სვირში მოსახლების სიმრავლის გამო უამრავი გვარის ადამიანები ცხოვრობენ,თუმცა არის რამოდენიმე საგვარეულო რომელის რაოდენობის და წარმომავლობის მიხედვით სოფელში ძირითად ბირთვს შეადგენს. ამ სტატიაში არ დავასახელებ გვარებს სახელობით, რომ ვინმემ მე როგორც ავტორს მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს. ამჟამად ყურადღებას გავამახვილებ წაქაძის გვარის ისტორიაზე და რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე. ითვლებოდა რომ წაქაძე შედარებით ახალი გვარი იყო და სხვა გვარის ს შვილობილ გვარად მოიხსენიებოდა. არის ასეთი ლეგენდა რომ ეს გვარი შემდგომში გაიყო 3 გვარად : კაპანაძე,ჯუღელი და წაქაძე. ამ ლეგენდაში ალბათ არსებობს სიმართლის მარცვალი .რადგან ისტორიულად სვირში ჩამოყალიბდა წესტრადიცია, რომლის მიხედვითაც ამ სამ გვარს შორის სისხლის აღრევა ქორწინებით არ შეიძლებოდა , ისინი ხომ ბიძაშვილებად აღიქმებოდნენ.მართლაც არ ყოფილა შემთხვევა რომ ასეთი რამ სვირში მომხდარიყო. ამ ლეგენდით გავიზარდეთ თაობები ,მაგრამ დღესდღეობით მოხდა ახალი აღმოჩენები,რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს წარმოდგენები წაქაძის გვარის შესახებ. სამცხე ჯავახეთში ზარზმის უძველეს ტაძარში ,სამხრეთ კარიბჭის თავზე ჩამოცვინდა ნალესი.ძველ ქვაზე გამოჩნდა პატარა წარწერა რომლის უძველესი წარმოშობა ეჭვს არ იწვევს.წარწერა დაზიანებულია თუმცა როგორც სპეციალისტებმა გაშიფრეს მასში ნათლად იკითხება გვარი წაქაძე. გთავაზობთ ნაწყვეტს დოკუმენტური ფილმიდან სადაც მომთხრობი ამბობს რომ კარიბჭის თავზე შემდეგის შინაარსის წარწერა იკითხება: "წაქაძესა გიორგისა და მშობელსა მისსა დედის იმედსა შეუნდვენ ღმერთო"
აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა არჩილ წაქაძემ .ის სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და ამბობს რომ ეს ფაქტი ელგუჯა წაქაძემ აღმოაჩინა.არის აგრეთვე წარწერის გაშიფვრის სხვა ვერსიაც მაგრამ ჩემი გამოცდილება არ ეყო ამ საქმეს და ვისაც ნება და საშუალება გაქვთ გთხოვტ დამეხმაროთ ამ საქმეში.ტელეფონი : 593303384 ბესიკი წაქაძე. მე რა თქმა უნდა დავინტერესდი ამ აღმოჩენით და თავად მოვილოცე ზარზმის დიდებული ტაძარი.გადავიღე ფოტოც რომელიც ამ წარწერას ასახავს.