დღეისთვის უმაღლეს ლიგას და ვინ გახდება ჩემპიონი, თუ ორმა კლუბმა სეზონი ქულათა თანაბარი რაოდენობით დაასრულა?

ბოლო ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატურნირო ცხრილი შემოგთავაზეთ, სადაც პირველ ადგილზე "მეტალურგი" წერია, ხოლო მეორეზე - "ზესტაფონი".

ერთი შეხედვით, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან უმაღლესი ლიგის დებულებით, ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში უპირატესობა იმ კლუბს ენიჭება, რომელსაც მოგებათა მეტი რაოდენობა აქვს.

ჩავიხედოთ ცხრილში - გამარჯვებათა გრაფაში "მეტალურგს" 15 უწერია, "ზესტაფონს" კი - 14.

სამაგიეროდ, "ზესტაფონის" ოფიციალურ საიტზე მოყვანილ ცხრილში პირველ საფეხურზე "ზესტაფონია", რასაც განმარტებაც მოსდევს:

"მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში "ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგს" სადღეისოდ ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ, საქართველოს 2011-12 წლების XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების თანახმად, ჩემპიონატს ისევ იმერლები ლიდერობენ".

ახლა დებულების შესაბამის პუნქტებს გადავხედოთ:

ჩემპიონატის ჩატარების პირობები
4.4 უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
4.4.2. უშუალოდ, ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
4.4.3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
4.4.4. ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
4.4.5. ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
4.4.6. ფეარ-ფლეის შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების ფეარ-ფლეის პრინციპების შეფასების გათვალისწინებით).
4.4.7. თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

* * *
როგორც ხედავთ, ჩამონათვალში პრიორიტეტული ადგილი უკავია ჩემპიონატში მოგებათა მეტ რაოდენობას და არ არის დაკონკრეტებული, მთლიანი ჩემპიონატი იგულისხმება, თუ მხოლოდ ზედა რვა გუნდს შორის დაგროვილი ქულათა რაოდენობა.

რადგან დოკუმენტში განმარტება არ არის მოცემული, წესით, მთლიანი ჩემპიონატი უნდა ვიგულისხმოთ, სადაც "ზესტაფონმა" 22-ჯერ გაიმარჯვა, "მეტალურგმა" კი 17-ჯერ. "ზესტაფონის" ვებგვერდიც ცხრილის შედგენისას, როგორც ჩანს, სწორედ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს.

თუმცა მნიშვნელოვანი პუნქტების ჩამონათვალს მხოლოდ დებულებაში არ ვხვდებით. მოვიპოვეთ წერილი, რომელიც სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ უმაღლესი ლიგის კლუბებს 15 მარტს, ანუ პლეი ოფისა და პლეი აუტის დაწყებამდე დაუგზავნა.

უმაღლესი ლიგის კლუბებს
საქართველოს 2011-12 წწ. ეროვნული ჩემპიონატის დებულების 3.3 და 4.4 მუხლების განმარტება:

უმაღლესი ლიგის 1-8 ადგილებზე გასულ გუნდებს მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშევი მატჩების შედეგები (თამაში, მოგება, ფრე, წაგება, ბურთების სხვაობა და ქულები).

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისად. ჩემპიონატის დებულების 4.4.1., 4.4.2., 4.4.3., 4.4.4., 4.4.5., 4.4.6 და 4.4.7 მუხლების მიხედვით.

ნოდარ კაკულია
საშეჯიბრო განყოფილების უფროსი

* * *
ამ წერილმა კი საქმის ვითარება, შესაძლოა, რადიკალურად შემოაბრუნოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სატურნირო ცხრილში ადგილების განსაზღვრისას სწორედ ამ განმარტებით ხელმძღვანელობს. მეორე მხრივ, საკითხავია, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში ეს განმარტება თვით დებულებასთან - ფეხბურთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ არა.

"ზესტაფონისგან" ამ საკითხზე კომენტარი ჯერ ვერ მივიღეთ, თუმცა კლუბის საიტზე მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ზესტაფონი" იურიდიული ძალის მქონედ მხოლოდ დებულებას მიიჩნევს და არა ჩემპიონატის მსვლელობისას გაკეთებულ განმარტებას.

ცნობისთვის, განმარტება სფფ-ის აღმასკომს არ მიუღია და შეიძლება, "ზესტაფონისთვის" ესეც ხელმოსაჭიდ არგუმენტად იქცეს. ჩემპიონატის დებულება კი, ბუნებრივია, აღმასკომის მიერაა დამტკიცებული.

"ზესტაფონი" ჯერჯერობით ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილს ღიად არ აპროტესტებს და, ალბათ, ბოლო ორ ტურში განვითარებულ მოვლენებს დაელოდება - თუ რუსთაველებმა და ზესტაფონელებმა ჩემპიონატი ქულათა თანაბარი რაოდენობით დაამთავრეს, დიდ დავიდარაბას მერე უნდა ველოდოთ.

ახლა კი იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ან ერთი და ან მეორე თანალიდერი ჩემპიონი ისე გახდეს, რომ მდევარს ქულათა რაოდენობით გაუსწროს და დამატებითი მაჩვენებლების დათვლა საჭირო არ გახდეს, თორემ ისედაც არცთუ მშვიდად მიმდინარე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ალბათ, ისეთი აურზაურის მომსწრენი გავხდებით, ქართული ფეხბურთის იმიჯზე დადებითად რომ ვერაფრით იმოქმედებს.

თუ ბოლო ორ ტურში განვითარებულმა ამბებმა ამ თემას აქტუალობა არ დააკარგვინა, ბუნებრივია, "ლელო" მოვლენათა განვითარებას მიჰყვება და კომპეტენტურ სპეციალისტთა მოსაზრებებსაც გაგაცნობთ.

* * *
შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციის ფონზე განვლილი ტურის პერიპეტიების განხილვას დიდი აზრი აღარც აქვს. ამიტომაც უმთავრეს მოვლენებს ძალიან მოკლედ გაგახსენებთ.

. "ტორპედომ" და "მეტალურგმა" ქუთაისში ქულები გაიყვეს, რითაც უკმაყოფილოები არც მასპინძლები დარჩნენ და არც სტუმრები - რუსთაველებმა ოფიციალურ ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნეს, ქუთაისელებმა კი მესამე პოზიცია გაიმყარეს და ევროპის ლიგის საგზურამდე, ფაქტობრივად, აღარაფერი აშორებთ (იხილეთ ვრცლად);

. "ზესტაფონმა" შინ "ბაიას" დამაჯერებლად სძლია და "მეტალურგს" ქულებით გაუთანაბრდა (იხილეთ ვრცლად);

. "დინამომ" ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და ფოთში წაგებით საპრიზო სამეულს უიმედო დისტანციაზე დაშორდა;

. "დილამ" მარტვილში გამარჯვებით მეოთხე ადგილზე დამკვიდრებისა და ევროპის ლიგის საგზურის დაბევების რეალური შანსი გაიჩინა (იხილეთ ვრცლად);

. "ჩიხურამ" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" ძლევით მხოლოდ უმაღლესი ლიგის საგზური კი არა, პლეი აუტში პირველობაც გაინაღდა;

. "ვიტ ჯორჯიამ" საშინაო მარცხით, "გურიამ" კი ასევე მშობლიურ კედლებში ვერმოგებით სატურნირო მდგომარეობა გაირთულეს, მაგრამ უმაღლესში თამაშის მაინც ნორმალური პერსპექტივა აქვთ (იხილეთ ვრცლად);

. პლეი აუტში "სიონი" ჯერჯერობით მეექვსეა, მაგრამ ბოლო ორ ტურში უკვე გავარდნილებს, "გაგრასა" და "მერცხალს" ხვდება და შესაბამისად, ოთხეულში დამკვიდრების მაინც კარგი შანსი აქვს;

. უმაღლესი ლიგის კიდევ ორ პრეტენდენტს, "სპარტაკსა" და "ბათუმს" რთული კალენდარი დარჩათ, მაგრამ უშანსოდ არც ისინი არიან.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ