Logo
გაძლიერებული ძებნა
«    იანვარი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
76-ე წუთი მიმდინარეობდა, ორი წუთით ადრე მთელი საფეხბურთო საქართველოსთვის დიდი სიხარულის მომტანი ნიკოლოზ გელაშვილი “შტურმის” მეკარეს რომ გასცდა და ცარიელ კარს ააცილა. დაუწერელი საფეხბურთო კანონიც უმალ ამოქმედდა, გიორგი ონიანმა ბურთი პატრიკ ვოლფს “ჩააბარა” და “ზესტაფონი”, რომელსაც ჩინებული შანსი ჰქონდა, ავსტრიაში 2:0-ით წასულიყო, 1:1-ს დასჯერდა, რაც ევროთასების საშინაო მატჩისთვის არასახარბიელო ანგარიშია.

აი, ასეთი უიღბლო გამოდგა გუშინდელი საღამო საქართველოს ჩემპიონისთვის. არადა, შეხვედრის უდიდესი ნაწილი “ზესტაფონის” უპირატესობით მიმდინარეობდა და, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი, რომელიც ზესტაფონელმა, თბილისელმა და, საერთოდ, ქართველმა ქომაგებმა გუშინ ეროვნულ სტადიონზე მოაწყვეს, ნანატრი შედეგით ვერ დაგვირგვინდა.

ქართველებს ავსტრიული დაცვითი ზღუდეების გადალახვა უჭირდათ, მაგრამ ბურთს ფლობდნენ და დროდადრო ხიფათსაც ქმნიდნენ. “ზესტაფონი” სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას შეხვედრის დებიუტიდანვე დაეუფლა და პირველ ტაიმში სტუმრები ჩვენს საჯარიმომდე, ფაქტობრივად, არც მოსულან. დაწინაურებასთან ძალიან ახლოს “ზესტაფონიც” არ ყოფილა, მაგრამ იმის იმედი კი გაგვიჩინა, რომ განმეორებითი დაპირისპირებისთვის გარკვეულ ფორას დაიბევებდა. შესვენებამდე ყველაზე გამოსარჩევი შოთა გრიგალაშვილის შორეული დარტყმა იყო, რომელიც “შტურმის” მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

რაკი შორეული დარტყმა და კუთხური ვახსენეთ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ორ კომპონენტში “ზესტაფონმა” უკეთესის სურვილი დატოვა. გრიგალაშვილის გარდა, მეკარის საჯარიმოს გარედან შეწუხება, ფაქტობრივად, ვერავინ გაბედა, კუთხური კი “ზესტაფონს” 6 ჰქონდა და აქედან მხოლოდ ერთი მოაწოდა, დანარჩენი ხუთი კი გაითამაშა და სტანდარტული მდგომარეობის ამგვარი შესრულებით თამაში ერთხელაც ვერ გაამწვავა. გასაგებია, რომ ტანმაღალ და ჯანიან შტურმელებთან “მეორე სართულზე” ბრძოლა იოლი არ იქნებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კუთხურების გათამაშების შემდეგ საქმე აქამდეც კი არ მისულა.

რასაკვირველია, “ზესტაფონის” თამაშში დადებითიც ბევრი იყო, გუნდმა მოედანზე თავი დადო და სწორედ ამიტომ გვწყდება გული, გუშინ სანახევროდ შევსებული ეროვნული სტადიონი ზეიმის მომსწრე რომ ვერ გახდა.

მეორე ტაიმი პირველზე შინაარსიანი გამოდგა. დაახლოებით მე-60 წუთიდან “ზესტაფონმა” კიდევ უფრო მძლავრად შეუტია და ამავდროულად, წინა ხაზზე “შტურმიც” გააქტიურდა. 67-ე წუთზე გრიგალაშვილმა საჯარიმოს გარედან ბურთი ძელს გაარტყა, ნანატრი გოლი კი 74-ეზე გავიდა. ავსტრიულმა დაცვამ ერთადერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, კახა ალადაშვილის პასით გელაშვილი გრატცაისთან პირისპირ აღმოჩნდა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის, მომდევნო სავალალო ეპიზოდისგან განსხვავებით, მიზანს არ უმტყუნია.

სულ მალე კი ყველაფერი თავდაყირა დადგა, მატჩის ბოლო წუთები ნერვული და ქაოტური გამოდგა, “ზესტაფონი” შოკიდან მეტ-ნაკლებად გამოვიდა და დიდი ძალებით შეუტია, “შტურმმაც” დრო იხელთა და არც ის იყო გამორიცხული, მეორე გოლით ქართველები უმძიმეს დღეში ჩაეგდო. ბერძენმა არბიტრმა, რომელმაც საკუთარი მოვალეობა რიგიანად შეასრულა, გოლზე დაგეშილ სტუმარ-მასპინძელს ძირითადი დროის შემდეგ კიდევ სამი წუთი აცადა და საფინალოდ ჩასტვინა.

გია გეგუჩაძის გუნდი გრაცში უშანსოდ მაინც არ გაემგზავრება, მაგრამ ასეთი იმედგაცრუება ძალიან ძნელი მოსანელებელია გულშემატკივრისთვისაც და, მით უფრო, “ზესტაფონის” წევრებისთვისაც. უკანდასახევი გზა მოჭრილია - ჩვენი ჩემპიონები, განსაკუთრებით კი უხეში შეცდომის დამშვები ფეხბურთელები, შოკიდან უნდა გამოვიდნენ, “ზესტაფონმა” შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს და მინიმუმ ერთი გოლი იქაც უნდა გაიტანოს.

ვიყოთ ობიექტურები: გუშინდელმა საღამომ “შტურმი” წყვილის აშკარა ფავორიტად აქცია, მაგრამ ფრანკო ფოდას დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არ ჰყავს და ეგებ, “ზესტაფონის” მონდომებამ ავსტრიაში უფრო მეტი ქნას. და, რაღა თქმა უნდა, იღბლის წყალობაც ძალიან გვჭირდება. თუ რას ნიშნავს ფორტუნას კეთილი თვალი ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის მოწინააღმდეგის ჭიდილში, ეს გუშინდელი მატჩის მონაწილეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს.



ბადრი კეთილაძის ფოტო

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ