ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო გზას კეთილმოწყობის სამუშაოები უტარდება. ასფალტ – ბეტონის საფარი 5 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება, რომელიც ამავდროულად მდ. ყვირილაზე არსებული ხიდის სავალი ნაწილის შეკეთებას, მოაჯირების შეღებვას, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის, ავტოპავილიონების შეკეთებას, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საპროექტო ღირებულება 1 652 000.00 ლარს შეადგენს. ობიექტზე 40 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.