Logo
გაძლიერებული ძებნა
«    დეკემბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
[img=left]http://worldsport.ge/CropPic.aspx?img=8f9e19c7-52c3-4fa1-afc2-e108ae42d92b.jpg&o=1&c=2[/img] 2012 წლის 29 მაისს გაიმართა საქართველოს სუპერთასის 2011 წლის გათამაშების მატჩი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს გასული წლის ქვეყნის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და ეროვნული თასის შარშანდელი მფლობელი საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” დაუპირისპირდნენ.
2011 წლის სუპერთასის გათამაშების მატჩი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმეჯერ გადაიდო, საბოლოოდ დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაიმართა. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით იასპარეზა - გაგრელთა წარმომადგენელთა თქმით, გუნდმა ერთბაშად 6 კაცი მოისაკლისა, ხოლო ზესტაფონელებს, სამი დღის წინ ამავე სტადიონზე გამართულ სათასო ფინალთან შედარებით, ერთბაშად 13 (!) ფეხბურთელი აკლდა.



ამის მიუხედავად, მარგველთა და ზღვისპირელთა დღევანდელ "რანდევუს" დაძაბულობა ნამდვილად არ მოჰკლებია. ანგარიში უკვე 8-ე წუთზე ნიგერიელმა ჯონ ჯერემიამ გახსნა - "გაგრას" ნიგერიელმა ფორვარდმა ზესტაფონელთა რამდენიმე მცველს აუარა გვერდი და ზურაბ მამალაძის კარი დალაშქრა. გაგრელებს მალევე ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ჯერემია ერთ ეპიზოდში კოორდინაციამ დააღალატა, მეორეში კი მიზანმა. ზესტაფონელებმა ტაიმის შუაწელისკენ დაიწყეს თამაშის დალაგება და 24-ე წუთზე ანგარიში თანაბარი გახადეს - შოთა ბაბუნაშვილის გამოზომილ გადაცემას იმერული კლუბის პირველი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩის ჩამტარებელმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ზუსტი დარტყმა მიაყოლა.



მეორე ტაიმში უკვე იმერელთა სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა. დასაწინაურებლად მათ ხუთი წუთიც არ დასჭირვებიათ - იომი ოვონიკოკოს წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად მატჩის 50-ე წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა ოსტატური დარტყმით აქცია. დღევანდელ შეხვედრაში გატანილი ბოლო გოლი კი იომი ოვონიკოკოს ანგარიშზეა (67-ე წუთი). უნდა აღინიშნოს საბა ლომიას გარჯაც, რომელმაც პარტნიორს გოლის გატანაში ხელი მაქსიმალურად შეუწყო.
საბოლოოდ, ანგარიშით 3-1 გამარჯვება მარგველებმა მოიპოვეს და კლუბის ისტორიაში პირველად დაეუფლნენ საქართველოს სუპერთასს! საინტერესოა, რომ, თბილისელ დინამოელთა და ვეტერინართა შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გახდა ქვეყნის მესამე გუნდი, რომელმაც სხვადასხვა დროს სამივე ქართული ტიტულის (ჩემპიონის ოქრო, ეროვნული თასი, სუპერთასი) მოპოვება მოახერხა.
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ