Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2023    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

სექტემბერი 2022 (1)
აპრილი 2021 (1)
მარტი 2021 (1)
ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
აღწერა და ზესტაფონი













მუნიციპალიტეტების მიხედვით იმერეთის რეგიონში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
იმერეთი 533 906
ქ. ქუთაისი 147 635
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 21 582
ვანის მუნიციპალიტეტი 24 512
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 57 628
თერჯოლის მუნიციპალიტეტი 35 563
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 48 562
საჩხერის მუნიციპალიტეტი 37 775
ტყიბულის მუნიციპალიტეტი 20 839
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 56 883
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 39 884
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 19 473
ხონის მუნიციპალიტეტი 23 570

მუნიციპალიტეტების მიხედვით საქართველოში ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მცხოვრებთა მიხედვით მეექვსე პოზიციაზეა.
1.მარნეულის მუნიციპალიტეტი 104 300
2.გარდაბნის მუნიციპალიტეტი 81 876
3.გორის მუნიციპალიტეტი 77 549
4.ქობულეთის მუნიციპალიტეტი 74 794
5.ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 62 511
6.ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 57 628


აყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს ქალაქების მცხოვრებთა მონაცემების მიხედვით ზესტაფონი მეთორმეტე პოზიციაზეა:


1.თბილისი - 1 108 717 მცხოვრები
2.ბათუმი - 152 839 მცხოვრები
3.ქუთაისი - 147 635 მცხოვრები
4.რუსთავი - 125 103 მცხოვრები
5.გორი - 48 143 მცხოვრები
6.ზუგდიდი - 42 998 მცხოვრები
7.ფოთი - 41 465 მცხოვრები
8.ხაშური - 33 627 მცხოვრები
9.ქობულეთი - 28 621 მცხოვრები
10.სამტრედია - 27 020 მცხოვრები
11.სენაკი 21 596 მცხოვრები
12.ზესტაფონი 20 814 მცხოვრები
 
Read More


მეორე სვირში ტაძარი აშენდა



6 აპრილს ყოვლადუსამღვდელოესმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში ახლად აშენებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი აკურთხა. მღვდელმთავარმა მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართა მრევლს და აღნიშნა ტაძრის აღმშენებლის ბატონი ბეჟან წაქაძის ღვაწლი.
დღეს, სადღესასწაულო მსახურებაზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში ახლად აგებულ ტაძარში ყოვლადუსამღვდელოესმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებს უმასპინძლა და ერთობლივად იზეიმეს დღესასწაული. მსახურებაში მონაწილეობდნენ: მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) და ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მსახურები დასრულების შემდეგ იყო ლიტანიობა, ხოლო ბოლოს კი მღვდელმთავარებმა ქადაგებით მიმართეთ მრევლს და ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე!


 
Read More


ახალი ხიდის მშენებლობა


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობას შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ზესტაფონი – ბაღდადის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ახალი პროექტი განიხილეს. პროექტის განხილვაში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძეც იღებდა მონაწილეობას. პროექტის მიხედვით მდინარე ყვირილაზე 115 მ. სიგრძისა და 11 მ . სიგანის (ორმხრივი ) ახლი ხიდის აგება იგეგმება, რომლის მშენებლობა დაჩქარებული წესით დაიწყება. ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელით სარგებლობა არა მარტო ბაღდადი – ზესტაფონი, არამედ შემოვლითი გზით სარგებლობისას არის შესაძლებელი. ახალი ხიდის აგების შემდეგ განსაზღვრულია ძველი ხიდის დემონტაჟი. ტენდერის გამოცხადება მაისის თვეში იგეგმება. პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


წყარო http://zestaphoni.com/1820--.html
 
Read More


"რადგან სამოთხის დახატვა ვცადე, ამოვსებულის მზით და ჩიტებით"




გიორგი კაპანაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში 1931 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.გვარად კაპანაძე იყო, კორნაპელი მოგვიანებით დაირქვა. მის სოფელში არის ერთი სერი, კორნაპას სერს ეძახიან. ხანდახან ამბობდა, ბიბლიაში არის კორნაპა მოხსენიებულიო. ამ სერზე მან და მისმა თანასოფლელებმა რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. სამუშაოს რომ მორჩნენ, სასწაული იხილეს: დასავლეთისკენ ცაზე, დაისის ბინდბუნდში უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი აციმციმდა და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში არ გამქრალა. ეს ციდან იდუმალ დასტურად მიიღო და კორნაპელიც ამის გამო დაირქვა...
 
Read More


ვაკანსია



საკრედიტო კავშირი ,,სვირი2’’ აცხადებს ვაკანსიას ფიანასური მენეჯერის პოზიციაზე. ერთვიანი გამოსაცდელი ვადით. ანაზღაურებით
მოვალეობები:
• ფინანსური ოპერაციების დაგეგმვა დროში;
• საბანკო გადარიცხვებისა და სხვა ფინანსური ოპერაციების კონტროლი;
• ფინანსური ანგარიშგების წარმოება და დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენა მოთხოვნისამებრ - ფინანსური მოგება- ზარალი, ბალანსი, ნაღდი ფულის მოძრაობა და გადახრების ანალიზი.
• ვადა გადაცილების შემთხვევაში ანგარიშის მოთხოვნა გაყიდვების მენეჯერისთვის
• დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი

მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
• სასურველია ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
• მკვეთრად გამოხტული მენეჯერული უნარ-ჩვევები
• როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
• ანალიტიკური აზროვნება
• მოტივირებული
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დეტალებზე ორიენტირებული

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, sakredito@mail.ru, ან დაგვიკავსირდით შემდეგ ნომერზე: 599101859.

 
Read More


შპს "სვირინეტი" ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა სოფელს. კომპანიამ 3 თვის წინ მიმართა შესაბამის უწყებას ,კერძოდ მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ტარიელ თუთარაშვილს,რომელმაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის საშუალებით შეგვითანხმა ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის პროექტი.
ვინაიდან მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოებს აწარმოებდა სოკარი ,ხოლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ინდიკო" ჩვენ შევათანხმეთ სამუშაოების შესრულების ვადები და წესები ამ ორგანიზაციებთან.
მიუხედავად მრავალგზის მოლაპარაკების და შეთანხმებისა შპს "ინდიკომ" გამოთქვა გარკვეული პრეტენზიები შპს "სვირინეტის" მიმართ ,მაგრამ ზესტაფონის გამგეობის წარმომადგენლობის დროული ჩარევის შედეგათ უთანხმოებები ამოიწურა და ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. ამჟამად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაყვანილია გამგეობა -თუთარაშვილების უბნის 3,6 კმ და ახალი ტაძარი-ჯიკვათურის 1 კმ იანი მონაკვეთი.
დრესდღეობით ოპტიკური კაბელების ინფრასტრუქტურა არ არსებობს თბილისის ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე ,აგრეთვე საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტების უმეტესობაში. მაშინ როცა სახელმწიფო თვითონ ხარჯავს 150 მილიონს ,რომ დასახლებულ პუნქტებამდე მიიყვანოს ოპტიკური ინტერნეტი ,შპს "სვირინეტმა" გარისკა და საბანკო სესხის საშუალებით თავისი ხარჯებით გადაწყვიტა ჩაერთოს ამ პროექტში.
სვირის მოსახლეობის უმეტესობა დადებითად აფასებს სოფელში ოპტიკური ინტერნეტის გაყვანას და მიესალმება მას ,თუმცა რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს, არიან პიროვნებები რომლებიც საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ და ხელს უშლიან პროექტის განხორციელებას. ვინაიდან "ენერგოპროჯორჯია" ჯერჯერობით არ იძლევა ბოძებზე კაბელების გაყვანის უფლებას ,ჩვენ იძულებული ვართ კაბელი გავიყვანოთ მიწაში. ეს გარკვეულ დისკომფორტს იწვევს.თუმცა ქალაქების აბსოლუტურ უმრავლესობაში კომუნიკაციები სწორედ მიწაში გადის. შპს "სვირინეტი" არ თხრის გზის სავალი ნაწილის იმ 6 მეტრიან მონაკვეთს სადაც უნდა დაიგოს ბეტონი (გარდა რამოდენიმე მეტრიან მონაკვეთებისა სადაც გზა არ ჯდება პარამეტრებში) და
ასრულებს ყველა იმ მითითებებს რაც გაცემულია მუნიციპალიტეტის სამსახურების და შპს"ინდიკოს" მიერ და პასუხს აგებს შესრულებულ სამუშაოებზე.
შპს "სვირინეტი" 3 წლის განმავლობაში სრულად დაფარავს სვირის აბსოლუტურ უმრავლესობას ოპტიკური ქსელით საქართველოს მთავრობასთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.
შპს "სვირინეტი" აცხადებს თუ იქნება კვლავ ხელისშეშლა გარკვეული არაკომპეტენტური პირების მიერ ,შპს "სვირინეტი" მიმართავს ძალოვან უწყებებს რათა აღმოიფხვრას პროექტის განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორები.
"სვირინეტი" იმედს იტოვებს რომ საქმე აქამდე არ მივა და კვლავ თანამშრომლობის ფორმატში შეეცდება საერთო საქმის გაკეთებას


შპს "სვირინეტის" დამფუძნებლები: ბესიკი წაქაძე,გერონტი გაჩეჩილაძე, ჯემალი კირთაძე


შპს "სვირინეტის" საგანგებო განცხადება



შპს "სვირინეტის" საგანგებო განცხადება



შპს "სვირინეტის" საგანგებო განცხადება
 
Read More


კობა წაქაძე -მფრინავი შევარდენი

გთავაზობთ საქართველოს ლეგენდის კობა წაქაძის შესახებ სტატიას,რომელსაც სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ის წარმოშობით მეორე სვირიდანაა,მისი მამა კი ვარდენ წაქაძე იყო.თვითონ ბატონ კობას დღემდე არ შეუწყვიტავს კავშირი თავის სოფელთან და არაერთჯერ უსტუმრია თავისი მამაპაპისეული კარმიდამოსთვის.ბოლოს ის თავის რძლის გასვენებაში, წინა ზაფხულს ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი მისით.მინდა გითხრათ რომ ბატონი კობა ,მიუხედავათ თავისი სიდიადისა ძალია თავდაბალი და ენაწყლიანი მოსაუბრეა.მე თავს არ შეგაწყენთ და გაეცანით სტატიას უფრო ვრცლად ვიდრე მე მოგიყვებოდით...
სპორტის ზამთრის სახეობები ჩვენში ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ კაცმა, რომელსაც „მფრინავი ტორპედო" შეარქვეს, ტრამპლინიდან ხტომაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და გასული საუკუნის 50-60-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
კარიერის მანძილზე მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა, ათობით ქვეყანა მოიარა, უცხოეთში ერთ-ერთ ასეთ ასპარეზობაზე კი მისი ნახტომი სახელგანთქმულმა ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა ჯონ აპდაიკმა იხილა და შთაგონებულმა ლექსიც მიუძღვნა: Tsokadze O Altitudo - „წაქაძე ან სიმაღლე", რომელიც ასე მთავრდება: Ah, c'est beau, when Tsokadze skies! - ოჰ, რა ლამაზია, როდესაც წაქაძე ჰაერშია!
 
Read More


მალე


მალე მეორე სვირის ნაწილში ,კერძოდ სოფლის გამგეობიდან ტყის პირამდე დამონტაჟდება ოპტიკური კაბელები და ამ უბნების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინტერნეტი ოპტიკური კაბელის მეშვეობით. სამუშაოები დაწყებულია. სვირინეტი ელოდება გზის რეაბილიტაციის დაწყებას, რათა არ მოხდეს კაბელის დაზიანება მშენებლების მიერ.20 იანვრიდან გამარჯვებული ფირმა შპს ინდიკო იწყებს გზის სამუშაოებს,შესაბამისად ზაფხულის ბოლოსთვის ოპტიკური ქსელი გაიშვებს ექსპლუატაციაში.
მომავალი წლიდან იგეგმება სხვა უბნების დაკაბელებაც და სავარაუდოთ 3-4 წელიწადში პირველი და მეორე სვირის უმეტესი ნაწილი ისარგებლებს ოპტიკური ინტერნეტით.


ოპტიკური ინტერნეტი სვირში
 
Read More


მეორე სვირისა და
სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია


გზის რეაბილიტაცია სვირში
ქვე-პროექტის ფარგლებში მოხდება სოფლების მეორე სვირისა და ახალი სვირის
დამაკავშირებელი 7 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო გზა იწყება
ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის გადასახვევიდან, გადის სოფელ მეორე სვირზე,
დაუსახლებელ ტერიტორიებზე და სრულდება ახალ სვირში (დასახლება „სადგური სვირი“).
არსებული საავტომობილო გზა ...


სრული ინფორმაცია იხილეთ აქ

წყარო მუნიციპალური განვითარების ფონდი

ტენდერი გაიხსნა 2015 წლის 30 ოქტომბერს.პროექტს და მიმდინარეობას გაეცანით ამ ბმულზე "ტენდერი"

გამარჯვებული კომპანია


შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)
ინდიკო ,ტელეფონი +99591228849
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next


დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ