ნაკაშიძეების იარაღების უნიკალური კოლექცია. შუქრი ნაკაშიძემ წინაპრებისგან დატოვილ იარაღებს, ძმასთან და შვილებთან ერთად, რესტავრაცია ჩაუტარა. ახლა მათ კოლექციაში 50-მდე ქართული და უცხოური, საბრძოლო თუ თავდაცვითი იარაღია, რომელსაც მომავლისთვის ინახავენ. იმერეთსა და ბაღდათში ყველაზე მონახულებად იარაღების მუზეუმში ექსკუსს "ლურჯი ვაშლის" სიუჟეტში შუქრი ნაკაშიძე გაგიწევთ.
პირველი სვირი - ტაძარი, რომლის აგების ზუსტი თარიღი არავინ იცის. სოფელ სვირის ერთ-ერთი უხუცეის ინფორმაციით, ის ისეთი სიმაღლის იყო, რომ ზესტაფონის შემოგარენი სოფლებიდან ყველა ადამიანი თავისუფლად ხედავდა. დროთა განმავლობაში ტაძარი დაიგრა, მისი ქვები კი სამშენებლო მასალად მოსახლეობამ გამოიყენა, თუმცა ახლა ადგილობრივები ეკლესიის ქვებს აბრუნებენ წმინდა გიორგის ეკლესიის ასაშენებლად.
ორი ქარველი გენია - რევაზ ლაღიძე და ჯანსუღ კახიძე. რევაზ ლაღიძის ცხოვრების პირად ამბებს ბავშობიდან და ახლგაზრდობიდან, მის თვალწილ გაზრდილი ნათესავი იხსენებს. ჯანსუღ კახიძის ხასიათსა და სასიყვარულო ისტორიას კი მისი თანამედროვე ნათესავი გაგაცნობთ. საცხოვრებელი სახლები და პირადი ისტორიები სოფლიდან, რომელმაც ორი ბუმბერაზი მაესტრო აჩუქა საქართველოს.
„სვირი’’ ადგილწარმოშობის დასახელების, მშრალი თეთრი ღვინოა, რომელიც მზადდება თავისივე დასახელების მიკროზონაში, დასავლეთ საქართველოში. იგი დამზადებულია ციცქასა და კრახუნას ჯიშის ყურძნისაგან. ღვინოს ახასიათებს ჩალისფერი-მოყვითალო ფერი. გამორჩეულია ხილის ტონებით, განვითარებული ბუკეტით, ექსტრაქტულობითა და ჰარმონიულობით. დააგემოვნეთ მოხარშულ ქათამთან და სალათებთან. დააგემოვნეთ +12 - 14⁰-ზე ყურძნის ჯიში: კრახუნა 100% ჯილდოები: International Wine & Spirit Competition, London, UK – Bronze დახასიათება: მოსავლის წელი: 2013; ტიპი: თეთრი მშრალი; ალკოჰოლი: 12.5%; მოცულობა: 750მლ
სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტმა "ეტალონმა" ამჯერად ნიჭიერ ზესტაფონელ 10 ახალგზარდას უმასპინძლა. მათ შორის 2 სვირიდან გახლდათ. მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე მაჭავარიანი და პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა წაქაძე. აღსანიშნავია რომ ალექსანდრე მაჭავარიანმა ფინალში იასპარეზა და...
სვირში მოსახლების სიმრავლის გამო უამრავი გვარის ადამიანები ცხოვრობენ,თუმცა არის რამოდენიმე საგვარეულო რომელის რაოდენობის და წარმომავლობის მიხედვით სოფელში ძირითად ბირთვს შეადგენს. ამ სტატიაში არ დავასახელებ გვარებს სახელობით, რომ ვინმემ მე როგორც ავტორს მიკერძოებაში არ ჩამეთვალოს. ამჟამად ყურადღებას გავამახვილებ წაქაძის გვარის ისტორიაზე და რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე. ითვლებოდა რომ წაქაძე...
კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე ფოცხვერაშვილი (დაიბადა 11 სექტემბერი, 1880, სოფ. სვირი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გარდაიცვალა 22 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი. დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში და განაგრძო პეტერბურგში, სადაც მეცადინეობდა ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. დაამთავრა აგრეთვე იურევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. კონსტანტინე ფოცხვერაშვილი არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის - დიდება - ავტორი. მართალია იგი ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებულისაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ატრიბუტიკა — ეროვნულ ჰიმნად კ. ფოცხვერაშვილის დიდება. შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა, ასევე დამუშავებული ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორისაა „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გურჯანელნი“ და ა.შ., ორი ოპერა: სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“ და საბავშვო ოპერა „მანანა“. კონსტანტინო ფოცხვერაშვილის თითქმის 60 წლის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. მას მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება, დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. საქართველოს რადიოს 1 არხის ჟურნალისტი ეკატერინე ხითარიშვილი ეძებს ჩვენი სოფლის წარმომადგენლის შთამომავლობას,თუკი რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ გთხოვთ მოგვწეროთ ფეისბუკზე (besiki qartveli) ,მეილზე btskadaze@yahoo.com ,ან დარეკეთ 593303384.მადლობას გიხდით დახმარებისთვის.
მოგესალმებით, დღეს გვინდა გიამბოთ 24 წლის ტარიელ კოხრიძეზე.
ახალგაზრდა სოფელ სვირის მკვიდრია, რომელიც დედაქალაქში სამსახურის გამო იყო ჩამოსული. ამ რამდენიმე თვის წინ ის უმოწყალოდ სცემა ნასვამი ადამიანების ჯგუფმა და ქუჩაში დააგდო უპატრონოდ. ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ იგი გამოწერეს საავადმყოფოდან და ვინაიდან არ ჰქონდა არსად წასასვლელი, მძიმე ავადმყოფი შეიფარა მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისი-მა, ჩვენ არაერთხელ მოგწერეთ ამ დაწესებულებაზე და მის დაუღალავ დიასახლისზე, ქ-ნ მარიაზე. ტარიელს სვირში ჰყავს დედა, რომელიც თავად არის ავადმყოფი და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას(ისიც მარინამ შეიფარა), ხოლო მათი სახლი სვირში იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ 1000 ლარსაც არ აძლევენ. სოფელში გადაყვანა მსგავსი ტიპის ავადმყოფის ყოვლად შეუძლებელია, დედას კი ვინაიდნ სხვა არავინ ჰყავს, ვერ შორდება დავრდომილ შვილს.... ტრიელს სჭირდება თვეში 200-250 ლარის წამალი. არასრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, მას დაერთო ეპილეფსიის რთული ფორმაც.ორჯერ გაუკეთდა თავის ქალის ტრეპანაცია. ასე, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტები... იმიტომ რომ, თბილისელი არ არის მერია არ აფინანსებს და იმიტომ რომ, არ არის არასრულწლოვანი ან სიმსივნით ავადმყოფი, არ ეხმარება არცერთი ფონდი... ქალბატონმა მარიამ გასულ თვეს საკუთარი ხარჯებით შეუძინა წამლები, ეხლა უმთავრდება და რომ არ შეწყვიტოს, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საშუალება და ნაწილი მაინც ვუყიდოთ... ისევ და ისევ თქვენი იმედი გვაქვს. უმორჩილესად გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ ამ ახალგაზრდას ბედი, იყავით აქტიურნი! გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს თერაპიის ინსტიტუტიდან გამოთხოვილი ინტენსიური ჰიდრო თერაპიის კურსის კალკულაცია, რომელიც , 7500 ლარი ჯდება და ექიმები გარანტირებულად ირწმუნებიან, რომ კურსის სრულად გაკეთების შედეგად ეს ადამიანი შესძლებს დამოუკიდებლად გავლას! 24 წლის ბიჭის მომავალი-და 7500 ლარი, იფიქრეთ ვის შეიძლება მივმართოთ და რა ღონე ვიხმაროთ, რომ იმ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა ვისაც სძალუძს დახმარება! თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს, მეგობებო!
ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო გზას კეთილმოწყობის სამუშაოები უტარდება. ასფალტ – ბეტონის საფარი 5 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება, რომელიც ამავდროულად მდ. ყვირილაზე არსებული ხიდის სავალი ნაწილის შეკეთებას, მოაჯირების შეღებვას, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის, ავტოპავილიონების შეკეთებას, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საპროექტო ღირებულება 1 652 000.00 ლარს შეადგენს. ობიექტზე 40 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.