მეორე სვირის თემში ,,სოფლის მხარდამჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ იმსჯელეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოიყო რამოდენიმე პრიორიტეტული საკითხი, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე და იმერეთის ვიცე–გუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი ესწრებოდა. ე.წ.,,სოფლის კრება" უკვე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 12 თემის 44 სოფელში ჩატარდა. სულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მილიონ 72 ათასი ლარია გამოყოფილი.