Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
საქველმოქმედო ორგანიზაცია ქველი


მოგესალმებით, დღეს გვინდა გიამბოთ 24 წლის ტარიელ კოხრიძეზე.

ახალგაზრდა სოფელ სვირის მკვიდრია, რომელიც დედაქალაქში სამსახურის გამო იყო ჩამოსული. ამ რამდენიმე თვის წინ ის უმოწყალოდ სცემა ნასვამი ადამიანების ჯგუფმა და ქუჩაში დააგდო უპატრონოდ.
ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ იგი გამოწერეს საავადმყოფოდან და ვინაიდან არ ჰქონდა არსად წასასვლელი, მძიმე ავადმყოფი შეიფარა მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისი-მა, ჩვენ არაერთხელ მოგწერეთ ამ დაწესებულებაზე და მის დაუღალავ დიასახლისზე, ქ-ნ მარიაზე.
ტარიელს სვირში ჰყავს დედა, რომელიც თავად არის ავადმყოფი და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას(ისიც მარინამ შეიფარა), ხოლო მათი სახლი სვირში იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ 1000 ლარსაც არ აძლევენ.
სოფელში გადაყვანა მსგავსი ტიპის ავადმყოფის ყოვლად შეუძლებელია, დედას კი ვინაიდნ სხვა არავინ ჰყავს, ვერ შორდება დავრდომილ შვილს....
ტრიელს სჭირდება თვეში 200-250 ლარის წამალი.
არასრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, მას დაერთო ეპილეფსიის რთული ფორმაც.ორჯერ გაუკეთდა თავის ქალის ტრეპანაცია.
ასე, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტები... იმიტომ რომ, თბილისელი არ არის მერია არ აფინანსებს და იმიტომ რომ, არ არის არასრულწლოვანი ან სიმსივნით ავადმყოფი, არ ეხმარება არცერთი ფონდი...
ქალბატონმა მარიამ გასულ თვეს საკუთარი ხარჯებით შეუძინა წამლები, ეხლა უმთავრდება და რომ არ შეწყვიტოს, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საშუალება და ნაწილი მაინც ვუყიდოთ... ისევ და ისევ თქვენი იმედი გვაქვს. უმორჩილესად გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ ამ ახალგაზრდას ბედი, იყავით აქტიურნი!
გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს თერაპიის ინსტიტუტიდან გამოთხოვილი ინტენსიური ჰიდრო თერაპიის კურსის კალკულაცია, რომელიც , 7500 ლარი ჯდება და ექიმები გარანტირებულად ირწმუნებიან, რომ კურსის სრულად გაკეთების შედეგად ეს ადამიანი შესძლებს დამოუკიდებლად გავლას!
24 წლის ბიჭის მომავალი-და 7500 ლარი, იფიქრეთ ვის შეიძლება მივმართოთ და რა ღონე ვიხმაროთ, რომ იმ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა ვისაც სძალუძს დახმარება!

თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს, მეგობებო!

გვინდა გიამბოთ 24 წლის ტარიელ კოხრიძეზე
გვინდა გიამბოთ 24 წლის ტარიელ კოხრიძეზე
 
 (ხმები: 3)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ