Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
შეხვედრა ქალაქ ბიშოფსჰოფენის სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 19:00 (თბილისის დროით - 21:00) საათზე დაიწყო. რუმინეთის 23-გზის ჩემპიონებსა, თასის 21-გზის მფლობელებს, უეფას ჩემპიონთა თასისა და ევროპის სუპერთასის-1986 წლის მფლობელებს დღეს ებრაელი სპეციალისტი რონი ლევი წვრთნის. გუნდში ბრაზილიელი, არგენტინელი, სერბი, პორტუგალიელი, ბულგარელი და ნიგერიელი ლეგიონერები და რუმინეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ირიცხებიან.

შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელებმა ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 4 ფეხბურთელი (როინ კვასხვაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ზაალ ელიავა და ალექს ბენაშვილი) მოისაკლისეს, მარგველებმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით დაიწყეს. ზემოიმერელთა სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე ”ზესტაფონი-2”-ს რამდენიმე წარმომადგენელიც გამოვიდა. ამის მიუხედავად, ქართველები სახელოვან მეტოქეს არ შეუშინდნენ და მოედანზე საინტერესო თამაში გაჩაღდა. მართალია, გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობას რუმინელები ფლობდნენ, თუმცა მოედნის ყოველ მონაკვეთზე ზესტაფონელები მათ ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ორი სახიფათო მომენტის გაცუდების შემდეგ, ბუქარესტელებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მაინც გახსნეს - 41-ე წუთზე ”სტიაუას” ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეანდრო ტატუმ საკუთარი გუნდის სწრაფი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში გია გეგუჩაძემ და რუმინელთა ებრაელმა დამრიგებელმა რონი ლევიმ გუნდების შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განახორციელეს. თანდათანობით ზესტაფონელებმა ხელთ იგდეს მატჩის სადავეები და რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს ბუქარესტელთა კარს. ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი შოთა გრიგალაშვილს მიეცა, მაგრამ ”ზესტაფონის” ნახევარმცველის დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის ბოლო წუთზე რუმინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს ქართველთა კარის დალაშქვრა, თუმცა ეს გოლი მატჩის ავსტრიელმა არბიტრმა იოზეფ ლასახერმა იმის გამო არ ჩათვალა, რომ დარტყმის მომენტში ”სტიაუას” ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. რუმინული კლუბის გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0. 23.06.2011. ”ზესტაფონი” - ”სტიაუა” (ბუქარესტი, რუმინეთი) 0-1
დაწვრილებით:


შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 27 ივნისს უკრაინული ლვოვის ”კარპატის” წინააღმდეგ გამართავს ...


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

FC ZESTAFONI © 2005
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ