ჩხუბი ფეხბურთის ნაცვლად » site of SVIRI
Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
კიშინიოვის “დაჩიას” სამწვრთნელო შტაბის მიერ “ზესტაფონის” წინააღმდეგ დაწყებული არასპორტული ბრძოლა იმით დაგვირგვინდა, რომ მატჩის შემდეგ, მოლდოველთა თავკაცმა, იგორ დობროვოლსკიმ “ზესტაფონის” ნახევარმცველ ირაკლი ძარიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ეს კონფლიქტი, ჯერ მინდორზე, შემდეგ კი გასახდელში, გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა.
აგრესია მოლდოვური კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდანაც გამოვლინდა. მათ ზესტაფონელი კოლეგებისთვის გამარჯვება არც კი მიულოციათ. თვითმხილველთა ცნობით, შელაპარაკება ვიპ-ლოჟაშიც მოხდა...
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველი გია გეგუჩაძე გამოცხადდა: “ეს არ იყო ფეხბურთი – ეს იყო ჩხუბი. მეტოქის მხრიდან საოცარი აგრესია მოდიოდა. ჩემი გუნდის არცერთი მეტოქის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი ასე უთავმოყვარეოდ არასოდეს მოქცეულა. იგორ დობროვოლსკიმ ირაკლი ძარიას ხელი დაარტყა. არაფრით მესმის, რატომ მოიქცა ასე. თუ კარგი სპეციალისტი ხარ, უპირველესად, წაგება უნდა იცოდე.
“დაჩია” ნამდვილად კარგი გუნდია და ამ ფეხბურთელებს რეალურად შეეძლოთ დღეს სასურველი შედეგისთვისაც კი მიეღწიათ, მაგრამ ამისათვის მათ სწორი მიმართულების მიმცემი სჭირდებოდათ. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთი ეთამაშათ, ჩვენი ბიჭების მტვრევით იყვნენ დაკავებული. ეს საშინელი აგრესია სათადარიგოთა სკამზეც და აბსოლუტურად ყველგან იგრძნობოდა.
შეგიძლიათ შეიხედოთ ჩვენს გასახდელში - გული მოგიკვდებათ. ყველა ფეხბურთელი ისეა დაჩეხილი, არც ვიცი, შემდეგი ეტაპის შეხვედრებში რა გავაკეთოთ. სამწუხაროა, რომ “არასპორტული ტაქტიკის” გამო, მოვლენები ასე საშინლად განვითარდა.
რაც შეხება გიორგი ხიდაშელის ტრავმას, მუხლი აქვს დაზიანებული და ერთი შეხედვით, მძიმე ტრავმასთან გვაქვს საქმე.
გეგუჩაძის გასვლლიდან ხუთ წუთში საპრესკონფერენციო დარბაზში იგორ დობროვოლსკი შემოვიდა და პირველივე ჯერზე, მოლდოველმა ჟურნალისტებმა მას ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელის ნათქვამი აუწყეს:
“რა კომენტარი უნდა გავაკეთო?.. ყველამ თავად დაინახეთ, რა როგორ მოხდა. თუ ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ მე ფეხბურთელს შეურაცხყოფა მივაყენე, მაშასადამე ცუდი კოლეგა მყოლია. არავის შევხებივარ, გეგუჩაძეს მივულოცე კიდეც, შემდეგ კი, “ზესტაფონის” ფეხბურთელთაგან საშინელი არესია ვიგრძენი. იმ ახალგაზრდა ბიჭს დიდ ფეხბურთში ჯერ არაფერი გაუკეთებია, ასე რომ მოიქცეს.
_ გეგუჩაძემ ისიც თქვა, რომ მისი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი დაშავებულია...
_ არ ვიცი. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “დაჩიას” სამმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა და სამიდან 2 ცვლილება იძულებით გავაკეთე.
“ზესტაფონი” ევროტურნირებში მეტს ვერაფერს გააკეთებს - თავის საჯდომზე (!) მაღლა ვერაფრით ახტება. არათუ დღეს, არამედ ორი თამაშის ჯამშიც, ჩვენ გვეკუთვნოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ სამწუხაროდ, მე-3 ეტაპის საგზურს უღირსი გუნდი დაეუფლა...
“ზესტაფონი” კიშინიოვიდან თბილისის დროით დილის 10.00 საათზე გამოფრინდება.
ოთარ მაღლაკელიძე კიშინიოვიდან
P.S. “დაჩია”-“ზესტაფონის” მატჩის ვრცელ მიმოხილვას დღისით შემოგთავაზებთ



დაჩია-ზესტაფონი 2:0 (1:0)
კიშინიოვი, “ზიმბრუ”
დაჩია: გაიდუკევიჩი, ილესკუ, პოპოვიჩი (პავლოვი 83), ორბუ, მიჰალევი, სტეფანოვიჩი, დედოვი (კრკოტიჩი 70), ტუმბაშევიჩი (ნეჩაევი 77), მამაჰი, დიმოვსკი, კოჟოკარი.
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი.
ზესტაფონი: კვასხვაძე, ონიანი, ელიავა, ხიდეშელი (კობახიძე 86), ღონღაძე, დაუშვილი, ძარია, გრიგალაშვილი, აფციაური (გორგიაშვილი 82), გელაშვილი, დვალი (ალადაშვილი 69).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გოლები: 1:0 პოპოვიჩი (20), 2:0 ორბუ (90+2).
გაფრთხილებები: ილესკუ 50 – ღონღაძე 59, ონიანი 90.
გაძევება: ღონღაძე 64.
მსაჯი: მატეჟ ჟუგი (სლოვენია).
დარტყმა: 16 (8)-8 (3), კუთხური: 5-5, ჯარიმა 17-19:

 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ