Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
[http://fczestafoni.ge/images/photos/2011-12/gela-miss.jpg]


ნიკოლოზ გელაშვილი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. წლების განმავლობაში იგი თავისი გულიანი, შედეგიანი თამაშით იმსახურებს იმერული კლუბის ქომაგების ალალ სიყვარულს. ”შტურმთან” შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ავსტრიელთა კარში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. გვახსენდება ასევე მის მიერ გაცუდებული სახიფათო მომენტი, როდესაც ბურთი რაღაც სასწაულით ასცდა გრატცეის კარს.
გუშინ გელაშვილს შევეხმიანეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით, რომელშიც არაერთ საინტერესო საკითხს შევეხეთ.




- ავსტრიულ ”შტურმთან” პირველმა მატჩმა გაორებული გრძნობა დაგვიტოვა. მართალია, იმ ერთი წუთის გამო ვერ მოვიგეთ, მაგრამ ალბათ გრაცში უშანსოდ არ ვიქნებით...
- არა, რას ამბობთ, უშანსოდ კი არა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ პირველ მატჩში მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ და მოგებასაც ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს. ყველამ კარგად ვიცით, როგორი თამაში იქნება გრაცში - ეს იქნება ურთულესი შეხვედრა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური სერიოზულობითა და კონცენტრაციით უნდა ჩაატაროს. ძნელი ამოცანა გვაქვს, მაგრამ არა შეუსრულებელი.


- მეტოქემ როგორი შთაბეჭდილება დატოვა შენზე?
- გამოცდილი გუნდია, ძალიან გამოცდილი. პირველ რიგში, სწორედ ამის ხარჯზე გაათანაბრეს ანგარიში. მთელი თამაშის განმავლობაში ერთი მომენტი ჰქონდათ და გოლი გაიტანეს. ამას გამოუცუდელი გუნდი ნამდვილად ვერ შეძლებდა, ვერც დაბალი კლასისა.


- ცხადია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ძნელი იყო იმედგაცრუების გადატანა. გუნდი გამოსულია შოკიდან?
- რა თქმა უნდა, ასეა. ანდა სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს, როცა ჯერ კიდევ რეალური შანსი გვაქვს. თითოეული ჩვენგანი თავს დადებს ავსტრიაში.


- როგორ გაიხსენებთ მომენტს, როცა ”ზესტაფონის” ქომაგები უკვე გოლის აღსანიშნავად მოემზადნენ?
- რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, რომ ვერ გავიტანე. მარჯვენათი დავარტყი. ეს ჩემთვის უხერხული ფეხი არ არის. ალბათ ან მარცხენათი უნდა დამერტყა, ან ფეხის გარეთა ნაწილით, მაგრამ ვიფიქრე, ”ბაჩოკით” დავარტყამ და აუცილებლად შევაგდებ-მეთქი. როგორც ყველამ ვნახეთ, ბურთი კარს ასცდა. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. საწყენია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და გრაცში უნდა დავამტკიცო, რომ გატანა გაცილებით რთული სიტუაციებიდან შემიძლია.


- მაინც რის ხარჯზე უნდა ვაჯობოთ ”შტურმს” გასვლით შეხვედრაში? ფაქტია, რომ ავსტრიელები გვარიანად მოუმატებენ...
- ბრძოლით, თავდადებით და ჩვენი ფეხბურთით. მიმაჩნია, რომ ”ზესტაფონი” არ არის ”შტურმზე” უარესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი და ავსტრიელებზე ნაკლები საშემსრულებლო ოსტატობა არ გვაქვს.


- ალბათ გრაცში ჩვენი მთავარი იარაღი შეტევა იქნება...
- რაც ”ზესტაფონში” ვთამაშობ, დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთი არასდროს გვითამაშია. ახალს ნამდვილად არაფერს მოვიგონებ და ვითამაშებთ იმას, რაც ყველაზე უკეთესად ვიცით, ანუ შევუტევთ. სწორედ შეტევაში უნდა ვეძებოთ იღბალი, მაგრამ ამავე დროს არც საკუთარი კარის უსაფრთხოება უნდა დავივიწყოთ. ”შტურმმა” კარგად იცის კონტრშეტევები.


- მართლაც 1:1 არ არის ის ანგარიში, რომ მეტოქე აშკარა ფავორიტად ჩავთვალოთ...
- შანსები თანაბარია. გოლი გვაქვს გასატანი და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. ისეთი ანგარიშია, რომ თავიდანვე ვიცით, რაც უნდა ვაკეთოთ. დანარჩენი უშუალოდ მინდორზე გამოჩნდება.


- ფაქტია, რომ ”შტურმის” მაღალ უკანახაზელებს გვარიანად უჭირთ ჩვენს ტექნიკურ ფეხბურთელებთან გამკლავება. ალბათ ესეც ”ზესტაფონის” კოზირია.
- ჩვენ გვაქვს ჩვენი კოზირები და მათ გამოყენებას გრაცში ვაპირებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემტკივარი გავახაროთ.



თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ