გიორგი კორნაპელი » site of SVIRI
Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
"რადგან სამოთხის დახატვა ვცადე, ამოვსებულის მზით და ჩიტებით"


"ახალი ვერსიის" მკითხველებში დიდი ინტერესი გამოიწვია გიორგი კორნაპელის პერსონამ, რომელიც რამდენჯერმე ახსენა მარსიანმა სვეტში "ლიტერატურა და ა. შ." ვაკმაყოფილებთ მკითხველთა ინტერესს და გიორგი კორნაპელის ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად ვაქვეყნებთ მის რამდენიმე საუკეთესო ლექსს.

გვარად კაპანაძე იყო, კორნაპელი მოგვიანებით დაირქვა. მის სოფელში არის ერთი სერი, კორნაპას სერს ეძახიან. ხანდახან ამბობდა, ბიბლიაში არის კორნაპა მოხსენიებულიო. ამ სერზე მან და მისმა თანასოფლელებმა რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. სამუშაოს რომ მორჩნენ, სასწაული იხილეს: დასავლეთისკენ ცაზე, დაისის ბინდბუნდში უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი აციმციმდა და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში არ გამქრალა. ეს ციდან იდუმალ დასტურად მიიღო და კორნაპელიც ამის გამო დაირქვა.

გიორგი კაპანაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში 1931 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.





გიორგი კორნაპელი



გიორგი კორნაპელი


გიორგი კორნაპელი


წიგნების გამოცემა სამოციანი წლების შუა ხნიდან დაიწყო. მწერალთა კავშირშიც მიიღეს და ერთ რიგით, არაფრით გამორჩეულ პოეტად თვლიდნენ. მისდამი ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი ლიტერატურის წამყვან ძალებს დღესაც არ შეუცვლიათ. მხოლოდ ერთეულები თვლიან, რომ იგი სხვა იყო - არა ყველას მსგავსი. ამ ერთეულ ლიტერატორთა მოკრძალებული ხმა ნაკლებად ისმოდა ლიტერატურული ცხოვრების ალიაქოთში, იმ გაცხარებულ მარათონში, სადაც საკუთარი ადგილის განაღდება, საკუთარი ლიტერატურული იმიჯის შექმნა იყო უმთავრესი საზრუნავი ყველასათვის. გიორგი კორნაპელი კი განზე იდგა, თავის სულიერ ძიებებში დანთქმული, სხვა სამყაროზე მოფიქრალი. ერთ ლექსში ამბობს: "თითქმის სხვებს დარჩათ ამ ცხოვრების სწრაფი ფუსფუსი, მე კი მეძინა ცის ლანდებში, სიზმრის ქარებში".

მამა, სპირიდონ კაპანაძე, უბრალო გლეხი კაცი იყო. დედა, ეკატერინე ბერაძე, ოჯახის დიასახლისი, უაღრესად სათნო და გასაოცარი ადამიანური თვისებებით შემკული ქალი ყოფილა. პოეტის ლექსებში დედის ხატება სტრიქონიდან სტრიქონში გაიელვებს ხოლმე.

პოეტის მომცრო კრებულების ქრონოლოგია ასეთია: "ლურჯი სათიბი" 1966 წ. "გაზაფხულის ზარები" 1970 წ. "ზღვის ტაძარი" 1974 წ. "ჟამი სინათლისა" 1976 . "მარადიული პაემანი" 1979 წ. "გადაფრენა" 1981 წ. "თოვლი - ჩემი ორეული" 1985 წ. "სხვა არაფერი სინათლის გარდა" 1987 წ. "ნარცისი" 1989 წ. პოეტის ყველა ლექსი და პოემა გაერთიანდა კრებულში "ფენიქსი", რომელიც გიორგიმ გაჭირვებით გამოსცა 1995 წელს.

70-იან წლებში გიორგი კაპანაძე ამთავრებს მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტს მოსკოვში, სადაც მის პოეტურ შესაძლებლობებზე ყურადღებას ამახვილებს პროფესორი ანისიმ კრონგაუზი, წერს კიდეც წერილს და ჭვრეტს მასში მომავალ დიდ პოეტს. გიორგის ამ ინსტიტუტშივე სთხოვენ დარჩენას, მაგრამ არ რჩება, ბრუნდება მშობლიურ იმერეთში და აგრძელებს მუშაობას პოეზიაში. ყოველთვის განრიდებული იყო აქტიური ლიტერატურული პროცესებისაგან და მრავალთაგან განსხვავებით არჩევდა განმარტოებას თავის სოფელში, უაღრესად უბრალო, გლეხურ ყოფაში, საკუთარი შინაგანი ქრისტიანულ-რელიგიური ცხოვრებით.

მძიმე სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 1997 წლის 7 აპრილს, ხარება დღეს. დაკრძალეს კორნაპას სერზე, თავისი ხელით აღმართული ჯვრის ძირას.


გიორგი კორნაპელი



აყვავდა



აყვავდა მთების ყვითელი რკალი,

ვერ დაფრინდება ჩემს სისხლზე ყვავი

და ფურისულას ყვავილი მკრთალი

სერებზე ჰყვავის ახლა ცასავით.


ოცნებასავით მოჩანს სათიბი,

მოჩანს ყანების მღელვარე თავი

და ფურისულა ცისფერი სხივით;

ვერ დაფრინდება ჩემს სისხლზე ყვავი.




ვერ დაგიხატე


ვერ დაგიხატე, დედა, სამოთხე,

ამოვსებული მზით და ჩიტებით,

ზეცა ვერ იტანს სულს მეამბოხეს,

ჩემს მძიმე ბედზე ნუ დაფიქრდები.


ვერ მოვუსმინე ბაღების შრიალს,

მის ოქრორეულ წყნარ მდინარეებს,

დაკარგულ ზეცის დარდი დამყვება

და ეფინება ბინდი არეებს.


მაგრამ ოცნება მამაღლებს ცამდე,

ამ ოცნებისთვის მუდამ ვისჯები,

რადგან სამოთხის დახატვა ვცადე,

ამოვსებულის მზით და ჩიტებით.




ყანები


ყანებო, ასე რომ გამაშტერეთ,

ნაჩალარებით და გვირილებით,

დასრულებული ჩემი ზაფხული

თქვენთან დაეცა როგორც ირემი.

ჰა, სიმწიფეში დამძიმდა ყანა,

ღრუბლებში ელვა ქრის დაფეთებით,

დაღლილ ყანების შრიალში ახლა

წეროს ჩრდილივით დავეხეტები.




ეს გაზაფხული


ჩემს სულს ეხება ზეცის თავანი

და ლურჯი ფრთები ზევით იწევენ.

უცხო მზეები, უცხო მზეები

დამიძახებენ უცხო მიწებზე.


ეს გაზაფხული ტბორდება მწვანედ.

მწვანე ტოტებად, მწვანე ბალახად,

დადის სიცოცხლე ყველაზე დიდი,

ყველა წყვდიადი რომ გადალახა.


ჩემს სულს ეხება ზეცის თავანი

და ლურჯი ფრთები ზევით იწევენ.

უცხო მზეები და გაზაფხული

დამიძახებენ უცხო მიწებზე.





სიზმარი


დამესიზმრება: მოვკვდი და ჩიტი დამტირის ჭრელი,

ჯოგის ბღავილზე მწვანდება გახუნებული ველი.


მოდიან, როგორც ლომები, თათებს მაბჯენენ მთები

და საფლავიდან მეწევა სურნელი შენი თმების.


დამესიზმრება: მოვკვდი და მეძახის მწვანე ხნული,

არ მესმის თესლის ჩურჩული, გული სად არის, გული.!


დამესიზმრება: მოვკვდი და მეძახის მწვანე ჩიტი

და ჩემს საფლავზე დაფრინავს გაღვიძებული კვირტი.





ნოემბრის თვალებს


ნოემბრის თვალებს სიყვითლე ფარავს,

შენ მარტოსული მუდამ იქნები,

წყდება ფოთლები, ეცემა ქალაქს,

ფოთლები, როგორც მძიმე ფიქრები.

წყდება ტრამვაის ლურჯი ნათელი

და თბილისს სტკივა

ლომის მუხლები,

შენ მარტოსული მუდამ იქნები

და სიზმარივით ხელშეუხები.





* * *


სასაფლაოებს ცა ეხარბებათ,

ცა - შეუცვლელი ლურჯი მირაჟი,

სასაფლაოებს ცა ეხარბებათ

და მწვანდებიან ზეცის წინაშე.


სასაფლაოებს ცა ეხარბებათ,

გრძნობენ აპრილის სუნთქვას ქარებზე

და მარადიულ ზეცის წინაშე

სამარადისო დარდს ატარებენ.
 
 (ხმები: 4)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ