მოგესალმებით, დღეს გვინდა გიამბოთ 24 წლის ტარიელ კოხრიძეზე.
ახალგაზრდა სოფელ სვირის მკვიდრია, რომელიც დედაქალაქში სამსახურის გამო იყო ჩამოსული. ამ რამდენიმე თვის წინ ის უმოწყალოდ სცემა ნასვამი ადამიანების ჯგუფმა და ქუჩაში დააგდო უპატრონოდ. ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ იგი გამოწერეს საავადმყოფოდან და ვინაიდან არ ჰქონდა არსად წასასვლელი, მძიმე ავადმყოფი შეიფარა მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისი-მა, ჩვენ არაერთხელ მოგწერეთ ამ დაწესებულებაზე და მის დაუღალავ დიასახლისზე, ქ-ნ მარიაზე. ტარიელს სვირში ჰყავს დედა, რომელიც თავად არის ავადმყოფი და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას(ისიც მარინამ შეიფარა), ხოლო მათი სახლი სვირში იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ 1000 ლარსაც არ აძლევენ. სოფელში გადაყვანა მსგავსი ტიპის ავადმყოფის ყოვლად შეუძლებელია, დედას კი ვინაიდნ სხვა არავინ ჰყავს, ვერ შორდება დავრდომილ შვილს.... ტრიელს სჭირდება თვეში 200-250 ლარის წამალი. არასრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, მას დაერთო ეპილეფსიის რთული ფორმაც.ორჯერ გაუკეთდა თავის ქალის ტრეპანაცია. ასე, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტები... იმიტომ რომ, თბილისელი არ არის მერია არ აფინანსებს და იმიტომ რომ, არ არის არასრულწლოვანი ან სიმსივნით ავადმყოფი, არ ეხმარება არცერთი ფონდი... ქალბატონმა მარიამ გასულ თვეს საკუთარი ხარჯებით შეუძინა წამლები, ეხლა უმთავრდება და რომ არ შეწყვიტოს, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საშუალება და ნაწილი მაინც ვუყიდოთ... ისევ და ისევ თქვენი იმედი გვაქვს. უმორჩილესად გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ ამ ახალგაზრდას ბედი, იყავით აქტიურნი! გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს თერაპიის ინსტიტუტიდან გამოთხოვილი ინტენსიური ჰიდრო თერაპიის კურსის კალკულაცია, რომელიც , 7500 ლარი ჯდება და ექიმები გარანტირებულად ირწმუნებიან, რომ კურსის სრულად გაკეთების შედეგად ეს ადამიანი შესძლებს დამოუკიდებლად გავლას! 24 წლის ბიჭის მომავალი-და 7500 ლარი, იფიქრეთ ვის შეიძლება მივმართოთ და რა ღონე ვიხმაროთ, რომ იმ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა ვისაც სძალუძს დახმარება! თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს, მეგობებო!
ზესტაფონი – ბაღდათის საავტომობილო გზას კეთილმოწყობის სამუშაოები უტარდება. ასფალტ – ბეტონის საფარი 5 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება, რომელიც ამავდროულად მდ. ყვირილაზე არსებული ხიდის სავალი ნაწილის შეკეთებას, მოაჯირების შეღებვას, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის, ავტოპავილიონების შეკეთებას, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს ითვალისწინებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საპროექტო ღირებულება 1 652 000.00 ლარს შეადგენს. ობიექტზე 40 ადამიანია დასაქმებული. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ბოჭორიშვილი იონა ფადეს ძე 1938 წლის 19 აპრილის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ჟდანოვი დაბადების თარიღი: 1904 წ. ეროვნება: ქართველი ოჯახური მდგ.: დაბადების ადგილი: საქართველო, ზესტაფონი, სოფ. სვირი საცხოვრ. ადგილი: განათლება: უმაღლესი სოც. წარმომავლობა: სასულიერო წოდების პარტიულობა: ალკკ წევრი 1923 წლიდან ...
აჯამეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ფართობით 2000 კომლი ისარგებლებს.იმდინარე ღონისძიებების შედეგად, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - (სვირი, როდინაული, ცხენთარო, აჯამეთი და ვარციხე) 3049 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვა შესაძლებელი გახდება. ასევე, ამ სისტემიდან ...
სადგურ სვირში ახალი სკოლა ოფიციალურად ამოქმედდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იმერეთის მხარის რწმუნებულ – გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტარი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახალი სასწავლო დაწესებულება 120 მოსწავლეზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით. აქვს ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია ტიპის სპორტული მოედანი. სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობას ათეულობით წლები ელოდნენ მოსწავლეები, რომლებიც მანამდე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობაში იღებდნენ განათლებას, სადაც არ არსებობდა სასწავლო პროცესისთვის სათანადო პირობები. ამ ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელსაც ძლიერი ელექტრო – მაგნიტური გამოსხივება აქვს. სადგურ სვირის სკოლა ერთ – ერთია 2014 წელს აგებული 9 საჯარო სკოლიდან.
მეორე სვირი, კულტურის სახლი (გაყიდეს,დაანგრიეს) მეორე სვირში პრობლემები "შემცირდა"- აღარ უნდა რემონტი
ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მეორე სვირში გაყიდეს და დაანგრიეს სასოფლო კლუბი,კოლმეურნეობოს შენობა ,ბიბლიოთეკით. თუმცა სამწუხაროდ უნდა იტქვას ე.წ. პრივატიზაცია რომელიც გამოიხატება შენობების გაყიდვა-ნგრევაში კვლავ გაგრძელდა. ამჟამათ პრივატიზაცია გაუკეთდა კულტურის სახლს. ამ სტატიის დაწერა შთამაგონა ერთერთი სვირელის კომენტარმა რომელიც მეორე სვირის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა ,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
Imereli Jugeli: "პროექტი შეტანილია რაიონის გამგეობაში და სულ რამოდენიმე თვეში ახალი კულტურის სახლით დამშვენდება ჩვენი სოფელი... (ეს ფრაზები ადრე იყო ახლა... ახლა გასარემონტებელს ვანგრევთ და პრობლემაც აღარ არის)! მანდ ხომ მომავალ თაობებს ასწავლიდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, იყო ცეკვის წრე, ასევე სხვადასხვა მოსამზადებელი კურსები. ისევ ჩამოვა სხვადასხვა თეატრალური დასი, და ხელოვნების სულს ჩაჰბერავენ ჩვენს მომავალ ღაობას... აღარ იქნება ლოთობა, ბოლაობა, შეურაცყოფა, ერისა და ბერისა და ძველებურად დაუბრუნდება ხალხს რწმენა, სიყვარული თავის სოფლისა და სამშობლოს მიმართ. ესეთი კულტურის სახლების განადგურებამ გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში ის მდგომარეობა, რა დღეშიც ამჟამად იმყოფება საქართველო! სოფელი ბადებდა ხელოვნებას, სოფელი იყო ამის აკვანი და ასაზრდოებდა ქალაქს, შემდეგ კი .... მსოფლიოს! არ იკარგებოდა ის დიდი საგანდძური, რასაც ფოლკლორი ჰქვია. ამიტომ ეს შენობა რომ დანგრევის მაგიერ შეგვერემონტებინა, უფრო დავფასდებოდით და გადავარჩენდით მომავალ თაობას. მოგეხსენებათ,ერისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე განათლებული ახალგაზრდობაა! სოფლის მკვიდრთაგან ბევრს არ აქვს საშუალება , რომ რაიონში ატაროს ბავშვები, სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ სექციაზე. ჩვენი თაობა მანდ გაიზარდა და, სხვათაშორის, რაიონულ თუ რესპუბლიკურ ფესტივალებზე პირველ და მეორე ადგილებს ვიღებდით! ამიტომ რა უნდა ვქნათ, მშობლებო და ახალგაზრდებო?! სატირალია, ეს ამბავი!!!"
„ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე ქართული ყველის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელ ფესტივალზე ყველის ნიმუშები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდანა იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე 60 სახეობის ყველი იყო წარმოდგენილი: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, პარმეზანი, ყველის რგოლები სხვადასხვა გულსართით და სხვა. ყველის ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრობდნენ. მათ სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში სხვადასხვა სახეობის ყველი დააგემოვნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დაწესებული შეფასების გამომსახველი ჟეტონი წილად ზესტაფონის პავილიონს ხვდა, სადაც ზესტაფონლებმა მნახველებს იმერული ყველი,მჭადი,ღვინო და ჩურჩხელები დააგემოვნებინეს.კუთხის დიზაინერულმა გაფორმებამ მნახველების ყურადღება მიიპყრო.ყველის ფესტივალში მონაწილეებს ორგანიზება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision”–ს და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ,,ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა ძლიერი სამოქალაქო ჩართულობის გზით"ფარგლებში მეორე სვირის თემში შეხვედრა გაიმართა. მოსახლეობასთან შეხვედრას პროექტის ინიციატორებთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე და მაჟორიტარი დეპუტატი რომან ჯუღელიც ესწრებოდნენ. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარებას. აღნიშნული პოექტის ფარგლებში მეორე სვირის თემში N11 და N13 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა. განახლდა ინფრასტრუქტურა და დაგეგმილია სველი წერტილების მოწყობა.
სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება
სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა ერთ თვეში დაიწყებს ამოქმედებას. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სტანდარტებით ადაპტირებული გარემო 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებსაც მოემსახურება. მოეწყობა სპორტული მოედანი, რომლის მშენებლობაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები სადგურ სვირში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ახალი სკოლის აშენებას 20 წელზე მეტია ელოდებოდნენ სადგურ სვირში. ამ ხნის განმავლობაში, მოსწავლეები არასათანადო გარემოში იღებდნენ განათლებას. 15 ოქტომბრის შემდეგ, მათ მრავალი წლის პრობლემა მოეხსნებათ.