Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
სიმონ მჭედლიძე
დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სტავროპოლის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში. 1891 წელს გადავიდა ქუთაისში, სადაც გახსნა კერძო პანსიონი, პროგიმნაზია. 1894 წლის 7 მაისს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; იმავე წლის 23 მაისს - მღვდლად. 1902 წლიდან იგი სვირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია წინამძღვრად; 1901 წელს დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად; 1902 წელს - იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად; 1905 წლიდან იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და, ამავე დროს, დაინიშნა იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე პერიოდში იყო საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარე; იყო რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთისა "შინაური საქმეები"(1908-1916წწ.); დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულისა "განთიადი"(1913-1915წწ.). თავის თანამდგომელებთან ერთად დააარსა სტამბა იმერეთის "სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა", რომლის მიზანი იყო სასულიერო წიგნების გამოცემა. იგი მიტროპოლიტ ნაზარისთან(ლეჟავა) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ბოლშევიკებმა დახვრიტეს ქუთაისში 1924 წლის 1 სექტემბერს. მღვდელი სიმონ მჭედლიძე მასთან ერთად წამებულ სამღვდელო კრებულთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა მოწამედ იქნა შერაცხილი.
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ