Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2023    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

სექტემბერი 2022 (1)
აპრილი 2021 (1)
მარტი 2021 (1)
ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
[center][/center]

PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.

ქველმოქმედება ჩემს ცხოვრებაში... ბიზნესგარემო საქართველოში... ფული არის... მიუღებელია... გადაწყვეტილების მიღებისას - ამ და სხვა ბიზნესბლიცკითხვებს "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე პასუხობს.
 
Read More


ლაშა ჯუღელი, იმერული ღვინის კომპანია - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია

ლაშა ჯუღელიროდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– ჩვენი ოჯახი ოდითგანვე აყენებდა ღვინოს... რაც გადმოცემით ვიცით, 6 თაობის წინაც ღვინოს აწარმოებდნენ ჩვენი წინაპრები. ის ადგილები სოფელ სვირში, სადაც ახლა ჩვენი ვენახებია გაშენებული, ჩვენს წინაპრებს ეკუთვნოდა და იმ დროს მათაც ვენახები ჰქონდათ. მამაჩემის (მურად ჯუღელი) სურვილი იყო წინაპრების საქმე გაეგრძელებინა ჩვენს კუთხეში, მეც მხარში ვუდგავარ და ვეხმარები შეძლებისდაგვარად ამ კეთილშობილ საქმეში. ასე დაარსდა "იმერული ღვინის კომპანია", ჩვენი პატარა ღვინის მარანი და წარმოება, 2007 წლიდან.
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ვენახები „სვირის“ ადგილწარმოშობის ზონაშია (22 ჰექტარი) და...
 
Read More


39-წლიანი პაუზის შემდეგ ფიროსმანის ნახატი საგამოფენო სივრცეს უბრუნდება - „სვირის“ რესტავრაცია დასრულებულია
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატის ‘’ სვირის’’ რესტავრაცია დასრულებულია. ნამუშევრის პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

39 წლის შემდეგ დამთვალიერებელს საშუალება აქვს, საგამოფენო სივრცეში პირველად ნახოს ნახატი, რომელიც 1978 წლის შემდეგ მძიმე დაზიანებების გამო არ გამოფენილა.

სარესტავრაციო სამუშაოები ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ ჩაატარა. ეროვნული გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში მხატვრის კიდევ ორი ნახატი -”ნადირობა ინდოეთში” და “დათვი მთვარიან ღამეში” გამოიფინება.

თათია ბუხრაშვილი სიუჟეტი

 
Read More


ოპტიკური ქსელი გაფართოვდა

მეორე სვირში ოპტიკური ქსელი გაფართოვდა. ამჟამად ოპტიკური ქსელი დამონტაჟდა ბოგვერაძეების უბანში,თომა მოციქულის სახელობის ტაძრის ასახვევთან მიმდებარე უბანში და ჯინჭარაძის გორაზე (პიველი სვირის ჩასახვევამდე).ოპტიკური ჩართვის ქსელისა და ჩართვის წერტილების მონტაჟი დასრულდა ასევე ჯიკვათირში (ტრასის მიმდებარე უბნებში) ,სვირი-ობჩის საზღვარზე და ბარათლებში.
2017 წლიდან კვლავ განახლდება ოპტიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა ცხადაძეების,ჯუღელების და პირველი სვირის მიმართულებით.2018 წელს კი "სვირინეტი" დაასრულებს მთლიანად მეორე სვირისა და მეორე ობჩის (ტრასის მიმდებარედ) ძირითადი დასახლებული უბნების ინტერნეტიზაციას.

"სვირინეტი"
 
Read More



არჩევნები 2016



2016 წლის 30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს მონცემებით ზესტაფონიდან ქართული ოცნების წარმომადგენელმა შალვა კიკნაველიძემ გაიმარჯვა და მომდევნო 4 წელიწადი იგი წარმოადგენს ზესტაფონს პარლამენტში.
ზესტაფონის რამოდენიმე სოფელი მიბმული იყო ბაღდათ-ხარაგაულის საარჩევნო ოლქზე,აქაც გამარჯვება მოიპოვა ქართული ოცნების კანდიდატმა

გთავაცობთ სვირში უბნებზე შედეგები ბმულებს:

52.51.22 მეორე სვირის საჯარო სკოლის შენობა მეორე სვირი პირველი ქ. N 46 დააჭირე აქ

52.51.23 გიორგი ღვანიძის საცხოვრ სახლი სოფელი მეორე სვირი 23-ე ქ. N 7 დააჭირე აქ

52.51.24 მეორე სვირის N 2 საჯ. სკოლის შენობა მეორე სვირი 17-ე ქ. N 19 დააჭირე აქ

52.51.25 სადგური სვირის სკოლა სოფელი მეორე სვირი მე-3-ე ქ N18 დააჭირე აქ

52.51.26 პირველი სვირის საჯ. სკოლის შენობა პირველი სვირი 23-ე ქ. N 77 დააჭირე აქ

52.51.27 I სვირის სანერგე მეურნეობის შენობა პირველი სვირი მე-9 ქ. N 3 დააჭირე აქ
 
Read More


მიმდინარე წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის ორგანიზებით სტარტი აიღო საფეხბურთო ტურნირმა "Zestafan Cup-2016", რომელშიც მონაწილეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის რამდენიმე უბნის წარმომადგენელი 19 გუნდი იღებს.

გაიმართა პირველი ეტაპის მატჩები. "Zestafan Cup-2016", რომელიც ოლიმპიური სისტემით იმართება, მიმდინარე წლის 16 სექტემბრამდე გაგრძელდება და გათამაშების ფინალური შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გათამაშებას დეტალურად გააშუქებს და ჩვენი მომხმარებლისათვის საინტერესო ყველა ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით...

ტურნირის პირველი მატჩი, რომელსაც წინ გათამაშების ოფიციალური გახსნა უძღოდა და რომელშიც ერთმანეთს პირველი სვირისა და როდინაულის გუნდები დაუპირისპირდნენ, საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე მრავლად შეკრებილმა მაყურებელმა 6 გატანილი გოლი იხილა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი სვირელებმა იმარჯვეს და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.
წარმატებით გაისარჯნენ მეორე სვირის გუნდი "პირველი მერცხალი" რომლებმაც დამაჯერებლად ძლიეს კვალითის გუნდს და ისინიც შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ.
"სვირის საძმო" ( I სვირი) - "ძერა" (როდინაული) 3-3 (პენალტების სერია 5-3)
"პირველი მერცხალი" (2 სვირი) - "მართლმადიდებლები" (კვალითი) 4-1


შაბათ-კვირას ტურნირზე მეოთხედფინალური სტადიის მატჩები გაიმართა - "Zestafan Cup-2016" ნახევარფინალის საგზური ქვედა საქარის, ქალაქ ზესტაფონის, კლდეეთისა და ფეროშენადნობთა ქარხნის გუნდებმა მოიპოვეს. უნდა ითქვას, რომ მატჩებმა გულშემატკივართა შორის საკმაო ინტერესი გამოწვია - "ზესტაფონის" ბაზაზე ხალხმრავლობა იყო, მატჩებს თვალს 200-250 ადამიანი ადევნებდა.

"სვირის საძმო" (I სვირი) - ქვედა საქარა 1-2
გოლები: 0-1 მერკვილაძე გაგა, 0-2 ფერაძე დავითი, 1-2 სულხან ნიქაბაძე.
* * *
"მეცამეტე რაიონი" (კვალითის დასახლება) - კლდეეთი 1-5
გოლები: 0-1 მიხეილ ცინაძე, 0-2 გიორგი ჩუბინიძე (პენ), 0-3 ბაჩო ბერიძე, 0-4 გიორგი ჩუბინიძე, 1-4 დათო ბერაძე, 1-5 გიორგი ჩუბინიძე.
* * *
"ფერო" (ზესტაფონი) - ტაბაკინი 4-1
გოლები: 1-0 გიორგი მანჯავიძე, 2-0 ნიკა ხარაიშვილი, 2-1 მიხეილ მუმლაძე (ს.კ.), 3-1 დავით მესხი, 4-1 ავთანდილ ეგუტიძე.
* * *
"ქალაქი" (ზესტაფონი) - პირველი მერცხალი (მეორე სვირი) 2-1
გოლები: 1-0 თორნიკე სადუნიშვილი, 2-0 გიორგი ქორიძე (პენ), 2-1 თორნიკე ცხადაძე (პენ).

Zestafan Cup-2016



Zestafan Cup-2016
 
Read More


გზა 38 წლის შემდეგ




ზესტაფონში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მუნიციპალიტეტში სადგურ სვირისა და მეორე სვირის და როდინაულის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.გზის ნაწილი არსებობდა 38 წლის უკან,ხოლო დანარჩენი არასოდეს ყოფილა მოპირკეთებული. სადგურ სვირსა და მეორე სვირის პროექტის ღირებულება 2 885 382 ხოლო როდინაულის გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 4 377 068 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა, გზის ზედაპირის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით, მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობა, დაზიანებული მოაჯირების განახლება, საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პ.ს. გამგეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ შეიძლება გზის პროექტში ცვლილებები შევიდეს.კერძოდ გამგეობიდან ტყემდე შეიცვალოს საპარის ტიპი და არმირებული ბეტონის რნაცვლად დაიგოს ასფალტი. მიზეზი კი რაოდენ გასაგებადაც არ უნდა ჟღერდეს ისაა ,ბეტონის დამგები მანქანა თურმე არ ეტევა გზაზე. უცნაურად მხოლოდ ის რჩება რომ პროექტი წლებია უკვე არსებობს ,ჩატარდა ტენდერი 2015 წელს და უკვე 2 თვეა დარჩენილი პროექტის დასასრულამდე !მხოლოდ ახლა აღმოჩნდა გზა ვიწრო მშენებლებისტთვის.იმედია ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მშენებლების აბსურდულ მიზეზებს და ისე გაკეთდება როგორც უკეთესი იქნება მოსახლეობისთვის.
 
Read More


სვირში ოპტიკური ინტერნეტი ჩაირთო


მეორე სვირში ექსპლუატაციაში გაეშვა 4200 მეტრი ოპტიკური კაბელი.რაც მოიცავს 15 ჩართვის წერტილს მონაკვეთზე ტყე-გამგეობა-ჯიკვათური.
ამჟამად შესაძლებელია მიიღოთ ინტერნეტი 3 ჯერ გაზრდილი ტრაფიკით 10 მბტ/წმ-მდე.
შპს "სვირინეტი" გააფართოვებს ქსელს და 2 წლის განმავლობაში პარტნიორ ფირმა "აირმაქსთან" ერთად ოპტიკური ქსელით დაფარავს პირველი და მეორე სვირის დასახლებული ტერიტორიის 80%-ს.
2017 წელს ოპტიკური ქსელი გაერთიანდება ზესტაფონი-კვალითი-სვირი-ობჩა-დიმი-ბაღდათი-ფერსათის მონაკვეთები(რომელთა უმეტესობა უკვე დამონტაჟებულია). ამ სოფლებში უკვე შესაძლებელი იქნება აბონენტებს მიეწოდოთ 100 მგბ/წმ მდე ინტერნეტი.
ფონდ "ქართუს" და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით დაარსდა არაკომერციული ორგანიზაცია "ოფერნნეტი". როგორც აცხადებს "ოფენნეტი" და საქართველოს მთავრობა იქნება მხაედაჭერის პროგრამა და თუ ფირმები ,რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და სესხს აიღებენ კომერციულ ბანკებში ოპტიკური ქსელის გასანვითარებლად ,მაშინ ისინი დააფინანსებენ პროცენტს 10 წლის განმავლობაში.
"სვირინეტი" და "აირმაქსი" აპირებს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტში და დაპირების შესრულების შემთხვევაში უფრო სწრაფად და მეტ დასახლებულ პუნქტებში მოახდენს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მონტაჟს.
"სვირინეტი" და "აირმაქსი" მადლობას უხდის ზესტაფონის და ბაღდათის გამგეობას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შპს "სვირინეტი"
შპს "აირმაქსი"
 
Read More


ზესტაფონი –  სადგური სვირი –  როდინაული


ზესტაფონი – სადგური სვირი – როდინაულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაახლოებით 8 მილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში 22 კმ – იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. ზემოთ ხსენებულ დასახლებებში მცხოვრებთ წლების განმავლობაში სერიოზული პრობლმები ექმნებოდათ გადაადგილების თვალსაზრისით. პრობლება ერთმნიშვნელოვნად სერიოზული იყო, როგორც ქვეითად მოსიარულეებისათვის, ასევე ავტომობილით მოსარგებლეთათვისაც. მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი.
 
Read More


სიმონ მჭედლიძე
დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი.

თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სტავროპოლის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში. 1891 წელს გადავიდა ქუთაისში, სადაც გახსნა კერძო პანსიონი, პროგიმნაზია. 1894 წლის 7 მაისს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; იმავე წლის 23 მაისს - მღვდლად. 1902 წლიდან იგი სვირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშია წინამძღვრად; 1901 წელს დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად; 1902 წელს - იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად; 1905 წლიდან იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და, ამავე დროს, დაინიშნა იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე პერიოდში იყო საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარე; იყო რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთისა "შინაური საქმეები"(1908-1916წწ.); დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულისა "განთიადი"(1913-1915წწ.). თავის თანამდგომელებთან ერთად დააარსა სტამბა იმერეთის "სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა", რომლის მიზანი იყო სასულიერო წიგნების გამოცემა. იგი მიტროპოლიტ ნაზარისთან(ლეჟავა) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ბოლშევიკებმა დახვრიტეს ქუთაისში 1924 წლის 1 სექტემბერს. მღვდელი სიმონ მჭედლიძე მასთან ერთად წამებულ სამღვდელო კრებულთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა მოწამედ იქნა შერაცხილი.
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ