Logo
გაძლიერებული ძებნა
«    იანვარი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
სარწყავი სისტემის რეაბილიტაციააჯამეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სარწყავი და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
აჯამეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია საირიგაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში ახორციელებს.
სამინისტროს განცხადებით, სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, იმერეთში 3049 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება. აღნიშნული ფართობით 2000 კომლი ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის კაშხლის გამრეცხი ფარების მექანიკურ ნაწილს; წყალგამშვებ კვანძებს და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს (დიუკერი, ხიდი, მილხიდი); დაგეგმილია გამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია, ახალი ქსელის და წყალგამშვები კვანძების მოწყობა; გაიწმინდება მაგისტრალური არხი (29,6 კმ), დაზიანებული ნაწილი აღდგება და მონოლითური ბეტონითა და ანაკრები რკინაბეტონით (ფილებით) მოპირკეთდება.
მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - (სვირი, როდინაული, ცხენთარო, აჯამეთი და ვარციხე) 3049 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვა შესაძლებელი გახდება. ასევე, ამ სისტემიდან სპეციალური მიმყვანი არხის მეშვეობით წყალი (1მ3) ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას მიეწოდება.
აღნიშული სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, დაათვალიერა.
სარემონტო სამუშაოები 2014 წლის აგვოსტოში დაიწყო და 2016 წლის მაისში დასრულდება. პროექტის ღირებულებაა 6 199 000 ლარი.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია იმერეთში, აჯამეთის სარწყავი სისტემის გარდა, ერთდროულად სარეაბილიტაციო სამუშაოებს 3 სხვადასხვა სისტემაზე ახორციელებს. ესენია: მაშველის, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემები და ციხე-სულორის დამშრობი სისტემა.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ