მარგველებმა საჩემპიონო რეგალიები კიდევ ერთი წლით ჩაიბარეს "Europe-bet"-მა “ზესტაფონი” 100000 დოლარით დააჯილდოვა
მიმდინარე წლის 16 ივნისს საქართველოს 2012 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ”ოქროს” სეზონი საჩემპიონო ზეიმით დაასრულა. ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ესტუმრნენ. ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს. საქართველოს ჩემპიონატის სპონსორის "Europe-bet"-ის დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა კი მარგველთა კაპიტან ზურაბ მამალაძეს 100 000 დოლარიანი ჩეკი გადასცა.